Home ახალი ამბები მსოფლიო დროა, მსოფლიო ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეს _ დავოსის ექსპერტები სტალინის 70 წლის...

დროა, მსოფლიო ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეს _ დავოსის ექსპერტები სტალინის 70 წლის წინანდელ პრინციპს უბრუნდებიან

დროა, მსოფლიო ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეს _ დავოსის ექსპერტები სტალინის 70 წლის წინანდელ პრინციპს უბრუნდებიან

ნაკლები შრომა დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის მეტი სიკეთის მომტანია, ამიტომ მსოფლიო 4 დღიან სამუშაო კვირაზე უნდა გადავიდეს. weforum.org-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ორმა ექსპერტმა განაცხადა.

“გვაქვს რამდენიმე ექსპერიმენტის შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ სამუშაო საათების შემცირების პირობებში ადამიანებს მეტად შეუძლიათ საქმეზე ყურადღების კონცენტრირება, სამუშაო კი უფრო მაღალი ხარისხით არის შესრულებული. ასევე, დასაქმებულები ლოიალურები არიან იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც საშუალებას აძლევენ, პირად ცხოვრებას მეტი დრო დაუთმონ”, _ ამბობს პენსილვანიის ვარტონის სკოლის ფსიქოლოგი ადამ გრანტი.

ამ აზრს იზიარებს ეკონომისტი და ისტორიკოსი რუტგერ ბერგმანი და ამბობს, რომ სამუშაო დღეების შემცირება არც ისე რადიკალურია:

ათწლეულების განმავლობაში წამყვან ეკონომისტებს, ფილოსოფოსებს, სოციოლოგებს სჯეროდათ, რომ სულ უფრო ნაკლები უნდა გვემუშავა. 1920-30-იან წლებში კაპიტალისტმა ანტერპრენერებმა აღმოაჩინეს, რომ, თუ სამუშაო დღეს შეამცირებდნენ, დასაქმებულები მეტად პროდუქტიულები ხდებოდნენ. მაგალითად, ჰენრი ფორდმა სამუშაო საათები 60-დან 40 საათამდე შეამცირა, რამაც უკეთესი შედეგი მისცა, რადგან თანამშრომლები ნაკლებად იღლებოდნენ”, _ ამბობს ეკონომისტი და ისტორიკოსი.

აღნიშნულ თეორიებს აკადემიური კვლევებიც ამყარებს, რომელთა მიხედვით მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მოკლე სამუშაო კვირის პირობებში ადამიანები მეტად ბედნიერები და პროდუქტიულები არიან, პროდუქტიულობა კი 20%-ით იმატებს.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო დროის შემცირებისა და 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის შესახებ წინადადება პირველად სტალინმა წამოაყენა და ეტაპობრივად ნერგავდა კიდეც ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ მილიარდერმა ჰენრი ფორდმა თავისი იმპერია სტალინური პრინციპების მიხედვით ააწყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here