Home ახალი ამბები მსოფლიო დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება

პუტინი-ტრამპი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი ამერიკელი კოლეგის _ დონალდ ტრამპის პირველი პირისპირ შეხვედრა 7 ივლისს ჰამბურგში, “დიდი ოცეულისსამიტის ფარგლებში გაიმართება, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკურ საკითხებში იური უშაკოვმა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს, აგრეთვე, სირიასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებას.

ეს ინფორმაცია მოგვიანებით თეთრმა სახლმაც დაადასტურა.

2017 წლის დასაწყისიდან დღემდე დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სამჯერ გამართეს სატელეფონო საუბარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here