Home ახალი ამბები საქართველო “დოდო გუგეშაშვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია”

“დოდო გუგეშაშვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია”

1010

“დოდო გუგეშაშვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია და რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში დღეს გადაიყვანენ”, – ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა, ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა განაცხადა, პალატაში პაციენტის გადაყვანის თაობაზე ინფორმაცია მეგობრებს ექიმმა მიაწოდა. მისივე ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.

”შევხვდით ექიმებს. დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. ამ ეტაპზე გუგეშაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის კვლავ რეანიმაციაშია და პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ, თუმცა, როგორც ვიცით, პალატაში დღეს გადაიყვანენ, ვინაიდან დღეს უკვე მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. არ ვიცი დღეს დაკითხავენ თუ არა სამართალდამცველები მას. ჩვენ ვიცით, რომ დღეს გადაიყვანენ პალატაში”, – განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here