დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, გუგეშაშვილს ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამ წუთებში მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს თავს დაესხნენ. თავდასხმა მის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლულია მისი 33 წლის შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი.