Home ახალი ამბები მსოფლიო დოლარის მომავალი და ჩვენი პერსპექტივები

დოლარის მომავალი და ჩვენი პერსპექტივები

დოლარის მომავალი და ჩვენი პერსპექტივები

ზუსტად ერთი წლის წინათ, 2017 წლის ოქტომბერში ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აამუშავა რაოდენობრივი გამკაცრების (QT-quantstati tightening) პროგრამა, რომლის მიხედვით ბრუნვიდან სამ რაუნდად უნდა ამოიღონ ადრე, 2009-2014 წლებში, დაბეჭდილი დოლარები.

ამ პროცესს ფედერალური სარეზერვო სისტემის ბალანსის შემცირება დაარქვეს. ყველაფერი დაიწყო შარშან, სულ რაღაც, 10 მლრდ დოლარით თვეში. ამას ჯეროვანი ყურადღება არავინ მიაპყრო. სულ ტყუილუბრალოდ. ამ პროცესს აქვს დაგროვებითი ეფექტი. დიახ, თავდაპირველად არა, მაგრამ შემდეგ უზარმაზარ გავლენას იქონიებს ყველა აქტივების ღირებულებაზე მსოფლიოში. ამჟამად ფედერალური სარეზერვო სისტემის ბალანსი უკვე შემცირდა 300 მლრდ დოლარით (300 მილიარდი დოლარი ნაღდი ფული ბრუნვიდან ამოღებული და განადგურებულია). გაისად ფედერალური სარეზერვო სისტემა ბრუნვიდან კიდევ 600 მლრდ დოლარის ამოღებასა და საბაზისო საპროცენტო განაკვეთის 3%-მდე მომატებას გეგმავს (დოლარში აღებული კრედიტები გაძვირდება, ამასთანავე, მათი მიღება სულ უფრო გართულდება). ეს უკვე აისახა ე.წ. განვითარებადი ქვეყნების ვალუტებზე, მაგალითად, ქართულ ლარზე. ფედერალური სარეზერვო სისტემის ძალისხმევით, ბრუნვაში დოლარების რაოდენობაც მცირდება, ე.ი. განვითარებული ქვეყნების ვალუტებსაც ორმაგი დარტყმა მიადგება.

აღსანიშნავია, რომ რაოდენობრივი გამკაცრების პროგრამას ჯერ კიდევ არ მიუღწევია ბალანსის შემცირების პიკური სიმძლავრისთვის და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. მარტივად რომ ვთქვათ, დოლარებს ნელ-ნელა იღებენ სისტემიდან და ისინი გამუდმებით გაძვირდება, ერთ მშვენიერ დღეს კი ჩვენს კონტინენტზე საჭირო აღარ იქნება და ბრუნვიდან გაქრება.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here