Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროინტეგრაციას უკრაინაში სულ უფრო ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს

ევროინტეგრაციას უკრაინაში სულ უფრო ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს

833
ევროინტეგრაციას უკრაინაში სულ უფრო ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს

ფონდმადემოკრატიულმა ინიციატივებმადა სოციოლოგიის კიევის საერთაშორისო ინსტიტუტმა უკრაინაში ჩაატარეს გამოკითხვა ევროკავშირში ქვეყნის სავარაუდო შესვლით გამოწვეული შედეგების შესახებ. ანალოგიური გამოკითხვა 2015 წელსაც ჩატარდა. ახალმა გამოკითხვამ აჩვენა რესპონდენტების იმედგაცრუება უკრაინის ევროინტეგრაციის პერსპექტივის მიმართ.

გამოკითხულთა აზრით, ევროკავშირში უკრაინის შესვლის მთავარი უარყოფითი შედეგი იქნება ემიგრაცია ქვეყნიდან. 2015 წელს ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 33%, ამჟამად ეს რაოდენობა 46%-ს უტოლდება.

ევროინტეგრაციის სხვა უარყოფითი შედეგები, უკრაინელთა აზრით, იქნება: ქვეყანაში მიგრანტების დიდი ნაკადის შესვლა (ასე ფიქრობს გამოკითხულთა 26%); რუსეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭება (18%); ცხოვრების დონის დაქვეითება (16%); უმუშევრობის დონის მატება (16%).

ევროკავშირის წევრობით გამოწვეული დადებითი შედეგები წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით უკვე არც ისე მომხიბვლელი ჩანს. საზღვრების თავისუფლად გადაკვეთის შესაძლებლობა მთავარ უპირატესობად დაასახელა გამოკითხულთა 26%-მა, 2015 წელს ეს მონაცემი 40% იყო. ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შესაძლებლობა პირველ ადგილზე დააყენა რესპონდენტების 21%-მა, წინა გამოკითხვისას კი _ 24%-მა.

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად მოიმატა წილმა იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციაში  დადებითს ვერაფერს ხედავენ, 2015 წელს ასეთი იყო გამოკითხულთა 14%, წელს კი _ 26%-ია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here