ევროკავშირის ელჩი უკრაინაში ჰიუგ მინგარელი მიიჩნევს, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მონაწილე ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ რეალობა, რომელიც უახლოეს პერსპექტივაში ევროკავშირის წევრობის იმედს არ იძლევა.
“ამჟამად ევროკავშირს არ აქვს შესაძლებლობა, ერთ პარტნიორ ქვეყანას პერსპექტივა შესთავაზოს. შესაძლოა, შესთავაზოს რამდენიმე წლის შემდეგ, მაგრამ ახლა _ არა. ჩვენ, ყველამ, ვიცით ეს. ასეთია რეალობა. ახლა ჩვენ, ევროკავშირმა, უნდა დავარწმუნოთ პარტნიორები, განაგრძონ ასოცირების შეთანხმების შესრულება”, _ განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კიევში გამართულ ფორუმზე