Home რუბრიკები პოლიტიკა ევროამერიკული რეკომენდაციებით მომხდარი “ქართული ეკონომიკური სასწაული”

ევროამერიკული რეკომენდაციებით მომხდარი “ქართული ეკონომიკური სასწაული”

ბაყაყები, ლოკოკინები, ამერიკული სიმინდი და ვაშლის ჯიში, რომელსაც 8-ჯერ შეწამვლა სჭირდება

205

ევროპელების მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროგრამები მოსახლეობას პირველადნაციონალური მოძრაობისზეობის ხანაში მოხვდა ყურში. მიხეილ სააკაშვილი გვიმტკიცებდა: ბაყაყებია ჩვენი საშველი და ფოთში ბაყაყების ფერმა უნდა ავაშენოთო, შემდეგ _ შავი მოცვიო, მერე _ ნუშიოტემპი არც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დააგდო და, მართალია, ბაყაყებს შეეშვა, აქცენტი ლოკოკინებზე გააკეთა და სამეგრელოში ახლაც მუშაობს ლოკოკინების ფერმა, მაგრამ ისე ჩანს, დიდი გასავალი არ უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოკოკინების ფერმები წალეკავდა საქართველოს. ჩვენ ხომ ასე ვიცით _ თუ რამე ამართლებს, შემდეგ ყველა მის წამოწყებას ცდილობს.

ცოდვა გამხელილი ჯობიაო და, როცა 4 წლის წინათ ითქვა, ევროპა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად კენკროვანი კულტურის გაშენებას დააფინანსებსო, მეც დავინტერესდი. ლაპარაკი, ძირითადად, იყო ჟოლოსა და უეკლო მაყვალზე, რომელსაც სოლიდური მოსავალი უნდა მოეცა. ჟოლოცა და მაყვალიც საქართველოში ველურ პირობებში ხარობს და, თუ ხელს შეუწყობ, უფრო მოსავლიანი იქნება. მე გამიმართლა, რადგან, როცა პროგრამის გასაცნობად და 70%-იანი დაფინანსების მისაღებად მივედი, მეგობარი დამხვდა, რომელმაც ამიხსნა, რომ ჩემ მიერ მოწეული მაყვალი და ჟოლო ბაზარზე იმ შემთხვევაში იქნებოდა ღირებული, თუ ჩემი ნაკვეთი ცენტრალური გზიდან, სულ ცოტა, 4 კმ-ით იქნებოდა დაშორებული. ასეთი ნაკვეთი კი არ მქონდა და ამ იდეაზე ხელი ავიღე. სამაგიეროდ, სხვებმა არ აიღეს ხელი, აიღეს მილიონობით კრედიტი და სოფლის მეურნეობისა და ევროპელების თანადაფინანსებით რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გააშენეს ჟოლო და უეკლო მაყვალი. პირველი დარტყმა მაშინ მიიღეს, როცა სამი წლის თავზე პირველი მოსავალი, ევროპულ ფასებში კი არა, ჩვეულებრივ ადგილობრივ საბაზრო ფასში ძლივს ჩააბარეს. მაშინ იყო, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა რომ თქვა: ხარისხი არ ვარგა, გზასთან ახლოს არის ძირითადი ნარგავები და ამიტომ არ იყიდებაო. სამაგიეროდ, სხვებმაჭკუა ისწავლესდა ისეთ ნაკვეთებზე დაიწყეს კენკრის გაშენება, რომლებიც გზასთან ახლოს არ იყო.

“საქართველოში ჟოლოსა და მაყვლის ღია ცის ქვეშ გაშენების ტენდენცია შეინიშნება, რაც კენკრის ახალი ბაზრისთვის ცუდი არჩევანია. ღია გრუნტის კენკრა მხოლოდ გადამამუშავებელ სექტორში იყიდება და ახალი ბაზრისთვის უვარგისია, რადგან გარე კულტივირება ნაყოფის სხვადასხვა დაავადებასა და მზისგან დამწვრობას იწვევს. ყველა ეს კლიმატური პრობლემა წარმოების შესაძლებლობებსა და მოგებას ამცირებს. ახალი ბაზრის კენკრა სპეციალურ გვირაბებში უნდა მოიყვანონ, რათა წვიმისგან, მზის პირდაპირი სხივებისგან, მავნებლებისა და დაავადებებისგან იყოს დაცული”, _ ეს განცხადება პორტუგალიელმა აგრონომმა და კენკრის წარმოების სპეციალისტმა ჯორჯე დუარტემ გააკეთა, რომელიც საქართველოში სწორედ ამ გაშენებული ბაღების სანახავად ჩამოვიდა.

რა გამოდის? ახლა ამ ათეულ ჰექტარ ბაღსა და კრედიტებს კიდევ ახალი კრედიტი უნდა მივაშველოთ და სპეციალური ბადეები ან გვირაბები გავაკეთოთ? იდეალური იქნებოდა სათბურის მოწყობა, მაგრამ ერთ ჰექტარ ფართობზე თანამედროვე სათბურის გაკეთება 300 ათას ლარზე მეტი ჯდება. ჰო, დუარტემ ისიც თქვა: აქ როგორც გაქვთ კენკრა დარგული, ევროპასა და ამერიკაში ასე 20-30 წლის წინათ რგავდნენ, ახლა ტექნოლოგიები შეიცვალაო.

როცა ამ პროექტით დაინტერესებულმა მოსახლეობამ კრედიტი აიღო, თავი ვალების ყულფში გაყო, მაშინ სად იყავით? ახლა ეუბნებით, რომ ევროპასა და ამერიკას 20 წლით ჩამორჩებიან?! ანუ, მათ ზუსტად იცოდნენ, რომ არასწორად ვაკეთებდით, რომ ეს ყველაფერი გუშინდელი დღეა, მაგრამ მაინც გაგვაკეთებინეს და გაგვაკეთებინეს იმიტომ, რომ ყოველთვის 20-30 წლით უკან ვიყოთ დასავლეთზე და ყოველთვის ჭკუა დაგვარიგონ. ეს იცით, რას ჰგავს? სახლის აშენებაში რომ გეხმარებიან, ბოლოში რომ გახვალ და მერე გეტყვიან: ეს სახლი დაგენგრევა, მაგრამ არ იდარდო, ახალი ტექნოლოგია ვიცი, იმით ავაშენებთ და აღარ დაინგრევაო.

სამაგიეროდ, დუარტეს წამოსცდა ის, რასაც ქართველი პოლიტიკოსები და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცოცხალი თავით არ აღიარებენ. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ქართული პროდუქციის რეალიზაციისთვის იდეალურია ისეთი მეზობლის ყოლა, როგორიც რუსეთია, რადგან რუსეთის უზარმაზარ ბაზარზე პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა არ იქნება. გამოდის, უცხოელიც კარგად ხედავს იმას, რისი დანახვაც ჩვენ არ გვინდა ან გვინდა და ხმამაღლა თქმას ვერ ვბედავთ.

საქართველოს გადამრჩენელ ბაყაყებთან, მოცვსა და ახლა კენკროვანებთან ერთად, როგორ არ გავიხსენოთ ქართული თაფლით “გადარეული” უცხოელები. თაფლიც სოფლის მეურნეობის პროექტი იყო და ლამის ყველა ოჯახში ფუტკარი გაჩნდა. ერთი მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, კარგია, თაფლს რა სჯობს, მით უმეტეს ქართული ფუტკრის თაფლს, მაგრამ ბევრმა, ვინც ამ საქმეში არაერთი ათასი და საცხოვრებელიც კი ჩადო, გვარიანად იზარალა, რადგან გაირკვა, რომ დასავლეთს ქართული თაფლი არ სჭირდება. მიზეზი მარტივია _ ჩეჩმა! თურმე მარილიან წყალს ფუტკარი სწორედ სოფლებში გარეთ მდგარი საპირფარეშოებიდან იღებს და ეს ყველაფერი თაფლს ერევა, ამიტომ, თუ გვინდა, ისეთი თაფლი გვქონდეს, რომლითაც ევროპას გავაოცებთ, მთელი საქართველოს მასშტაბით საკანალიზაციო სისტემა უნდა ავაწყოთ, რასაც რამდენიმე მილიარდიც არ ეყოფა. გამოდის, აქაური თაფლით ისევ ჩვენ თუ გამოვიკვებებით.

ახლა ის ვთქვათ, რა გვირჩიეს ევროპელებმა, რა გავაკეთეთ და რამ გაამართლა. რჩევით მართლაც ბევრი რამ გვირჩიეს და ჩვენც ყველაფერი ავიტაცეთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერმა ვერ გაამართლა, რადგან ამ მადლიან მიწაზე მოყვანილ პროდუქტს ხან ერთი მინუსი მოუნახეს, ხან _ მეორე და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გვაჩვევენ იმ აზრს, რომ ქართული პროდუქცია ევროპაში დომინანტი ვერასოდეს ვერ გახდება. შესადარებლად გეტყვით: ნიდერლანდები, რომელსაც ჩვენზე ნაკლები მიწა აქვს და მასზე ჩვენზე ლამის ხუთჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოში ჯანსაღი პროდუქტების წარმოებით პირველ ადგილზეა. ნიდერლანდელებმა იციან, მიწის მცირე ფართობზე რა და როგორ მოიყვანონ, თანაც ისე, რომ მსოფლიოში პირველები იყვნენ. ვიღაცას სააკაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსახლებული ბურები გაახსენდება, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან ჩამოგვიყვანა, აქაოდა, ეგენი ძირძველი ნიდერლანდელები არიან, გამოცდილებას გაგვიზიარებენო. მათაც გაგვიზიარეს _ სახელმწიფოსგან მუქთად მიცემული ათიათასობით ჰექტარი საქართველოს მოქალაქეებს მიაქირავეს და ახლა წელიწადში ერთხელ ჩამოდიანბაჟისასაკრეფად, იდებენ ჯიბეში რამდენიმე ათეულ ათას დოლარს და მიდიან სამშობლოში. წინა ხელისუფლების მიერ ჩამოსახლებული ბურებიდან მხოლოდ სამმა ოჯახმა მოიკიდა აქ ფეხი და დაიწყო წარმოება, დანარჩენებმა კი მიწები გაიფორმეს და შემდეგ ეს მიწები ადგილობრივებს მიაქირავეს. წლებია, ამის თაობაზე სასამართლო დავები გრძელდება, მაგრამ გამოსავალი არ ჩანს _ უცხოელებს, თანაც ინვესტორების სახელით შემოსულებს, მიწას ვერავინ ართმევს, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუკანონა.

ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ შიდა ქართლში ვაშლის ახალი ჯიშების დარგვა დაიწყო. ქართული ჯიშები თურმე მოსავლიაანი არ არის და ეს მაშინ, როცა შიდა ქართლი, მხოლოდ საქართველოს კი არა, ნახევარ რუსეთს ამარაგებს. ერთი ეგაა, იმ ახალ ჯიშებს მოსავლის მიღებამდე რვაჯერ შეწამვლა უნდა და რვაჯერ შეწამლული ევროპის ბაზარზე რომ არ დაიშვება, ადვილი მისახვედრია. ევროპის კი არა, შესაძლოა, ასეთი პროდუქტი ქართულმა ბაზარმაც არ მიიღოს. რატომღაც გვგონია, რომ ეს ყველაფერი ქართული ჯიშების გადაშენებას ემსახურება და, ვინც შეთქმულების თეორიის განვითარებაში დაგვდებს ბრალს, სიმინდს გავახსენებთ. გახსოვთ, ამერიკულ სიმინდს რომ უნდა გადავერჩინეთ და მოსავალი გასამმაგებულიყო? შედეგად მივიღეთ ის, რომ, ძირითადად, სწორედ ამერიკულიპიონერიითესება, ქართული ჯიშები კი ნელნელა ნადგურდება და ამ ტენდენციით მალე საერთოდ გაქრება. ქართულ სიმინდთან ერთად გაქრება ღომი, მჭადიიმიტომ, რომ ამერიკული სიმინდით არც ღომი კეთდება და არც მჭადი ცხვება, თანაც, ეგ მარცვალი სათესლედ არ ვარგა, თესლი ყოველ ჯერზე ამერიკელებისგან უნდა ვიყიდოთ. სხვა, აბა, რა გითხრათ? ეჭვი გვაქვს, მომავალ გაზაფხულზე ახალი პროგრამა ექნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ახალი მსურველებიც გამოჩნდებიან, მაგრამ შემდეგ ისევ აღმოჩნდება, რომ ამ პროგრამით მიღებული მოსავლის რეალიზაცია ევროპაში შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით განხორციელებულმა პროექტებმა სწორედ ეს დაგვანახვა _ კარგია, მაგრამ ბოლოს აღარ ვარგა.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here