Home რუბრიკები პოლიტიკა დროა, ხელისუფლება მიხვდეს, რომ ჯობია, “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს…”

დროა, ხელისუფლება მიხვდეს, რომ ჯობია, “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს…”

გვიან, მაგრამ, საბედნიეროდ, მაინც გაიღვიძეს საქართველოს ლიდერებმა

285

არაერთხელ დაგვიწერია, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნები ღიად თუ ფარულად მუდმივად ცდილობენ .. განვითარებადი სახელმწიფოების განვითარების შეფერხებას, რადგან ისინი ყოველთვის მათზე იყვნენ დამოკიდებულნი თუ ჩამოკიდებულნი. სწორედ ამის ბრალია, თუნდაც პოლონეთი ჯერჯერობით რომ ვერ მიუახლოვდა იმას, რასაც ევროპის განვითარებული სახელმწიფო ჰქვია და, სამწუხაროდ, ჩვენ ნახევარი საუკუნე მაინც დაგვჭირდება, რათა პოლონეთის დღევანდელ მდგომარეობამდე მივიდეთ. ეს სახელმწიფოები ნელნელა ხვდებიან, რომ მათი დამუხრუჭების მიზეზი ევროპაში უნდა ეძებონ და რიგრიგობით აპროტესტებენ იმას, რასაც ევროპის ზესახელმწიფოები თავს ახვევენ. ასე იყო ზაფხულში უნგრეთში, რომელმაც ლგბტ თემის წინააღმდეგ ძალუმად გაილაშქრა და, ევროპის წამყვანი ქვეყნების წინააღმდეგობის მიუხედავად, დააკანონა ის, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირის შედეგად იქმნება. მანამდე ანალოგიური რამ რუმინეთმა გააპროტესტა, უფრო ადრე ბულგარეთის პრემიერმა არ მოიწონამეგობრებისმითითებები, ახლა კი

“ზოგიერთი ევროპული ინსტიტუტი უფლებას იღებს, ისეთ საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, რომლებიც მის კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ არ ვიმოქმედებთ შანტაჟის ქვეშ, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ არ ვეთანხმებით ევროკავშირის ინსტიტუტების უფლებამოსილების მუდმივ გაფართოებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ იმაზე, როგორ უნდა მოგვარდეს არსებული დავები დიალოგის გზით. ევროკავშირის კომპეტენციას მკაფიო საზღვრები აქვს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჩუმად, როდესაც ეს საზღვრები ირღვევა. ჩვენ ვამბობთ: კი ევროპულ უნივერსალიზმს, მაგრამ არა ევროპულ ცენტრალიზმს”, _ განაცხადა პოლონეთის პრემიერმა მატეუშ მორავეცკიმ.

ყველაფერი დაიწყო 7 ოქტომბერს, როცა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციის ევროკავშირის კანონმდებლობის მიმართ უპირატესობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის განჩინებაში ასევე განაცხადა, რომ ის უფლებამოსილია არა მხოლოდ ევროკავშირის კანონის კონსტიტუციურობა, არამედ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობაც შეამოწმოს. სამაგიეროდ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირის კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად. ხომ ხვდებით, ეს ყველაფერი როგორ ჰგავს ქართულ რეალობას? ევროკავშირმა გადაწყვიტა, საქართველოს გარდა კანონები სხვა ქვეყნებსაც დაუწეროს და შესწორებები შეიტანოს, რაც მიუღებელი აღმოჩნდა ბევრი ქვეყნისთვის. გვიან, მაგრამ, საბედნიეროდ, მაინც გაიღვიძეს საქართველოს ლიდერებმა და

ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა საჯაროდ განაცხადა, რომ, სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ განიხილავს მიხეილ სააკაშვილის საქმეს, ექსპრეზიდენტი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს. ამით ევროპარლამენტარებმა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ქართული სასამართლო სისტემა და საქართველოს ხელისუფლებას, პრაქტიკულად, უნდობლობა გამოუცხადეს. ეს იმის ფონზე, როცა საქართელოს მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის სასჯელი შესაბამისი არ არის და 6 წელი ცოტაა იმისთვის, რაც მან ჩაიდინა. ევროპარლამენტარების განცხადებას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა.

“არც ფოტიგა, არც კუბილიუსი (ევროპარლამენტარები _ ბ.ბ.) და არც არავინ ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ. ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი, ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის. ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას. ამ ქვეყანაში კანონის აღსრულებასა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება. ეს გაითვალისწინოს ყველამ. მინდა, ასევე შევახსენო თქვენს მიერ ჩამოთვლილ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ პირადი ნაცნობობა აქვთ სააკაშვილთან, მათ შორის მთავარი, ვინც აქტიურობს, ბატონი გლუქსმანი იყო, ეკა ზღულაძის მეუღლე _ ვანო მერაბიშვილის მოადგილის მეუღლე. სააკაშვილის მრჩეველი იყო და ჩართული გახლდათ ამ დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში. დღეს ეს ადამიანი ჩვენ ჭკუას გვასწავლის. ვინ არის, საერთოდ, ფოტიგა, რატომ ბედავენ ამდენს?!” _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბატონო ირაკლი, ჯერ იმას გეტყვით, რატომ ბედავენ ამდენს: იმიტომ, რომ სულ ბოლო დრომდე თქვენ (საქართველოს ხელისუფლება) აძლევდით ამის უფლებას, თქვენ აუნთეთ მწვანე შუქი არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს, არამედ ყველა ევროპული ქვეყნის ელჩს და ყველა ჯურის გადამთიელს და ავანტიურისტს, ისინიც ჭკუას გვარიგებდნენ, ქართულ სამართალსა და, რაც მთავარია, საქართველოს კონსტიტუციას საკუთარ ნებაზე ჭრიდნენ, ტანზე ირგებდნენ (ჰო, თავიანთ ტანზე) და ხელების გადაგრეხვით გაიძულებდნენ, ეს ყველაფერი მიგეღოთ. სანაცვლოდ კი ქვეყანას იმით ატერორებდნენ, რომ სესხს აღარ მოგცემდნენ. როცა სესხი არ აიღეთ და მიხვდით, რომ ამით ქვეყანა არ დაიქცა, მხრებშიც გაიშალეთ და საკუთარ უფლებებზე დაიწყეთ ფიქრი. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ახლა თქვენ, ქვეყნის პრემიერმა, გააპროტესტეთ ის, რასაც ჩვენი გაზეთის, პრაქტიკულად, ყველა ნომერში ვაპროტესტებდით. თქვენამდე სწორედ ჩვენ წლებია, ვწერდითრატომ ბედავენ ამდენსდა პასუხი არ გვქონდა.

“ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე ლობისტები მუდმივად, 2012 წლიდან მოყოლებული, საუბრობენ იმაზე, რომ არ შეიძლება ვიღაცის დაჭერა, ვიღაცის ციხეში გაშვება. ასეთი განცხადებები ხელს უწყობს პოლარიზაციას ამ ქვეყანაში, ეს ძალიან ცუდია, გარდა ამისა, საერთო ეფექტიც ძალიან ცუდი აქვს _ ეს აჩენს დაუსჯელობის განცდას და ა.შ. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამ ქვეყანაში კანონისა და სამართლის უზენაესობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იქნებიან გარკვეული წვლილის შემტანი პოლარიზაციაში, რომელიც ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ნუ დააზიანებენ ჩვენს ქვეყანას”, _ ეს განცხადება კი ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის.

ალალად გეტყვით, არ მეგონა, თუ ოდესმე კობახიძეს შევაქებდი, რადგან ისე შესციცინებდა ხოლმე ევროპელ ელჩებს თვალებში, გვეგონა, ვერასდროს გაბედავდა მათ წინააღმდეგ წასვლას, მაგრამ ახლა ისიც მიხვდა, რომ ასე, შესაძლოა, ქვეყანა უფსკრულში გადაიჩეხოს და ამას, ევროპა კი არა, ქართველი ხალხი არ აპატიებს. რაც მთავარია, ყველამ დაინახა, რომ ევროპარლამენტარების კრიტიკით, მათი მოთხოვნების იგნორირებით აპოკალიფსი არ დაწყებულა და ისევ ცოცხლები ვართ. მათი რჩევებისა და ყოველდღიურიზრუნვისგარეშეც ვახერხებთ რაღაცებს და ეს იგრძნო ყველამ. ამიტომ მოსალოდნელია, რომ მომავალში საშინაო საქმეებში ნებისმიერი ჩარევა მკაცრად აილაგმება. არ ვამბობთ იმას, რომ ევროპას არასდროს არ მოვუსმინოთ, მაგრამ მოსმენა არ ნიშნავს უსიტყვო მორჩილებას. არც ერთი ქვეყნის ელჩს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენს საშინაო საქმეებში და მიგვითითოს, ვინ უნდა იჯდეს ციხეში და ვინ _ მის გარეთ

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს ჰყავს მეგობრები ვაშინგტონსა და ბრიუსელში, რომლებიც ამაყად ამბობენ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. როდესაც ის პრეზიდენტი იყო, მან ასეთ ადამიანებს დახმარება გაუწია. დააფინანსა მათი კვლევითი ცენტრები და გააკეთა ყველაფერი, რათა მათთვის ესიამოვნებინა. მე არ მაქვს სააკაშვილის მიმართ სიმპათია. ის არ იყო კარგი პატრიოტი. ის დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სასამართლოს მიერ. მან იცოდა, რომ, როცა საქართველოში დაბრუნდებოდა, დაიჭერდნენ, თუმცა ამის არ სჯეროდა. ის დააპატიმრეს და წაუყენეს ახალი ბრალიც. მან ყველა არჩევანი თავად გააკეთა და ის აქ მსხვერპლი არ არის. ქართველებმა ახლა უნდა გააკეთონ საკუთარი არჩევანი და გააგრძელონ სვლა წინ. ბატონი სააკაშვილი წარსულია და ის ციხიდან ექვს წელიწადში გამოვა. იმედი მაქვს, ის ამის შემდეგ მშვიდად წავა პოლიტიკიდან ან, თუ სურვილი ექნება, იყოს პოლიტიკოსი, დარჩება პოლიტიკაში, _ განაცხადა “რადიო თავისუფლების” ყოფილმა ხელმძღვანელმა და ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარმა ენდერს ვიმბუშმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

ამაზე მაინც ვერ იტყვის დასავლეთი, მოსყიდულიაო, კაცი “რადიო თავისუფლების” შეფი იყო და “ამერიკის ხმასთან” საუბრობდა. ანუ, ვისაც რეალობის დანახვა სურს _ ხედავს; ხოლო, ვისაც ფინანსური ვალდებულებები აქვს წინა ხელისუფლების წინაშე _ ისინი ცდილობენ, აღებული ფული გაამართლონ. იმის იმედიც აქვთ, რომ მომავალში, თუ საწადელს მიაღწევენ, “ნაციონალური მოძრაობა” მათ მორიგ ტრანშს არ დაამადლის. ისე, საინტერესო იქნება, ოფიციალურად გამოქვეყნდეს ინფორმაცია იმ თანხების შესახებ, რომლებიც ე.წ. ლობისტებს გადაუხადა წინა თუ მოქმედმა ხელისუფლებამ. რა მოუტანა ამ თანხებმა ქვეყანას, ეგეც ავწონოთ და შევაფასოთ. ეჭვი გვაქვს, წყალში გადაყრილ მილიონებთან გვექნება საქმე, თუმცა ახლა მთავარი ის არის, რომ ხელისუფლებამ აღებული კურსი არ შეცვალოს და საბოლოოდ მიხვდეს, რომ ის დრო სჯობია, როცაჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის…”

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here