Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: უნდა შეიქმნას წინააღმდეგობის შტაბები მთელი ქვეყნის მასშტაბით

დიმიტრი ლორთქიფანიძე: უნდა შეიქმნას წინააღმდეგობის შტაბები მთელი ქვეყნის მასშტაბით

“ხელშეკრულების თანახმად, 15 წლის შემდეგ “ენკას” თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია, ქვეყნის გარეთ გაიტანოს ელექტროენერგია 100%-იანი მოცულობით”

852

რიონის ხეობის მცველებსა და პრემიერის წარმომადგენლებს შორის ქუთაისში შემდგარი ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ სოფელ გუმათში პოლიციის მიერ თურქული კომპანიისდასაცავადაღმართულირკინის ფარდანაწილობრივ მოიხსნა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე პერმანენტული ძალადობაც შერბილდა, რაც, როგორც ჩანს, ხელისუფლების მხრიდან მზარდი საზოგადოებრივი პროტესტის დასაშოშმინებლად კეთდება, მაგრამ კომპანიაენკახეობაში ჰესის სამშენებლო სამუშაოებს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

კაბალური ხელშეკრულება მთავრობასა და ინვესტორებად წოდებულ თურქებს შორის კვლავ ძალაში რჩება. გაურკვეველია ისიც, რა დონეზე დააკმაყოფილებს ან, საერთოდ, დააკმაყოფილებს თუ არა მთავრობა მოსახლეობის ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას და მისცემს თუ არა მათ ხეობაში კარვებით დაბრუნების უფლებას, თუმცა, “ოცნება” მკვეთრი ნაბიჯებისთვისაც რომ მზადაა და აქციის დარბევას არ მოერიდება, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, როცა მშვიდობიან მოსახლეობას ჯერ კარვები ააღებინეს ძალის გამოყენებით, ხოლო შემდეგ მათი დისლოკაციის ადგილი ბულდოზერებით გადახნეს…

გადახედავს თუ არა ხელისუფლება კომპანიაენკასთანწლების წინათ გაფორმებულ ანტისახელმწიფოებრივ ხელშეკრულებას და რა არის ამ დოკუმენტში მიუღებელი მოსახლეობისთვის _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, რამდენიმე დღის წინათ რიონის ხეობის მცველებსა და პრემიერის წარმომადგენლებს შორის ქუთაისში გამართული შეხვედრის შემდეგ სოფელ გუმათში მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან თურქული კომპანიისდასაცავადაღმართული რკინის ჯებირები ნაწილობრივ მოიხსნა, სამართალდამცველების მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობაც თითქოს შერბილდა და ხელისუფლება საზოგადოების დამშვიდებას ცდილობს, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე ვითარება უცვლელია _ ხეობაში გრძელდება ჰესის სამშენებლო სამუშაოებიმოდი, კიდევ ერთხელ განვუმარტოთ საზოგადოებას, რატომ არისენკასთანგაფორმებული ხელშეკრულება ჩვენთვის მიუღებელი და საზიანო და შემდეგ გამოსავალზე ვისაუბროთ.

_ უღრმესი მადლობა, რომ თქვენი გაზეთი დაინტერესდა ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხით, რომელიც, შეიძლება ითქვას, ჩვენი დღევანდელი ყოფის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს!

საუბარი უნდა დავიწყოთ იმ კაბალურ გარემოებებზე, რომლებიც სახელმწიფოს აყენებს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და მთელ რიგ პრეფერენციებს ანიჭებს “ენკას”. საერთოდ, “ენკა” _ ეს არის უმსხვილესი კომპანია, რომელიც დაფუძნებულია 1956 წელს, მას შემდეგ, რაც თურქეთმა, მიიღო განსაკუთრებული როლი მეორე მსოფლიო ომით დანგრეული გერმანიის აღმშენებლობაში და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამოქმედებული “მარშალის გეგმის” ერთ-ერთი ეკონომიკური ტოტი შეეხო. მოგეხსენებათ, თურქეთმა იმხანად მნიშვნელოვანი ეკონომიკური დახმარებები მიიღო ვაშინგტონისგან. ახლა ამ ყველაფერს რატომ ვყვები: დღიდან დაფუძნებისა, ეს კომპანია სადაც კი შედის, სადაც რამე ინვესტიციას ახორციელებს და მშენებლობას იწყებს, პირდაპირ გამოხატავს თურქეთის რესპუბლიკის კორპორაციულ ინტერესებს. სხვათა შორის, არ იყო შემთხვევითი, რომ მას შემდეგ, რაც ხეობაში ვითარების დაძაბვისკენ წავიდა პროცესები, რაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პროვოცირებული იყო, თურქეთის ელჩი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს შეხვდა. აი, ამის შემდეგ დაიწყო უპრეცენდენტო რაოდენობის სამართალდამცველების მობილიზება ხეობაში, მოხდა რკინის ჯებირების აღმართვა და მშვიდობიანი დემონსტრანტების კარვები დაარბიეს. რაც შეეხება ისევ ჰესის პროექტს, რომელზეც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ თურმე კარგად შესწავლილი თუ დამუშავებულია მეცნიერული თვალსაზრისით, საზოგადოებას შევახსენებ, რომ ნამოხვანის სამსაფეხურიანი კასკადის მშენებლობის საკითხი ჯერ კიდევ 40 წლის წინათ იდგა, მაგრამ იმხანად ერთხმად შეთანხმდნენ მეცნიერები და, უწინარესად, ქართველი მეცნიერები, რომ ამ ხეობაში, ლაჯანურისა და გუმათის ჰესების შემდგომ, დამატებითი ჰესის მშენებლობა მიზანშეუწონელი იყო. ეს დასკვნები არსებობს. ეს პროექტი წინა პლანზე წამოიწია ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ და მერე წარმატებით გაგრძელდა. საერთოდ, სააკაშვილმა ორი მიმართულებით “იღვაწა”. პირველი _ დავითგარეჯის მიმართულებით, როცა დაიწყო ჩვენი სასაზღვრო ზოლის აზერბაიჯანისთვის გეგმაზომიერი, მეთოდური გადაცემა და მეორე იყო ნამოხვანის პროექტის გაცოცხლების იდეა. ხუთი თუ ექვსი პრემიერის ხელში გამოიარა ამ ხელშეკრულებამ, ხოლო 2016 წელს, უკვე კვირიკაშვილის პრემიერობისას, გარკვეული სახელმწიფო ქონება გადაეცა სააქციო საზოგადოება “ნამოხვანს”. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, იმიტომ, რომ “ნამოხვანი” არის ქართული სააქციო საზოგადოება და, ბუნებრივია, რამე პრეტენზია მიწის ფართობზე იჯარის ან სხვა ფორმით არ ჩნდებოდა… მაგრამ ამის შემდეგ, უკვე ყველასთვის მოულოდნელად, ერთ საიდენტიფიკაციო სამეწარმეო კოდზე სააქციო საზოგადოება “ნამოხვანს” შეენაცვლა თურქული კომპანია, რომელიც მკვეთრ ნაბიჯებს დგამს პროექტის განსახორციელებლად და საკუთრებაში იღებს, არც მეტი, არც ნაკლები, 5 მილიონ 760 000 კვადრატულ მეტრ მიწას, მათ შორის, ნახევარს _ საკუთრებაში, ხოლო ნახევარს _ 99-წლიანი აღნაგობის უფლებით. აღნაგობის უფლება _ ეს არ არის იჯარა, აღნაგობის უფლება წარმოშობს დამატებით ვალდებულებებს სახელმწიფოს მხრიდან მიწის ზედა სამუშაოებზე შესრულებული პროცესების დაფინანსების ანაზღაურებაზე. ეს ერთი და მეორე _ აღნაგობის ხელშეკრულების მფლობელ კომპანიას დამატებით ეძლევა უფლება, რომ მიიღოს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო მიწის ფართობები. ხვდებით, რაზეა საუბარი?! აი, ეს ყველაფერი დეტალურადაა ასახული იმ ხელშეკრულებაში, რომლის ფაბულაც, სხვათა შორის, დღემდე გასაიდუმლოებულია ფართო საზოგადოებისთვის.

_ მოდი, უფრო დეტალურად ავუხსნათ საზოგადოებას: აღნაგობის უფლებითენკასშეუძლია, დამატებით მიიღოს ტერიტორიები რიონის ხეობაში?

_ 5 760 000 კვადრატული მეტრი დაახლოებით 570 ჰექტარია და გარდა ამისა, ხელშეკრულებაში კიდევ არის ჩადებული 600 ჰექტრით სარგებლობის შესაძლებლობა ცაგერის მუნიციპალიტეტში. ე.ი., მთლიანობაში სულ სამ მუნიციპალიტეტს მოიცავს ეს პროექტი _ ცაგერის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს; და რაც მთავარია, უპრეცენდენტო ფაქტს ნახავთ საჯარო რეესტრში _ სახელმწიფოს უცხოური კომპანიისთვის საკუთრების უფლებით გადაცემული აქვს მდინარე რიონი. მდინარის კალაპოტის გაყიდვა _ ეს არის ნონსენსი და ევროპის კონტინენტზე არც ერთ სახელმწიფოში მსგავსი რამ არ ხდება.

_ თუმცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ხელშეკრულება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად გაფორმდა.

_ თურნავა უტიფრად ცრუობს. როცა საერთაშორისო პრაქტიკაზე საუბრობს, ვერ მოჰყავს ვერც ერთი მაგალითი. საერთაშორისო პრაქტიკას თავი რომ დავანებოთ, მდინარის გაყიდვა ჩვენი კანონმდებლობითაც აკრძალულია. კერძოდ, ის ეწინააღმდეგება წყლის რესურსების შესახებ კანონს, რომელიც ძალიან მარტივად და გასაგებად განსაზღვრავს ამ ყველაფერს. რაც შეეხება ისევ ხელშეკრულებას და მის დეტალებს, ძალიან მძიმე ვალდებულებების წინაშე დგას სახელმწიფო გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ტარიფები, რომელსაც ჰესის აშენების შემდგომ ქვეყანა გადაიხდისენკასსასარგებლოდ. საუბარია გარანტირებულად 6,4 ცენტზე კილოვატ დენზე, 3%-იანი ყოველწლიური ზრდით 15 წლის განმავლობაში, ხოლო 15 წლის მერეენკასთავისი შეხედულებისამებრ შეუძლია, გაიტანოს ელექტროენერგია 100%-იანი მოცულობით ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ახლა სად და ვის სასარგებლოდ მოხდება ამ ენერგიის გატანა, მგონი, ძნელი მისახვედრი არ არის. რა თქმა უნდა, მას გაიტანენ თურქეთში. იქ ყოველწლიური მოთხოვნა ელექტროენერგიაზე 15%-ს აღემატება…

_ ხელისუფლება მუდმივად მანიპულირებს ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობით და აცხადებს, რომ ნამოხვანჰესის აშენება ამ თვალსაზრისით აუცილებელია.

_ შევხედოთ ციფრებს. დღეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის საკითხში 40%-იანი წილობრივი მონაწილეობა აქვს ენგურჰესს. იცით, რამდენს ვიხდით ენგურჰესიდან მიღებულ კილოვატ საათ ელექტროენერგიაში? _ 0,27 თეთრს. ნამოხვანჰესის ხელშეკრულებით, როგორც გითხარით, გადავიხდით 6,4 ცენტს. გაამრავლეთ ეს ტარიფი ლარის დღევანდელ კურსზე 3,4-ზე და მიიღებთ გაცილებით მომატებულ ტარიფს _ 21,7 თეთრს. რომელ ენერგოდამოუკიდებლობაზე გველაპარაკებიან, ცინიზმია პირდაპირ

_ კი მაგრამ, მოდი ასე შევხედოთ საკითხს: საქართველოს ხელისუფლებას რატომ აძლევს ხელს ეს ყველაფერი?

_ ვფიქრობ, ამ ყველაფერს მასშტაბურად უნდა შევხედოთ. ერთი მხრივ, გეოსტრატეგიული ნაბიჯი გადაიდგა თურქეთის, როგორც ნატოს ფლაგმანი სახელმწიფოს მხრიდან რეგიონში, რომელსაც მხარს უჭერს დასავლეთი და, მეორე მხრივ, ოფიციალური ანკარა ცდილობს, კონკრეტულად მისი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გაიმყაროს აქ პოზიციები. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას მიღებული აქვს დავალება, რომ კავკასიის რეგიონში თუქეთმა უნდა მოიკიდოს ფეხი სწორედ ასეთი მეგაჰიდროენერგეტიკული პროექტის განხორციელებით. რაც შეეხება თურქეთის ინტერესს, რომელიც ჩვენთვის უცხო არ არის, თურქეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჰესის მშენებლობასთან ერთად განავითაროს სხვა ინფრასტრუქტურაც, ჩამოიყვანოს რაც შეიძლება მეტი მუშახელი, გახსნას მათთვის მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულება, ეს ცოტა უფრო გრძელვადიან პერსპეტივაში, ააშენოს მეჩეთი და ..

_ გამოსავალს ხედავთ?

_ ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად ამდენი ბრძოლისა, ჯერჯერობით ხელისუფლებისგან ნახევრად აღებული რკინის ჯებირების გარდა, კეთილი ნების გამომხატველი ნაბიჯები არ გადადგმულა. ეს უკვე ცხადყოფს, რომ ამ საქმეში დიდია გეოპოლიტიკური ინტერესები. ვფიქრობ, თუ მოსახლეობა ფეხზე არ დადგება, მხოლოდ ერთი ჯგუფის პროტესტი შედეგს არ გამოიღებს. ამ ყველაფერს სჭირდება საერთო სახალხო კონსოლიდაცია. უნდა შეიქმნას წინააღმდეგობის შტაბები მთელი ქვეყნის მასშტაბით; და ამის პარალელურად ერთ დღეს მთელი მოსახლეობა, დიდი და პატარა უნდა გამოვიდეთ ცენტრალურ ავტობანებზე. ასე უნდა გავაგებინოთ ყველას, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ვოლუნტარისტულად, უპირისპირდება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, რაც არის დამღუპველი. აი, ეს უნდა ითქვას რაც შეიძლება დიდი მასშტაბებით და ეს შეიძლება იყოს ერთადერთი გამოსავალი, რომელიც წერტილს დაუსვამს ამ ყველაფერს. სხვანაირად, ალბათ, არაფერი გამოვა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ცრუ მედიაპროპაგანდის წყალობით , რომელსაც ახორციელებენ სამთავრობო და ნაცრეჟიმის ნარჩენთა მედიასაშუალებები , ქართველთა ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობია ნამოხვანის პრობლემის და კოვიდბოროტების შემოქმედთა მრავალი საშიში ტენდენცია . დიდი გონიერება გვმართებს.
    გვმართებს , განვსაზღვროთ , როგორ ავლაგმოთ ნაცრეჟიმის ნარჩენთა პარპაში და მთავრობის მოღალატური პოლიტიკა .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here