აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, გააუქმოს კანონი, რომლის მიხედვით უცხოელებისა და არალეგალი მიგრანტების შვილები, რომლებიც აშშ–ის ტერიტორიაზე იბადებიან, ავტომატურად აშშ–ის მოქალაქეები ხდებიან.
“მე სულ მეუბნებოდნენ, რომ ამისთვის საჭიროა კონსტიტუციის შეცვლა. ეს არ არის საჭირო. საკმარისია მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებაც. ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც შეიძლება ადამიანი ჩავიდეს, ბავშვი გააჩინოს და შემდეგ ეს ბავშვი ავტომატურად იღებს მოქალაქეობას და სარგებლობს ყველა უპირატესობით. ეს, უბრალოდ, სასაცილოა და უნდა დასრულდეს”, _ აღნიშნა ტრამპმა.