Home ახალი ამბები მსოფლიო ევრაზიაში ჩამოყალიბდა ძალის ახალი ცენტრი _ ჩრდილო-აღმოსავლეთი აზია

ევრაზიაში ჩამოყალიბდა ძალის ახალი ცენტრი _ ჩრდილო-აღმოსავლეთი აზია

1549
ევრაზიაში ჩამოყალიბდა ძალის ახალი ცენტრი _ ჩრდილო-აღმოსავლეთი აზია

რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა გამოაცხადა ძალების ახალი მსოფლიო გლობალური ცენტრის შექმნის შესახებ, რომელსაც მანჩრდილოაღმოსავლეთი აზიაუწოდა და ამ ცენტრში, ჩინეთის გარდა, იგულისხმა რუსეთი, იაპონია, ორივე კორეა და მონღოლეთი _ 6 სახელმწიფო, რომლებშიც ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის 23% და მათი წილი მსოფლიოს მთლიან შიგა პროდუქტში 19%- შეადგენს.

მიზეზი ასეთი სტრუქტურის ჩამოყალიბებისა, რომლის შექმნასაც პეკინი თავისი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდამხარ აპირებს, სი ძინპინს არ დაუმალავს, “ეს არის ღრმა და რთული გარდაქმნები თანამედროვე მსოფლიოში, რომლებსაც ახლავს ძალისა და პროტექციონიზმის პოლიტიკის აღორძინება”, _ ჩინეთის ლიდერი აშკარად გულისხმობდა აშშ-ს. სი ძინპინის განცხადებით, “ჩრდილო-აღმოსავლეთი აზიის დიდი ეკონომიკური წრე შეიქმნება სამართლიანობის პრინციპებზე და მისი მონაწილეების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით”. ეს იქნება “კოორდინირებული განვითარების ახალი მოდელი, სავარაუდოდ, “უდოლარო მოდელი”, რომლისთვისაც “წითელი დრაკონი” (ასე უწოდებენ ჩინეთს) მზად არის, შეაპირაპიროს განვითარების თავისი პროექტები ყველა სახელმწიფოსთან, რომლებიც მოისურვებენ მასთან თანამშრომლობას.

დიდი ევრაზია _ ამერიკის ჰეგემონიის დასასრული

ევრაზია უზარმაზარი კონტინენტია, რომელზეც ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, და აწარმოებენ მთლიანი შიგა პროდუქტის დიდ ნაწილს. თუ ევრაზიას მისგან გეოგრაფიულად არც ისე შორს მყოფ აფრიკასთან ერთად განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ეს არის ტერიტორია, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ უზრუნველყოს თავი საჭირო რესურსებით, არამედ დაიცვას კიდეც ნებისმიერი საგარეო საფრთხისგან.

აქამდე ამერიკელები ევრაზიის დიდ ნაწილზე ვითარებას მხოლოდ დასავლეთ ევროპისა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში თავიანთი მოკავშირეების (იაპონიისა და სამხრეთ კორეის), აგრეთვე, ისრაელის, საუდის არაბეთისა და ბოლო პერიოდამდე თურქეთის მეშვეობით აკონტროლებდნენ. მაგრამ დღეს ამ ქვეყნებმა გადააფასეს ვითარება მსოფლიოში და ცდილობენ, უსაფრთხოების საერთო სისტემა რუსეთთან და ჩინეთთან ერთად შექმნან.

სწორედ ამიტომ კრემლი ძალისხმევას არ იშურებდა და არ იშურებს დასავლეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად; და სწორედ ამიტომ ვაშინგტონი ჯიუტად ცდილობს უთანხმოების ჩამოგდებას ევრაზიის ამ ორი ძალის ცენტრს შორის. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ცოტა ხნის წინანდელი განცხადებები, ახლა კი ევროკომისიის თავმჯდომარის _ ჟან-კლოდ იუნკერის განცხადება ევროპელთა სურვილზე, დაკავდნენ თავიანთი უსაფრთხოების საკითხებითა და აუცილებლად მოაგვარონ ურთიერთობა რუსეთსა და მის მოკავშირეებთან, მიუთითებს იმაზე, რომ ახალი რეალიები უკვე გამოიკვეთა და მათ დანახვას ვერ შეძლებს მხოლოდ ბრმა, მაგალითად, საქართველოს ხელისუფლება.

ინტერესების თანხვედრა

მოსკოვისა და პეკინის ლოგიკის გაგება რთული საქმე არ არის, თუმცა არც ამერიკის “სტრატეგიული პარტნიორების” ლოგიკის გათვითცნობიერებაა რთული. ჩანს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ თვითიზოლაციისკენ აიღო კურსი. ამასთანავე, მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ აშშ არ აპირებს თავისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თანხების დახარჯვას.

ეს ყველაფერი ხდება ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის სტრატეგიული მარცხისა და რუსეთ-ჩინეთის ახალი, უკვე ჩამოყალიბებული ძალის ცენტრის სულ უფრო მზარდი სამხედრო და ეკონომიკური ძლიერების ფონზე. ამიტომ ამერიკის ევროპელი თუ აზიელი სატელიტებისთვის ძველ პოზიციებზე დარჩენა ძალიან სახიფათო ხდება. მაგრამ ევროპელებს, იაპონელებსა და კორელეებს მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ აქვთ, თვით ვაშინგტონის პოლიტიკა უბიძგებს მათ მოსკოვისა და პეკინისკენ.

ამასთანავე, შეუძლებელია, არ აღინიშნოს ევრაზიელთა გათვლების სიზუსტეც. სი ძინპინის შეთავაზება დროულად გაისმა. შარშან ადრე იქნებოდა, ერთი წლის შემდეგ _ გვიან, დღეს კი იაპონიაც და სამხრეთ კორეაც დილემის წინაშე დგანან: ან ისევ ამერიკელების ჭკუაზე უნდა იარონ და მათ ინტერესებს ემსახურონ, ან კიდევ მოილაპარაკონ რუსეთსა და ჩინეთთან და საკუთარ საქმეებს მიხედონ.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here