Home ახალი ამბები დონალდ ტრამპი: Green Card-ის ლატარიის გათამაშება უმოკლეს ვადებში უნდა შეწყდეს

დონალდ ტრამპი: Green Card-ის ლატარიის გათამაშება უმოკლეს ვადებში უნდა შეწყდეს

1349

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უმოკლეს ვადებში უნდა შეწყდეს Green Card-ის ლატარიის გათამაშება, რადგან სწორედ ამ გზით მოხვდა ამერიკაში ნიუ-იორკის 31 ოქტომბრის ტერაქტის შემსრულებელი საიფულო საიპოვი.

ტრამპის თქმით, ნიუ-იორკის ტერაქტის შემსრულებელი სიკვდილით დაისჯება.

CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

„დღეს ვიწყებ Diversity Visa-ს ლატარიის გაუქმების პროცესს. ვაპირებ, მივმართო კონგრესს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა ამ პროგრამის თავიდან მოშორებისთვის. Diversity Visa – კარგად ჟღერს, მაგრამ სასიკეთო მასში არაფერია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს ჯაჭვური მიგრაციის გასაუქმებლად და ისეთ საიმიგრაციო სისტემაზე გადასასვლელად, რომელიც კონკრეტული მოქალაქეების დამსახურებებზე იქნება ორიენტირებული.
Green Card-ის გაუქმების აუცილებლობაზე პრეზიდენტი ტრამპი მანამდე ტვიტერზე წერდა.

მანჰეტენის სამხრეთით, ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილი ველობილიკზე შევარდა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანი ემსხვერპლა და 11 დაშავდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უსაფრთხოების დეპარტამენტს მოუწოდა, საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.
შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. დაკავებულია წარმოშობით უზბეკი საიფულო საიპოვი.

1-ელ ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანჰეტენზე უცნობმა პირმა საკუთარი ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნა მოქალაქეებს, თუმცა, მოგვიანებით, გაირკვა, რომ თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა, ხოლო თავად მას ნამდვილი იარაღი არ ჰქონია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here