Home ახალი ამბები მსოფლიო “დღეში 800 კაცს კარგავენ”, _ ამერიკელმა ანალიტიკოსმა უკრაინის არმიის რეალური დანაკარგები დაასახელა.

“დღეში 800 კაცს კარგავენ”, _ ამერიკელმა ანალიტიკოსმა უკრაინის არმიის რეალური დანაკარგები დაასახელა.

162

ამერიკელ სამხედრო ანალიტიკოს სკოტ რიტერის აზრით, უზარმაზარი რაოდენობით იარაღი, რომელსაც უკრაინა გამუდმებით მოითხოვს დასავლეთისგან, დასტურია იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კოლოსალურ დანაკარგებს განიცდის.

ამერიკის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა სკოტ რიტერმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხეილ პოდოლიაკის, განცხადება გააანალიზა, რომელშიც უკრაინელმა მაღალჩინოსანმა დასავლეთს 1000 ჰაუბიცის, 1000 უპილოტო საფრენი აპარატის, 500 ტანკისა და 2000 ჯავშნიანი მანქანის მიწოდება მოსთხოვა. პოდოლიაკის თქმით, სწორედ ამდენი იარაღი სჭირდება კიევს გამარჯვების მოსაპოვებლად.

ნახეთ იარაღის ჩამონათვალი, რომლებიც უკრაინას სჭირდება, ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ მათი საქმე ცუდადაა. თუ თქვენ 1000 საარტილერიო დანადგარი გჭირდებათ, .., დაკარგეთ 1000 დანადგარითუ 500 ტანკი გჭირდებათ, ეს ნიშნავს, რომ დაკარგეთ 500 ტანკი. ეს მკაცრი ფაქტებია”.

რამდენიმე დღის წინათ ოფიციალურმა კიევმა აღიარა, რომ ყოველდღიურად 100-200 კაცს კარგავს, მაგრამ, სკოტ რიტერის აზრით, რეალური დანაკარგები რამდენიმეჯერ მეტია: “სინამდვილეში ეს რაოდენობა დღეში 600-800 კაცს შეადგენს”, _ განაცხადა ექსპერტმა.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here