Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროზონის მშპ 8-12%-ით შემცირდება

ევროზონის მშპ 8-12%-ით შემცირდება

688
ევროზონის მშპ 8-12%-ით შემცირდება

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა სამწუხარო პროგნოზი გამოაქვეყნა

ეკონომიკაზე პანდემიის ნეგატიური გავლენის გამო ევროზონის ქვეყნების მშპ 8-12%-ით შემცირდება, _ განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა.

ევროპარლამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპის ცენტრალური ბანკის მეთაურმა ისაუბრა “ეკონომიკური აქტიურობის მოულოდნელ გაჩერებაზე”, რომელიც 2008 წლის კრიზისზე რამდენიმეჯერ მძიმე რეცესიის საფუძველი შეიქნა.

ლაგარდის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებს წინ აქვთ “მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი”, რომელიც თავისი შედეგებით ყველაზე მძიმე იქნება მშვიდობიან პერიოდში.

მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადეს, რომ ევრაზიის ქვეყნების მშპ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო კარანტინის რეჟიმიდან გამოდის, შემცირდება.

iarex.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here