Home ახალი ამბები “დოდო გუგეშაშვილი ეროვნული გმირი? – სასაცილოა, ის იყო ჩვეულებრივი ბანდიტი...

“დოდო გუგეშაშვილი ეროვნული გმირი? – სასაცილოა, ის იყო ჩვეულებრივი ბანდიტი ქალი”

7255

მხედრიონელი დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა,სოციალურ ქსელში საზოგადოების მწვავე განხილვის საგანი გახდა, ნაწილი მათგანი დოდო გუგეშაშვილს  „ეროვნულ გმირად“ რაცხავს ნაწილი კი, წარსულში სამეგრელოს რეგიონში ჩადენილი ცოდვების გამო, უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,“საქართველო და მსოფლიო“ სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“  ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ზური კვარაცხელიას ესაუბრა.

კვარაცხელიას განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის „საგმირო საქმეები“ სამეგრელოს კარგად ახსოვს, რაც თაობებმა არ უნდა დაივიწყონ.

მხედრიონელების დედოფალი დოდო, ეროვნული გმირი?  –  სასაცილოა, ის იყო ჩვეულებრივი ბანდიტი ქალი, რომელმაც უდიდესი მონაწილეობა მიიღო საქართველოს აოხრება-განადგურებაში. არავის არ უნდა დაავიწყდეს, სამეგრელოში დარჩელის მაგალითზე, მისი „საგმირო საქმეები“, სადაც მისი ბრძანებით 25 სახლი გადაწვეს.  ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანში, სადაც ყველაფერი გაუფასურებულია, სადაც ბანდიტი შეიძლება გმირად გამოცხადდეს.  უნდა  ჰკითხოთ  ადამიანებს, ვინც მას გმირად რაცხავს, რომელი დამსახურების გამო?

სავსებით შესაძლებელია, რომ თავდასხმა კრიმინალთა შორის ურთიერთდაპირისპირების შედეგად მოხდა, რომელიც წარსულში გუგეშაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებს უკავშირდება, რასაც მისი უდანაშაულო ვაჟიშვილი შეეწირა. ძალიან სამწუხაროა, შვილები არ უნდა აგებდნენ  მშობლის ცოდვებზე პასუხს“, -განაცხადა კვარაცხელიამ.

საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალის, პოლკოვნიკ  ვახტანგ (ლოთი) ქობალიას განცხადებით, წაგებულ ომში გმირები არ არსებობენ.

წაგებულ ომში – გმირები არ არსებობენ, შესაბამისად რისი ან რომელი ომის გმირია დოდო არ ვიცი, მისი დანაშაულები სამეგრელოში კარგად იციან და მე არ დავუბრუნდები ამ საკითხს. მისი ვაჟის გარდაცვალება,ეს  ტრაგედიაა და ამ დანაშაულის საზომი მართლმსაჯულება უნდა იყოს“, – განაცხადა ქობალიამ.

დოდო გუგეშაშვილს  საკუთარ სახლში 7 თებერვალს გამთენიისას დაესხნენ თავს. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა. 

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა.

დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის  მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

1 COMMENT

  1. უზნეობაა ახლა განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანზე ამდენი ცუდის გახსენება და საჯაროდ კიდევ ერთხელ გამოტანა.ვფიქრობ,რომ მეტად გვმართებს ემოციების მართვა და თუ აქმდე დოდო არავის ახსოვდა,არც ხალხს და არც სამართალდამცავებს დღეს გახდა მიუტევებელი ბანდიტი?შეიძლება არ მოგვწონდეს მაგრამ ვინმემ აგო სამართლებრივად პასუხი?აცადეთ დაიტირონ უდანაშაულო ახალგაზრდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here