Home ახალი ამბები მსოფლიო “დოდო ჯერ არ გამოფხიზლებულა და შესაბამისად, ვერ დაკითხავდნენ”

“დოდო ჯერ არ გამოფხიზლებულა და შესაბამისად, ვერ დაკითხავდნენ”

880

დღეს ტელეკომპანია „იბერიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი სამართალდამცველებმა დაკითხეს.

აღნიშნული ინფორმაცია, არც კლინიკის ხელმძღვანელობამ და არც გუგეშაშვილის მეგობრებმა არ დაადასტურეს.

გუგეშაშვილის მეგობარი სამსონ ბრეგვაძე აცხადებს, რომ დოდო გუგეშაშვილი საძილე საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და ის არ გამოფხიზლებულა, შესაბამისად, მისი დაკითხვა არ მომხდარა.

„დოდო გადარჩენილია. იმედია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. მას საძილე საშუალებები უკეთდება, რათა ფილტვი მალე შეხორცდეს“, – აღნიშნა სამსონ ბრეგვაძემ.

მისი თქმით, ნოდარ გუგეშაშვილს ის ბავშვობიდან იცნობს.

„ნოდარს ბავშვობიდან ვიცნობდი, დაახლოებით 1992 წლიდან, როცა 6-7 წლის იყო. უწესიერესი, ხათრიანი, ზრდილობიანი ბავშვი იყო. ძალიან იშვიათობაა ასეთი კარგი ბავშვი და ალბათ ყველა მშობლისთვის საოცნებო შვილია“, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here