Home რუბრიკები საზოგადოება ევროამერიკელი ჯადოქრის ტყვეობაში

ევროამერიკელი ჯადოქრის ტყვეობაში

809
ევროამერიკელი ჯადოქრის ტყვეობაში

საიდუმლო სირობის”, “ვირის სახარებისავტორებსა და საკუთარ დედაზე სექსუალურად აღგზნებულ ტუალეტის მჯღაბნელებს პრემიებს აძლევენ, ნაცოდვილარს უბეჭდავენ და საზღვარგარეთ გზავნიან. აწი რა ეშველებათ, მამუკა ხაზარაძეს ესოდენ რომ გაურთულდა საქმე და შეიძლება პრემიების გადასაცემად ვეღარ მოიცალოს

მომეცით მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ნებისმიერ ერს ღორების კოლტად ვაქცევო, _ იკვეხნიდა ფაშისტების ცოფიანი იდეოლოგი გებელსი. ეს მეთოდი კარგად აითვისა სიცრუისა და ძალადობის ყველა მქადაგებელმა. ფაშისტებს ადამიანების ღორების კოლტად გადაქცევის მცდელობაში თავიანთი ქვეყანა თორმეტ წელიწადში თავზე ჩამოექცათ და ღორების კოლტად გადაქცევა თვითონვე ექცათ სანატრელი.

საქართველოს დამაქცევარ სააკაშვილს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე მეფე დავით აღმაშენებელს ადარებდა; მას სააკაშვილის პორტრეტი მაცხოვრის გვერდით ჰქონდა ჩამოკიდებული. ეს ამერიკელთა ტაკიმასხარა მარიონეტი გაიპარა და საქართველოს მოქალაქეობა უკრაინულზე გადაცვალა, მერე, უკრაინიდან გაგდებული, ისევ აქაურობის ასაქოთებლად შეიმართა, რადგან ნაციონალებს დამსახურებისამებრ არ მიეზღოთ. ან როგორ მიეზღვებოდათ, როცა ქვეყანაში ევროამერიკული ფსიქოზი მძვინვარებს. თურმე ეკლესიაშიც შეიძლება მოიძებნოს სულში სატანაჩასახლებული მოძღვარი. მადლობა უფალს, რომ ამ ძნელბედობის ჟამს უწმინდესი და უნეტარესი, კთოლიკოს-პატრიარქი აფრთხობს ყველა ეშმაკეულს, ასე გაცოფებით რომ გვიტევს.

ევროატლანტიკური გარყვნილებით აქოთებული ლიბერასტები საქართველოს ვერ გადააქცევენ კავკასიაში მცხოვები ხალხების საფრთხობელად.

დაუსჯელობა დანაშაულის უდიდესი წახალისებააო, _ ამას ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ამბობდა ციცერონი. ფაშისტები დამსახურებისამებრ რომ არ დაესაჯათ, მსოფლიოს გადაჭამდნენ. დაუსჯელობით გაყოყოჩებული ნაციონალები კი საქართველოს გასაჩანაგებლად არიან შემართულნი. ხალხი იძულებულია, ევროატლანტიკური ჯადოქრობის ქართველთმოძლე ეშმაკეული ითმინოს.

“ქართული ოცნება” ხალხის დიდი მონდომების შედეგად მოვიდა ხელისუფლების სათავეში, რადგან ევროამერიკელი მფარველებიც დარწმუნდნენ, რომ მათი მორჩილი ვაგლახები ქვეყანას დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებდნენ. ნაციონალების დამსახურებისამებრ დასჯას თითქოს წინ აღარაფერი ეღობებოდა და ისინიც დამფრთხალი ნადირივით შესაძრომ ადგილს ეძებდნენ, მაგრამ ევროატლანტიკური ჯადოქრის მფარველობით განებივრებულმა ნაციონალებმა კოჰაბიტაციით სრულად გაშალეს ფრთები. “ნაციონალური მოძრაობა” დაანაწევრეს (“ევროპული საქართველო”, “გირჩი” და სხვ.) და გაერთიანებულ ოპოზიციად შემოგვასაღეს. ადამიანის სახედაკარგული გვარამია ისეთი უწმაწური გინებით ესხმის თავს ყველაფერს, რომ ბოროტ ხულიგანს არ დაესიზმრება. აბა, ვინმემ გაბედოს და წესრიგისკენ მოუწოდოს, ის ხომ საქაჯეთის ცოფიანი ცერბერია.

ჩვენ დღესაც არ ვიცით, რა ბოროტების, მტრობისა და მუქარის იდუმალება ბრუნავდა და ბრუნავს კულისებს მიღმა, რა ძალამ დაასია “ქართულ ოცნებას” მისი ავტორიტეტის წურბელებივით მწოველი პარაზიტი პარტიები და სამარცხვინო კადრები. თუმცა, როცა რესპუბლიკელი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, რატომ უნდა გვიკვირდეს ანტიდისკრიმინაციული ან მისი მსგავსი კანონის მიღება? წინა მოწვევის პარლამენტში ხომ ანტიეროვნული რესპუბლიკული და მისი მსგავსი სხვა პარაზიტი პარტიები “ქართული ოცნების” ავტორიტეტის ღრღნას ცდილობდნენ. შედეგად კოაბიტაცია სასურველ ნიადაგში აყვავდა. ახლა ნაციონალები ხმამაღლა გაჰყვირიან, რომ მათ წინ ვერავინ დაუდგება და აიშალნენ მომთაბარენი, კომფორტულად მოწყობის სურვილით პარტიებში გადაბარგებ-გადმობარგებას რომ არიან მიჩვეულნი.

სანდრო გირგვლიანის საზარელი მკვლელობის, ტელეკომპანია “იმედის” დარბევისა და სულხან მოლაშვილის მხეცური წამების საქმეების ადვოკატ შალვა შავგულიძეს ყველაზე უკეთ უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ნაციონალთა კაცთმოძულეობა და როგორი მომაჯადოებელი ხიბლი უნდა შეუჩნდეს, რომ ნაციონალთა წევრი გახდეს. კარგი, “ქართული ოცნება” აღარ მოსწონს, რატომ ჰგონია, რომ ასეთი საქციელით დიდების სხივს შემატებს თავის არსებობას?!

ქალბატონ ბესელიას, სანამ “ქართულ ოცნებაში” იყო, ამ პარტიის მესაჭედ წარმოედგინა თავი და ტელეეკრანიდან დამოძღვრით თვალებში მაზოლები გაგვიჩნდა. ახლა გაწყრა და “ქართულ ოცნებას” გაებუტა. ან ისეთი რა პირადი ცხოვრების კადრები ჰქონდა, რომ მისი დანახვა მედუზა გორგონას შემოხედვად გვიქციეს?..

რომელი დამპყრობლის გენი აუდუღდათ იმ არსებებს წინაპართა სისხლით მორწყული მიწების გაყიდვით, უცხოტომელთა ჩამოსახლებითა და მათთვის სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის შეპირებით თავს რომ იწონებენ, მაშინ, როდესაც საქართველოში 300 ათასამდე ლტოლვილი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს?! ევროპაში გაქცეულ ქართველებს კი იქიდან ერეკებიან. აი, შედეგი მათხოვარივით მიტმასნების უთავმოყვარეო პოლიტიკისა. რა მოგვცა ევროპამ, რომელი საწარმოს ამოქმედებაში დაგვეხმარა, ცოტა წელში გაიმართეთო?

ევროამერიკელი ჯადოქრის მიერ ოკუპირებულნი მის დაკრულზე ვროკავთ და რუსებს ოკუპანტებს ვეძახით. დღევანდელობა მონღოლების ბატონობის ხანას წააგავს, როცა ხალხი აუტანელი გადასახადებით კვნესოდა, ქართველები მონღოლთა ლაშქრობებში ღვრიდნენ სისხლს… ბედნიერი მომავლის გზაზე საქართველოს შეყენება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით მოხდება, მაგრამ ეს გზა ევროატლანტიკური მბრძანებლის მიერ არის ჩახერგილი. მათ მათხოვარი, დაკნინებული და მორჩილი საქართველო სჭირდებათ, რათა იმას მიუქსიონ, ვინც მოესურვებათ. ჩვენთან კი, ევროკომისიამ თუ ვენეციელმა ბუკიკიომ რამე შენიშვნა არ მოგვცესო, სული ქუსლებში ეპარებათ.

სამარცხვინოა, რაც ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვარის გადმოწევასა და ქართველთა დაკავებას ახლავს. ატეხენ ხმაურს არასამთვრობოები, ხელმოცარული პოლიტიკური პარტიები, სახალხო დამცველად წოდებული ყველა უკუღმართის დამცველი, ნაციონალები, ევროპიდან დამკვირვებლებს მოიწვევენ, იღავღავებენ, ევროპაშიც გაიქცევიან და იქიდან ჩამოტანილ ქაღალდებს ააფრიალებენ, რომ ევროპა გმობს ამგვარ საქციელს, ჩვენ გვიჭერს მხარს და მორჩა…

თავის დროზე საქართველოს იურისდიქციაში შედიოდა ახალგორიც, კოდორის ხეობაც და ცხინვალის ირგვლივ ქართული სოფლებიც; ერგნეთის ბაზრობა ხელს უწყობდა ურთიერთობის დათბობას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტურები იკვეთებოდა. ვინ (ან ვისი დავალებით) გაამწარა რუსები ისე, რომ საქართველოს ეს რეგიონები დამოუკიდებლად აღიარა?! მაშ, ვისი ბრალია ე.წ. სასაზღვრო ტერიტორიიდან ქართველთა გატაცება, რის გამოც ასე იგლეჯენ ბალანს ნაციონალები და თავიანთი დანაშაულის შედეგებს ხელისუფლებას აბრალებენ?!

თუ სამართალია, ჰააგის ტრიბუნალის საბრალდებო სკამზე სააკაშვილი და მისი ბანდის წევრები უნდა ისხდნენ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა კი რუსეთზე გადის, რომელიც ევროამერიკულმა ჯადოქრებმა შლაგბაუმით გადაკეტეს და ყარაულად თავიანთი ცერბერი _ “ნაციონალური მოძრაობა” მიუჩინეს, რათა მისი გაღება არავინ სცადოს.

დამნაშავე, სასჯელმისჯილი, საქართველოდან გადახვეწილი სააკაშვილი, რომლისგან მიყენებული ჭრილობები დღესაც ვერ მოუშუშებია ქვეყანას, “რუსთავი 2”-ის ეთერიდან, თანამოაზრეთა აკომპანიმენტით რეგულარულად იმუქრება ხელისუფლების დამხობით. ასე გასაჯაროებული, უცხოეთიდან მხარდაჭერილი შეთქმულება გამაოგნებელია. აბა, ვინმემ გაბედოს და მათ დაწყნარებას შეეცადოს, სრულიად ევროპა აღავღავდება თავიანთი ბუკიკიოებით…

ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა და აუგად მოხსენიება ნაციონალებისგან გასაკვირი არ არის, გასაკვირია მათ ფეხის ხმას აყოლილთა ღავღავი. კი, ბატონო, მრავალი დაპირება ვერ შესრულდა. იცოდა კი ბიძინამ, რა დონეზე ჰყავდა შებოჭილი ქართული მოჩვენებითი თავისუფლება ევროამერიკულ ჯადოქარს? ვის შეეძლო ქვეყანაში ნაციონალთა პარპაშის აღკვეთა? თუ ვინმეს ივანიშვილის თავდადებაში ეჭვი ეპარება, გაიხსენოს საღ-სალამათი პატარკაციშვილის უეცარი სიკვდილი, დღეს ნაციონალებს მისი მკვლელობის მცდელობაში ბრალი რომ აქვთ წაყენებული.

ის, ვისაც ეროვნულად მოაზროვნე მამულიშვილობას შეატყობენ, “რუსთავი 2”-ის ბოროტი თავდასხმის ობიექტი ხდება, ასე შეშფოთდნენ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში მობრუნებით, უამრავი სიცრუე და ცილისწამება რომ ამოქექეს თავიანთი სანაგვიდან. ირაკლი ღარიბაშვილი კი ის ეროვნულად მოაზროვნე მამულიშვილია, რომლის მსგავსთა სიმრავლე “ქართულ ოცნებას” ესოდენ სჭირდება. როცა ღარიბაშვილმა განაცხადა, ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობააო, გადაირეოდნენ, აბა რა, ევროამერიკელი ჯადოქრები, ჰომოსექსუალთა ქორწინების ექსპორტი დროშად რომ გაუხდით. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილისნაირ ადამიანებს შეუძლიათ “ქართული ოცნება” მიტმასნილი, მოხეტიალე, უზნეო და უიდეო თანამგზავრებისგან გაწმინდონ; მისი რიგები ნამდვილი ერისკაცებით შეავსონ და ხალხის ნდობა დაამკვიდრონ.

ამჟამად საქართველოს, დიმიტრი თავდადებული კი არა, გიორგი ბრწყინვალე სჭირდება, რათა პოლიტიკოსებად წოდებული, ნატომანიით შეპყრობილი ვაიქართველების მიერ გრდემლსა და უროს შორის მოყოლილი, დასაღუპავად განწირული საქართველო იხსნას ევროამერიკული ჯადოქრის საბედისწერო ტყვეობიდან.

გივი სომხიშვილი,

მწერალი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here