Home სხვადასხვა დაიჯესტი ედმონდ მინაშვილი: დღემდე კახი კალაძეს ეს არსად არ უთქვამს, ამ ყველაფერს არ...

ედმონდ მინაშვილი: დღემდე კახი კალაძეს ეს არსად არ უთქვამს, ამ ყველაფერს არ ვყვები წინასაარჩევნოდ

2168

რუსთაველის თეატრის მსახიობი, პროდიუსერი და პიარ-მენეჯერი ედმონდ მინაშვილი მუშაობს უპრეცენდენტო კინოპროექტზე „შინდისი“, რომლის სულის ჩამდგმელი, ავტორი და პროდუსერიც თავად გახლავთ. “შინდისი” მაღალბიუჯეტიანი, მასშტაბური პროექტი იქნება ქართულ კინემატოგრაფიაში. მხატვრული ფილმი მიეძღვნება აგვისტოს ომში, სოფელ შინდისში გმირულად დაღუპულ 17 გმირს.


ედმონდ მინაშვილმა 2008 წელს დაიწყო დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა, მაგრამ გარკვეულმა გარემოებებმა ხელი შეუშალა და პროექტზე მუშაობა ორი წლით შეჩერდა, თუმცა რა მოხდა ამ პაუზის პერიოდში პროდიუსერი „მარშალპრესს“ ძალიან საინტერესო ისტორიას უამბობს:

„შინდისში პირველად 2008 წლის აგვისტოში ჩავედი, რამდენიმე დღის მომხდარი იყო აგვისტო ომი, იქ რომ შევედი ჯერ კიდევ უამრავი საშინელი რამ იყო ჩემს თვალწინ – დანგრეული შენობები, ტყვიების ზღვა, ჯერ კიდევ არ იყო გასული „ომის სუნი“, ერთ კილომეტრში ცხედრები სუნიც კი მცემდა. ერთ-ერთი კონკრეტულ ტერიოტორიაზე აღმოვჩნდი და მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ ის უნდა ყოფილიყო ტაძარი, პირველი ეს განცდა მოვიდა ჩემთან.

დოკუმენტური ფილმის გადაღება იმ პერიოდში გავაჩერეთ, იძულებული გავხდით. სწორედ ამის შემდეგ გადავერთე თავიდან ბოლომდე იმაზე, რომ იქნებ იქ ტაძრის მშენებლობა დაგვეწყო. მე გიყვებით პერიოდზე, როდესაც საქართველოში ძალიან რთული სიტუაციაა, ეს არის ურთულესი ხანა, ძალიან ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორები იყო. ამ დროს კი რამდენიმე ახალგაზრდა ასეთ მნიშვნელოვან პროექტს იღებდა საკუთარ თავზე. რომ მოენდომებინათ ისე ჩაგყლაპავდნენ, გაგაქრობდნენ ვერც კი გაიგებდა ვერავინ. თამამად ვამბობ, მაშინ იყო ამის საშიშროება.

ამ იდეით მე მივედი უწმინდესთან. გვინდოდა ტაძარი სამასი არგველის სახელობის ტაძრად გვეკურთხა. როდესაც ეს იდეა გავაცანი უწმინდესს, უარი მითხრა, სამასი არაგველის ტაძარი იქ არ უნდა იყოსო… კალამი და ფურცელი მომცა, რასაც გიკარნახებ ჩაიწერეო და მკრანახობს ასეთ ტექსტს: – „ააგეთ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ეძღვნება, ყოველთა ქართველთა და ოსთა ბრძოლის ველზე მომწყდართა სახელის ხსოვნას, ეს იქნება ქართველებისა და ოსების შერიგების სიმბოლო“… ეს ფურცელი დღემდე მაქვს შენახული. ამ კურთხევის შემდეგ ჩვენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ტაძრის მშენებლობისთვის, მაგრამ აქაც უსახსორების გამო, არანაირი შემოსავლის წყარო არ გვქონდა მაშინ, ეს იდეაც შეჩერდა. თუმცა ადგილი იკურთხა, საძირკველი გაიჭრა, მაგრამ ვეღარ ვაგრძელებდით მშენებლობას.

სადაც ამ ამბავს ვაჟღერებდი, ინვესტორი იქნებოდა ეს, თუ სხვა, დაინტერესება დიდი იყო მათი მხრიდან, მაგრამ გარკვეულ შიშს ვგრძნობდი მათში, თავშეკავებას, უკან იხევდნენ. აურა იყო მაშინ ისეთი… დაძაბული. სამწუხაროდ, შიში ძალიან ბევრი ადამიანის თანმდევი იყო. მაშინ დაიწყო ჩემში შინაგანი პროტესტი, რეჟიმის წინააღმდეგ. აბსოლუტურად გულწრფელად ვიდექი იქ სადაც ვიყავი, ხალხთან. ვფიქრობდი, რომ მე ვიცავდი იმას, რასაც ლოგიკურად დაცვა არ სჭირდება, მითუმეტეს ქართველის მხრიდან. აღმოვჩნდი იმ ატმოსფეროში, სადაც პოლიტიკური აქტივობები იყო. როდესაც დიდი სამზადისი, მოლოდინი იყო ხელისუფლების შეცვლის 2011 წელს, იმედის ნაპერწკალი გაჩნდა საზოგადოებაში. წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაც იწყებოდა. განცდა დამეუფლა, რომ ჩვენს ქვეყანაში ახალი ცხოვრება იწყებოდა. ამ პერიოდში კიდევ ერთი მნიშვენლოვანი პიროვნება იკვეთება, ბატონი კახი კალაძე. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მას შეეძლო ნებისმიერ ქვეყანაში ეცხოვრა ძალიან მშვიდად და ბედნიერად, ისე რომ პრობლემაც არ ჰქონოდა, მაგრამ საქართველოში ზუსტად იმ პერიოდში ჩამოვიდა, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და დადგა ერის გვერდით. თავდაპირველად თავისი პიარ-კამპანია ბატონმა კახიმ დაიწყო შინდისიდან. მაშინ სამტრედიის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. შინდისის მოსახლეობას ასეთი პირობა მისცა, – „არ აქვს მნიშვნელობა გავიმარჯვებთ ჩვენ ამ არჩევნებში თუ არ გავიმარჯვებთ, მე საკუთარი სახსრებით ავაშენებთ ამ ტაძარს“. შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ არჩევნები დასრულდა დიდი გამარჯვებით. ორის კვირის გასული იყო ეს ამბავი, როდესაც მე დამიკავშირდა ბატონი კახის პრეს-სამსახური და მითხრა, რომ ბატონი კახი მიბრძანდება შინდისში და უნდა რომ გაყვეთო.

წავედით შინდისში. საკუთარი სახსრებით, მთლიანად დააფინანსა ტაძრის მშენებლობა. ზუსტად ორი წლის წინ უწმინდესი გვყავდა სტუმრად ჩამობრძანებული შინდისში, გაიმართა ტაძრის გახსნის ცერემონია, საქართველოს კიდევ ერთი მოქმედი ტაძარი შეემატა, გარდაცვლილი გმირების ხსოვნის სადიდებლად. დღეს იქ აღევლინება წირვა -ლოცვა, ასევე პარაკლისები გარდაცვლილი გმირების სახელის უკვდავსაყოფად. აი, ასეთი რამ გააკეთა ბატონმა კახიმ. დღემდე ეს არსად არ უთქვამს, არც საკუთარი თავის პიარისთვის გამოუყენებია. მე პირადად მისგან არასდროს მსმენია, არც ინტერვიუში, არსად – მე რომ შინდისში ვიყავი, ბიჭებს ტაძარი ავუგეო… და ამ თემაზე სულ მახსენდება სახარებიდან ერთი ფრაზა – „როდესაც მარჯვენა ხელით გააკეთებ სიკეთეს, მარცხენამ არ უნდა იცოდეს“. მე მინდა საზოგადოებამ ეს იცოდეს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ამ ყველაფერს არ ვყვები წინასაარჩევნოდ. ამ ინფორმაციას ვაჟღერებ ყველგან, სადაც ხმა მიმიწვდება, ყველა მედიასაშუალებაში, სადაც კი ინტერვიუ მიმიცია, უკვე 4-5 წელია, სწორედ მას შემდეგ, რაც ეს ნაბიჯი გადადგა ბატონმა კახამ“, – განაცხადა ედმონდ მინაშვილი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here