Home ახალი ამბები მსოფლიო დონალდ ტრამპმა მომხრეებს შესთავაზა, კონგრესში “დემოკრატების” ლიდერებს აგურები გაუგზავნონ

დონალდ ტრამპმა მომხრეებს შესთავაზა, კონგრესში “დემოკრატების” ლიდერებს აგურები გაუგზავნონ

610
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მომხრეებს შესთავაზა, კონგრესში “დემოკრატების” ლიდერებს _ ნენსი პელოზისა და ჩაკ შუმერს, რომლებიც მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის დაფინანსების გამოყოფას ეწინააღმდეგებიან, აგურები გაუგზავნონ.

“შესანიშნავი იდეა გამიჩნდა, რომელიც ჩაკ შუმერსა და ნენსი პელოზის სხვა არჩევანს არ დაუტოვებს, გაგზავნეთ მათ ოფისებში აგური და შეახსენეთ, რომ ჩვენ კედელი გვჭირდება”, _ დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში. ამის გამო შეიქმნა ვებგვერდი, სადაც აგურის შესაძენად ფულის გადარიცხვა ხდება. ერთი აგურის შესაძენად მსურველს 20 დოლარის გადარიცხვა შეუძლია. საიტზე აღნიშნულია, რომ ამ აქციის მიზანია 100 000 აგურის გაგზავნა კონგრესში “დემოკრატების” ლიდერებისთვის.

შეგახსენებთ, რომ მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შესაჩერებლად კედლის მშენებლობით გამოწვეული უთანხმოების შედეგად, კონგრესმა ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, რის გამოც აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here