Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: პოლიტიკურმა ავანტიურამ ერთგვარი კატალიზატორის როლი შეიძლება შეასრულოს საქართველოში გეოპოლიტიკური პრიორიტეტების...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: პოლიტიკურმა ავანტიურამ ერთგვარი კატალიზატორის როლი შეიძლება შეასრულოს საქართველოში გეოპოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებებისთვის

520

პარლამენტზე შტურმის მომწყობ ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებით შეშფოთებულიდემოკრატიულიდასავლეთი ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებს. ევროპარლამენტარები თუ ამერიკელი სენატორები და დიპლომატებიოცნებასერთხმად მოუწოდებენ, დამნაშავე დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. მეტიც, მშენებარე ქართულ დემოკრატიაზე მზრუნველი ზოგიერთიპარტნიორიამბობს, რომ ნიკანორ მელია, როგორც კრემლიდან მართული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი, გმირია. რამდენიმე მათგანი კი უკვე შეშფოთებისკლასიკურფორმებს გასცდა და მმართველ გუნდზე საერთაშორისო ზეწოლის ამოქმედებაზეც ლაპარაკობს (საუბარია სანქციებზე, რომელთა ამოქმედებაც, აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ მელია თუ არ გათავისუფლდება, უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს).

პირდაპირ ითქვა, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუწესდეს. აი, რა განაცხადა 26 თებერვალს ამერიკის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კრის სოჩამ ონლაინვებინარზე: “სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარეობს განხილვა სანქციების დაწესების შესახებ. არსებობს ორი ვარიანტი: პირველი _ სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებიდან ერთ-ერთია აშშ-ის ტერიტორიაზე მყოფი ანგარიშების გაყინვა, რომელიც, შესაძლოა, ფინანსთა დეპარტამენტმა სხვა სამინისტროებთან ერთად განიხილოს; მეორე _ შეზღუდვა მოგზაურობაზე. თუ თვითონ ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მას ჰყავს შვილები, რომლებიც იმოგზაურებენ. საუბარია იმაზე, უნდა მოუხსნან თუ არა მის შვილებს აშშ-ში მოგზაურობისა და განათლების მიღების უფლება. ვფიქრობ, რომ ეს მას (ივანიშვილს) უნდა აღელვებდეს”. სოჩას შეფასებით, სანქციები მხოლოდ ივანიშვილს არ უნდა დაუწესდეს, შეზღუდვები ყველა იმ სუბიექტებზე უნდა გავრცელდეს, რომლებიც “პოლიტიკურად მოტივირებულ” საქმეებში არიან ჩართულები…

რა მიზანს ემსახურება დასავლეთის წნეხი, რომელიც დიპლომატიისა და დემოკრატიის საზღვრებს სცდება, და არის თუ არა მზად ხელისუფლება, ამ წნეხს გაუძლოს, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, მელიას დაკავებით შეშფოთებულიდემოკრატიულიდასავლეთი უკვე დაუფარავად ემუქრება ხელისუფლებას, რომ, თუ დამნაშავეს არ გაათავისუფლებს, სანქციები გარდაუვალია. საუბარია არა მხოლოდ კონკრეტული სუბიექტებისთვის სანქციების დაწესებაზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც

_ უწინარესად, ვირტყვი, რომ ეს პროცესები _ ოპოზიციის მიერ გამოცხადებულიუკომპრომისობრძოლაუსამართლობასთან,” მათი ვითომ დევნა და შემდეგ უკვე დასავლელიკეთილისმსურველებისგანცხადებები საქართველოს უკანდახევაზე ევროატლანტიკური ოჯახიდან _ არის სამარცხვინო პოლიტიკური მასკარადი. ეს არის ბინძური თამაში სულ სხვა მიზნებისთვის და არავითარ შემთხვევაში იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია გადარჩეს. ქართული დემოკრატია მათ მაშინ დაასამარეს, როცა ქართულ მართლმსაჯულებას პატივი აჰყარეს და სააკაშვილის კრიმინალური ბანდისთვის სრული ხელშეუხებლობა უზრუნველყვეს.

რაც შეეხება განცხადებას ივანიშვილისა და მისი ოჯახისთვის გარკვეული სანქციების დაწესების თაობაზე, დავიწყოთ იმით, რომ ამის განმცხადებელი კრის სოჩა არ არის პოლიტიკოსი, ის სტაფის წარმომადგენელია, მუშაობს სენატში და პოლიტიკის განსაზღვრის საკითხებში ავტორიტეტი არ გააჩნია. ახლა მეორე _ ის არის ადამიანი, რომლის განცხადების პოლიტიკური მნიშვნელობაც ქართულ სამთავიან მედიაჰიდრას _ “მთავარს”, “ტვ პირველსადაფორულას” _ ხელოვნურად აქვს წამოწეული, რათა ასე უფრო მეტი ექსპრესიულობა, უფრო მეტი შთამბეჭდაობა შესძინოს ხელისუფლებაზე განხორციელებულ წნეხს

_ რეალურად რა ხდება?

_ რეალურად ხდება ის, რომ “ლიბერალური” მედიის მიერ გმირად გამოცხადებულმა ნიკანორ მელიამ თვითონ აირჩია ხვედრი, ვინაიდან კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ერთი აღკვეთის ღონისძიების ფორმა მიუღებელია ბრალდებულისთვის და ის ეწინააღმდეგება კანონის აღსრულებას. ეს არის რეალური მოცემულობა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა პოლიტიკური პარტიის ლიდერის მიერ შეგნებულად ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ ბუნებაზე ისაუბრონ, იმოწმებენ კრის სოჩასეს არის ჩვეულებრივი მედიაავანტიურა. სხვათა შორის, ამ პერმანენტულმა პოლიტიკურმა ავანტიურამ ახლო მომავალში ერთგვარი კატალიზატორის როლი საქართველოში გეოპოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილების მიმართ მართლა შეიძლება შეასრულოს, ანუ ინდივიდუალური სანქცირება იმ პირებისა, რომლებიც სათავეში არიან, აუცილებლად გამოიწვევს შესაბამის უკურეაქციას ნიუტონის მესამე კანონის თანახმად. თავდაცვითი უკურეაქციაც შეიძლება იყოს ზუსტად ისეთი, როგორი ავანტიურაც არის ამ შემთხვევაში ჩაფიქრებული… რაც შეეხება ოპოზიციის “პრინციპულობასა” და იმას, რომ ცოცხალი თავით არ სურთ კონსტუქციული დიალოგი, დასავლეთში უკვე კინზინგერიც კი გაკვირვებულია, რატომ არ შედიან ისინი პარლამენტში. ხელისუფლების გზავნილია ის, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც დეტალურად შეისწავლის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და, თუ დადასტურდა, რომ არჩევნები გაყალბდა 1%-ზე მეტით, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ეს უკვე არის ის შეთავაზება, რომელზეც კელი დეგნანიც კი ხმას ვერ ამოიღებს

_ დავუბრუნდეთ ისევ მელიას. მან, ფაქტობრივად, შექნა ასეთი პარადოქსული მდგომარეობა: კაცს ეუბნებიან, გადაიხადე გირაო და გამოდიო, მაგრამ არ გამოდის. აქედან რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს?

_ გეთანხმებით, მელიამ კომიკურ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. კაცი, ფაქტობრივად, თავისუფალია, ხვალვე შეუძლია, შინ წავიდეს და არ მიდის. კიდევ ვიმეორებ: დღეს ოპოზიციას ხელიდან აქვს გამოცლილი საფუძველი, რომლის გამოც შეუძლია, უარი თქვას პარლამენტში შესვლაზე. აი, ზუსტად ეს არის მიზეზი იმისა, რომ სანქციებზე განცხადებებს აკეთებენ არა უმაღლესი თანამდებობის პირები სენატიდან, არამედ კრის სოჩა. რაც შეეხება შეკითხვას გამოსავალზე, ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: მორალურადაც, სამართლებრივადაც და, რაც მთავარია, პოლიტიკურად “ნაციონალური მოძრაობა” გაკოტრებულია. შესაბამისად, არც ნიკა მელიას ჩეგევარობისა სჯერა ვინმეს და არც სხვა რამის. სხვათა შორის, მელიას რომ ვუყურებ, ქართული მხატვრული ფილმიქვევრიმახსენდება: როგორ მოხვდი მანდაო და ბავშობიდან აქა ვზივაროაი, ასეთ კარიკატურამდე დავიდა უკვე “ნაციონალური მოძრაობის” სახე თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში და ნიკანორ მელია, როგორც არშემდგარი ნელსონ მანდელა…

_ მიუხედავად ყველაფრისა, დღეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მაინც არსებობს შიში, რომნაციონალური მოძრაობაშეიძლება დაბრუნდეს. რას ფიქრობთ ამაზე?

_ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა თვითონაც კარგად იციან, რომ იდეაში მათი დაბრუნების ერთადერთი გზა არის სახელმწიფო გადატრიალება. ამას, უწინარესად, სჭირდება საზოგადოების ფართო მხარდაჭერა… ამ დღეებში ჩვენ ვნახეთ აქცია რუსთაველის გამზირზე, სადაც 20-25 ლარად ჩამოყვანილი მოქალაქეები იდგნენ, თუმცა ისეთი დემოტივირებული იყო ეს ხალხი, რომ “გაუმარჯოს” დაძახებაც ეზარებოდათ. სხვათა შორის, ძალიან იმედოვნებდნენ “ნაცმოძრაობის” ლიდერები, რომ აქციაზე ნიკანორ მელიას მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვის შემდეგ ადამიანებს გულს აუჩუყებდნენ და ცრემლს დააღვრევინებდნენ, მაგრამ ტაშიც კი არავინ დაუკრა. ეს ყველაფერი ნიშნავს ერთადერთ რამეს: პროექტი ნიკანორ მელიასა და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური პროცესების ავანგარდში დაყენებაზე ჩაფლავდა.

_ 28 თებერვალს ქუთაისში გამართულ მრავალათასიან აქციაზეც შეგეკითხებით. პრაქტიკულად, მთელი საქართველო ფეხზე დგას რიონის ხეობის გადასარჩენად, თუმცა არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია ყურს არ იბერტყავენ

_ მინდა, ხაზი გავუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას. აქცია იმით იყო გამორჩეული, რომ არც ერთ პოლიტიკოსს მასში მონაწილეობა არ მიუღია. ეს იყო სრულიად ქართველი საზოგადოების კონსოლიდაციის ტრიუმფი, თუმცა ამ ყველაფრის გამოყენება გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმაც სცადეს. სხვათა შორის, სააკაშვილმა წამსვე გააკეთა განცხადება, რომ თურმე ის ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა გიგანტურ ჰესებს… მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ექსკლუზიურად თქვენს გაზეთს მივაწოდო ინფორმაცია მთავრობის განკარგულების შესახებ, რომელიც ახლახან ხელში ჩამივარდა. საუბარია განკარგულება #187-ზე, რომელიც მიღებულია 2007 წლის 7 აპრილს. აი, ზუსტად ამ განკარგულებიდან იწყება ნამოხვანჰესის აშენებაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა და, თუ აღმოსავლეთ საქართველოში შეძლო სააკაშვილმა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ამოყვანა ჩიჩხიტურის თხემამდე, დასავლეთ საქართველოში თურქული კომპანია შემოიყვანა.

ცნობისთვის: განკარგულებას ხელს აწერს იმდროინდელი პრემიერმინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. 2007 წლის 24 დეკემბერს იწერება მეორე განკარგულება, რომლის ნომერია 824 და მას ხელს აწერს პრემიერმინისტრი ვლადიმერ გურგენიძე. შემიძლია მოგაწოდოთ ეს დოკუმენტი და, თუ თქვენი სურვილი იქნება, გამოაქვეყნეთ; 2008 წლის 30 ივლისს კი მიღებულიქნა მესამე განკარგულება #480, რომელიც ეხება ნამოხვან ჰესის კასკადის ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტის მიმდინარეობას. ხვდებით, რაზეა საუბარი? ეს ხდება 2008 წლის აგვისტოს ომამდე შემდეგ, 2009 წლის 24 ნოემბერს, გამოიცა მთავრობის განკარგულება #901, რომელიც ნამოხვანჰესის კასკადის მშენებლობის ურთიერთგაგების მემორანდუმს უკავშირდება რამდენიმე კომპანიასთან და მას ხელს აწერს პრემიერმინისტრი ნიკა გილაური. აი, ამის შემდეგაა უკვე ბატონი კვირიკაშვილის 2016 წლის 15 აპრილის განკარგულება და ბოლოს უკვე გახარიას მიერ მიღებული დოკუმენტი. ახლა ამ ყველაფერს რატომ ვყვები, ხუთი პრემიერის ხელში გამოვლილი საქმეა ეს და მათგან სამი ნაციონალების მმართველობისდროინდელი პრემიერმინისტრია. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკის არსებობის პირობებში ისინი პირდაპირ ექვემდებარებოდნენ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებებს. რა თქმა უნდა, სააკაშვილის პირდაპირი პასუხისმგებლობაა ამ მოღალატეობრივ გარიგებაში, ამიტომ, თუ დღეს საუბარია გახარიას პასუხისმგებლობაზე კვირიკაშვილთან ერთად, ცხადია, უნდა ვისაუბროთ სააკაშვილის მიერ გაფორმებულ მზაკვრულ გარიგებაზეც. მაგრამ ერთია ბრალდებები და მეორე _ რეალური შედეგი… დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი, ადრე თუ გვიან, ამ ყველაფრისთვის პასუხს აგებს საქართველოს მოსახლეობის წინაშე და დაისჯება არა მხოლოდ პოლიტიკურად, სისხლისსამართლებრივი თვალსაზრისითაც…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here