Home ახალი ამბები მსოფლიო დონბასის კონფლიქტისა და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების მოგვარებაში მნიშვნელოვანი წინსვლაა. ეს მაგალითი უნდა იყოს...

დონბასის კონფლიქტისა და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების მოგვარებაში მნიშვნელოვანი წინსვლაა. ეს მაგალითი უნდა იყოს საქართველოსთვის

317
დონბასის კონფლიქტისა და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების მოგვარებაში მნიშვნელოვანი წინსვლაა. ეს მაგალითი უნდა იყოს საქართველოსთვის

9 დეკემბერსნორმანდიული ოთხეულისშეხვედრამ პარიზში წარმატებით ჩაიარა. ამის თქმის შესაძლებლობას შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული კომუნიკე და მონაწილეთა, პირველ რიგში, რუსეთის პრეზიდენტის კომენტარები იძლევა.

კომუნიკე მინსკის შეთანხმებებს ნორმანდიული ფორმატის სამუშაო ბაზისად მოიხსენიებს, ითვალისწინებს დაპირისპირებული ძალების დაშორიშორებას 2020 წლის მარტისთვის და ახალი გამშვები პუნქტების ამოქმედებას 30 დღის განმავლობაში. კომუნიკეში ნათქვამია, აგრეთვე, დაკავებულ პირთა გაცვლაზე პრინციპით “ყველა ყველაზე” და “წითელი ჯვრის” წარმომადგენელთა სრულ და უპირობო დაშვებაზე ყველა დაკავებულთან.

“ნორმანდიული ოთხეულის” მორიგი შეხვედრა უნდა გაიმართოს ოთხი თვის შემდეგ და მისი მთავარი თემა დონბასში ადგილობრივი არჩევნების გამართვა იქნება. ვლადიმერ პუტინმა სამიტს “ძალიან სასარგებლო” უწოდა და ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა კომუნიკეში აღნიშნულ მინსკის შეთანხმებათა ზედმიწევნით შესრულების უალტერნატივობას და იმას, რომ აუცილებელია კონფლიქტის მხარეთა შორის პირდაპირი დიალოგის(!) დაწყება, რაც ასევე ხაზგასმულია კომუნიკეში; თქვა, რომ მოსკოვი ყველანაირად შეუწყობს ხელს დონბასის კონფლიქტის აღმოფხვრას.

პუტინის განცხადებით, დონბასში ვითარების დარეგულირებაში “დათბობა” დაიწყო და მიღწეული შეთანხმებები საფუძველს იძლევა, ვივარაუდოთ, რომ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. რუსეთის პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა, არ დაივიწყონ რიგითი დონბასელები და რომ მიღწეულმა შეთანხმებებმა მათი ცხოვრება დაუყოვნებლივ უნდა გააუმჯობესოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზადაა მიღწეული შეთანხმებების შესასრულებლად. ამასთანავე, დარჩა ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი, მაგრამ იმედოვნებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ყველა მათგანი მოგვარდება უახლოეს მომავალში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კმაყოფილება გამოთქვა შეხვედრის შედეგით და აღნიშნა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების მოწესრიგებაზე დამოკიდებულია მთლიანად ევროპის კონტინენტის სტაბილურობა და ახალი არქიტექტურის მშენებლობა. აქ, ალბათ, მაკრონმა ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა იგულისხმა, რომლის შექმნაც რუსეთთან ერთად სურს და ყველას მოუწოდებს, პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

ანგელა მერკელმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, იმოქმედონ შტაინმაიერის ფორმულის მიხედვით და უკრაინის ხელმძღვანელობას გამბედაობა შეუქო. “ეს მიიღო უკრაინამ და დაეთანხმა რუსეთი, რაც დიდი გარღვევაა”, _ აღნიშნა მერკელმა.

ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ზელენსკი და პუტინი პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. მსჯელობის მთავარი თემა რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტი იყო. მართალია, საბოლოო შეთახმება ვერ მოხერხდა, მაგრამ მხარეებმა აქაც მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს. როგორც პუტინმა აღნიშნა, თუკი საბოლოოდ შეთანხმდებიან, უკრაინელი მწარმოებლებისთვის გაზის ტარიფი არსებულზე 25%-ით ნაკლები იქნება.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც შეხვედრაზე შეთანხმებების მიღწევის შემდეგ გახდა ცნობილი: 10 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც შეხვედა თავის კოლეგა მაიკ პომპეოსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. არც ერთ ამ შეხვედრას პრესა არ დასწრებია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here