Home რუბრიკები საზოგადოება დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოში ნეოლიბერალური ტერორი აუცილებლად დამთავრდება

დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოში ნეოლიბერალური ტერორი აუცილებლად დამთავრდება

ამას ვერანაირი გრანტი, ვერანაირი დაფინანსება თუ პოლიტიკური დივიდენდები გარკვეული დასავლური ძალებისგან, ხელს ვერ შეუშლის

დიმიტრი ლორთქიფანიძე

საზოგადოების მხრიდან მძლავრი საყოველთაო პროტესტისა და მღელვარების მიუხედავად, რომელიც განათლების სფეროში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში დაწყებულანტიქართულ რეფორმებსმოჰყვა, ამჟამინდელი ხელისუფლებაც განაგრძობს უცხოური გრანტით დაფინანსებულძირეულ გარდაქმნებს”. მეტიც, სააკაშვილის საოცნებომენტალურ რევოლუციასარანაკლები წარმატებით ახორციელებსქართული ოცნებაცდა ევროინტეგრაციის კვალდაკვალ ახალგაზრდების ცნობიერების ფუნდამენტური შეცვლა პოლიტელიტისთვის ისევ უმთავრესი მიზანია.

სწორედ ამ ამოცანას ემსახურება სკოლებში სექსუალური აღზრდისა და გენდერის თეორიის შემცველი “საგნების” _ “მე და საზოგადოება” და “ჩემი საქართველო” შეტანა. ამ “საგნების” სწავლებით ბავშვებს უნერგავენ აზრს, რომ “განსხვავებულისადმი” პატივისცემა ნებისმიერი მოქალაქის ვალდებულებაა, რომ ყველა ადამიანი, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, თანასწორია და უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. ამ აღზრდა-განათლების შედეგად ქვეყანას უახლოეს მომავალში უნდა ჰყავდეს თაობა, რომელიც ყოველგვარი აპელირების გარეშე მიიღებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, გეიაღლუმებს, ინცესტს, პედოფილიას, უცხოელი მიგრანტების მომრავლებას, ეკლესიის, სარწმუნოების შეურაცხყოფას და ა.შ. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, აღნიშნულმა სწავლებამ ძირფესვიანად უნდა შეცვალოს საზოგადოების აზროვნება, მენტალობა და საერთოდ ყველაფერი, რასაც დღევანდელი გაგებით ქართული იდენტობა ჰქვია. კონკრეტულად რა ძალები დგანან ამ ყველაფრის უკან, რა არის მათი საბოლოო მიზანი და არის თუ არა ინფორმირებული საზოგადოება აღნიშნულ პროცესებზე, “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრა უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც სწორედ ამ საკითხზე განათლების სამინისტროსთან ცოტა ხნის წინათ გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

_ ბატონო დიმიტრი, საგნებიმე და საზოგადოებადაჩემი საქართველო”, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საგნები ჩანს. ბევრს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც, რა არის მათში მიუღებელიო. მოდი, კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მკითხველს, რა იდეას ემსახურება ეს ორი საგანი

_ უწინარესად, უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ არასოდეს დავიღლებით ხელისუფლების მხილებით იმ ავადსახსენებელი დოქტრინის გატარებაში, რომელიც ჩვენი მომავალი თაობების, ბავშვების გარყვნას, საზოგადოების “გენდერიზაციას” გულისხმობს. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ეს უკვე მეცნიერების დონეზე აყვანილი თეორიაა და მისი კულტივირება დღეს სრულიად მსოფლიოში ხდება. ამ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის უმთავრესი მიზანი ახალი ადამიანის გამოყვანაა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი შვილები არიან მთავარი ფოკუსჯგუფები, რომლებზეც აღნიშნული სახიფათო სოციალური ექსპერიმენტი მიმდინარეობს და, რაც დრო გადის, ამას სულ უფრო ნათლად ვხედავთ. სხვათა შორის, ამის პირველი ნიშნები უკვე იყო 2015 წელს, როდესაც საპილოტე პროგრამების განხორციელება დაიგეგმა სკოლებში, მაგრამ კიდევ უფრო ადრე, 2004 წელს, ჩატარდა ტესტი თბილისის 24-ე სკოლაში, რომლის დირექტორიც გახლდათ ცნობილი ლიბერალი გია მურღულია. გახსოვთ, ალბათ, ის აპირებდა, სკოლაში კლასგარეშე სახელმძღვანელოდ შეეტანა საგანი სახელწოდებით “მხიარული საუბრები სექსზე”, რომელიც უცხოური გრანტებით იყო დაფინანსებული, მაგრამ ამას საზოგადოების ძალიან მძაფრი მყისიერი პროტესტი მოჰყვა. ზუსტად ასეთივე რეაქცია გვქონდა ჩვენ 2015 წელს, როცა უკვე “მეოცნებე” ხელისუფლება ცდილობდა, მზაკვრულად შემოეღო ამ “საგნების” სწავლება სოციალური მეცნიერების სახელით, და ამის საწინააღმდეგო არაერთი აქცია ჩავატარეთ. იმხანად ხელისუფლებას, რომ იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, მაგრამ დღეს განათლების მინისტრი ჯეჯელავა, ცხადია, ისევ უცხოური გრანტებისა და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერით ცდილობს, განაგრძოს წინამორბედების მიერ დაწყებული საქმე. ეს არის მორიგი მზაკვრული გეგმა, რომელსაც ჩვენ, ბუნებრივია, ისევ ვამხელთ. მინდა, თქვენს გაზეთს ექსკლუზიურად ვუთხრა: რამდენიმე დღის წინათ ჩვენი მეგობრისა და თანამებრძოლის, ლევან ვასაძის, სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თინათინ ხორბალაძემ, ინგლისური ენის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტმა, თარგმნა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აპრობირებული ბავშვთა სექსუალური აღზრდის თეორიის მამხილებელი ვიდეოსინქრონი. ამ ვიდეოში დეტალურადაა ახსნილი, რას უქადის ტრადიციულ მსოფლიოს და განსაკუთრებით ჩვენისთანა მცირერიცხოვან ერებს დღევანდელი დასავლური ფსევდოლიბერალური ღირებულებები, თუკი, კიდევ ვიმეორებ, საზოგადოება არ იქნება პრინციპული და არ გამოვა განათლების სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც გარკვეული გარე ძალების კარნახით, მიზანმიმართულად ახორციელებს მზაკვრულ ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ გეგმას, რომლის საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება დაპირისპირება ახალსა და ძველ თაობას, ანუ მშობლებსა და შვილებს შორის.

რაც შეეხება ამ ყველაფრის პოლიტიკურ ნაწილს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ საკითხის გარშემო ჩვენ მძლავრი კამპანიის დაწყებას ვაპირებთ. კერძოდ, კამპანია დაიწყება იმ ვიდეოს დემონსტრირებით, რომელიც ვახსენე და ჩვენ მოვთხოვთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ეს ვიდეო გაუშვას ეთერში. შემდეგ საზოგადოებამ თვითონ გამოიტანოს დასკვნა _ რა არის მისაღები და რა არა, რასთან გვაქვს რეალურად საქმე და რა ქმნის სერიოზულ საფრთხეს თუ საფრთხეებს…

_ თქვით, რომ სწავლება ახალი საგნების _ “მე და საზოგადოებადაჩემი საქართველო” _ მიზნად ისახავს ახალი მოქალაქის აღზრდას, ახალი ცნობიერების ჩამოყალიბებას. კონკრეტულად რა სახის აღზრდაზეა საუბარი?

_ დღევანდელი დასავლური ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თანახმად, თანამედროვე აზროვნება გულისხმობს შემდეგს: ორი ძირითადი მოცემულობიდან, როგორიცაა თავისუფლება და ვალდებულება და რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდება ტრადიციულ საზოგადოებაში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს თავისუფლებას. ოღონდ სწორად უნდა გვესმოდეს, რა თავისუფლებაზეა საუბარი და რა იგულისხმება რეალურად ამ ყველაფრის მიღმა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იდეოლოგია ცდილობს, ადამიანი აქციოს რეფლექსებზე დამოკიდებულ უსულო საგნად, რომელიც იქნება მხოლოდ ტოტალური მომხმარებელი. წინა პლანზე გამოდის: “მე მინდა”, “მე მსურს”, მთავარიამე”, ანუ აქ არის ეგოცენტრიზმის გამომხატველი ფილოსოფიური დოქტრინა, რომელიც მოქმედებს სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება აბორტების თემა, ევთანაზია, ნარკომანიის პროპაგანდა თუ სხვ. აი, ამ საშუალებებით უპირისპირებენ ისინი შვილებს მშობლებს, მერე ეს დაპირისპირება პიკს აღწევს და ბოლოს ვიღებთ იმ რეალობას, რომ მშობელი, ფაქტობრივად, ეთიშება შვილის აღზრდის პროცესს. ამის შემდეგ მოზარდის ცნობიერება მთლიანად გადადის მათ ხელში და ბავშვის აზროვნება თავიდან ბოლომდე ყალიბდება მათ მიერ ნაკარნახევი “ლიბერალური” იდეოლოგიის პრინციპებით…

_ როგორ შეიძლება დაუპირისპირდეს ამ პროცესს ქართველი საზოგადოება და ხომ არ ფიქრობთ, რომ ეკლესიაც უფრო აქტიურად უნდა იყოს ამ ყველაფერში ჩართული?

_ ამ გლობალისტური პროცესების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტიანი და უტყუარი ფორმულა არის საზოგადოების კონსოლიდაცია, ვინაიდან ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე ყოველთვის ვიქნებით უმცირესობაში. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის გარკვეული კანონზომიერება. არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სიმართლის მხარეს ბევრი დადგება. პირიქით, უმრავლესობა, სამწუხაროდ, დინებას მიჰყვება და ეს ყოველთვის ასეა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ამ უმრავლესობიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადმოვიდეს უმცირესობის კონსოლიდირებულ ჯგუფში და ამ პირობებში უნდა შეიქმნას ეროვნული ინტერესის გამომხატველი თეზისები. აი, ამ თეზისებს უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ეს უნდა იყოს საბოლოო სიგნალი იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა პოლიტიკურმა პარტიამაც, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მას მხარი დაუჭიროს. ეს არის, ჩემი აზრით, საზოგადოების კონსოლიდაციისთვის საჭირო ზეპარტიული ამოცანა და ეს იქნება ის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომლითაც შევძლებთ, თავი დავაღწიოთ განსაცდელს. სხვანაირად იმ გლობალისტური ძალების დამარცხება შეუძლებელი მგონია, რადგან, ბრძოლა, როგორც გითხარით, არის უთანასწორო. ჯერ მხოლოდ საქართველოში მოქმედი “არასამთავრობო ორგანიზაციების” დაფინანსება რომ ნახოთ, შეიძლება ვერ დაიჯეროთ, რა კოლოსალურ თანხებზეა საუბარი… ეს თანხები რამდენჯერმე აღემატება საქართველოს ნებისმიერი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს…

_ საზოგადოების კონსოლიდაცია ახსენეთ, კონკრეტულად რაში უნდა გამოიხატოს ეს: საპროტესტო გამოსვლებში, დაუმორჩილებლობაში, რევოლუციაში თუ, უბრალოდ, მშვიდობიან პოლიტიკურ ნებაში არჩევნებისას?

_ საზოგადოებას, ხალხს, აქვს კონსტიტუციური უფლებები და ამ უფლებების დასაცავად მრავალი საშუალება არსებობს, თუმცა დღეს, როგორც ჩანს, სხვა გზა არ არის… მარშით გავიარეთ 10 ათასმა კაცმა და “ნეოლიბერალებმა” წამსვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე საპასუხო “მარში” მოეწყოთ. შემდეგ რაც მოხდა და რა ძალდობრივად გრძელდება მათი მხრიდან ეს ყველაფერი, ვხედავთ… ბუნებრივია, ლიბერალების რაოდენობა არ მცირდება ამ ქვეყანაში, პირიქით _ იმატებს, მაგრამ ამის არ უნდა შეგვეშინდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: ჩვენი საქმე არის მართალი საქმე და ვემსახურებით სიმართლეს; ჩვენ ვიცავთ შვილებს და, მადლობა უფალს, ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი დგას ზნეობის დაცვის სადარაჯოზე. აი, ეს მაძლევს იმის ურყევ რწმენას, რომ, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში ეროვნული ძალები გაიმარჯვებენ… აუცილებლად გამოვალთ კიდევ ქუჩაში საპროტესტო აქციებით, მოვაწყობთ მსვლელობებს და ამას წინ ვერაფერი აღუდგება. რა წინააღმდეგობაც უნდა იყოს და რა ფორმითაც უნდა შეგვიშალონ ხელი, იქნება ეს დარბევა-დაკავება თუ სხვა რამ, პროცესს, რომელიც დაწყებულია, ვერ შეაჩერებენ. საქართველოში ნეოლიბერალური ტერორი აუცილებლად დამთავრდება და ამას ვერანაირი გრანტი, ვერანაირი დაფინანსება თუ პოლიტიკური დივიდენდები გარკვეული დასავლური ძალებისგან, ხელს ვერ შეუშლის…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. საშინლად განვიცდი საქართველოში ასეთი ტრადიციების ქვეყანაში ასეთი მართლაც არაქართული თემების წინ წამოწევას!!! მადლობა უფალს რომ არსებობს თქვენისთანა გაზეთი,არსებობს ლევან ვასაძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე და მათნაირი პატრიოტი ქართველები! არსებობს საპროტესტო აქციები ნამდვილი ქართველებისა!ბოლოს და ბოლოს ასეთი ხალხი მოერევა ალბათ ამ საშინელ სატანისტურ პერიოდს!! ხანდახან ვფიქრობ სტალინიც მართალი იყო!

  2. ბატონო დიმიტრი რატომ არ გაერთიანდებით და ეროვნულები არ წამოაყენებთ პტეზიდენტობის ისეთ კანდიდატს,ვინც ქვეყნის ინტერესებს დაიცავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here