ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და კრიზისების საკითხებში, ტოივო კლაარმა, შოტლანდიის ხელისუფლებას მოუწოდა, “ძალისხმევა არ დაიშუროს იმ ქანდაკების მთლიანობის შესანარჩუნებლად”, რომელიც მიძღვნილია 1992-93 წლების ომში სოხუმის აფხაზი დამცველებისადმი.
ეს ქანდაკება, რომელიც ქალაქ კილმანროკში იდგა, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით აიღეს რამდენიმე დღის წინათ.
ხსენებული მემორიალი 20 წლის წინათ დადგეს, მისმა დემონტაჟმა კი აფხაზების პროტესტი გამოიწვია. ქართველი დიპლომატების თქმით, ეს მემორიალი “შეიცავდა პოლიტიზებული ხასიათის სიმბოლიკას, რომელიც ეწინააღმდეგება დიდი ბრიტანეთის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შესახებ” და ამიტომ საქართველოს მოთხოვნით მოხდა მემორიალური ქანდაკების დემონტაჟი. ახლა კი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მემორიალის თავის ადგილზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.