Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: მოსახლეობის 60-70 პროცენტი რომ აფეთქდება და ქუჩაში გამოვა, რევოლუციას მაშინ...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: მოსახლეობის 60-70 პროცენტი რომ აფეთქდება და ქუჩაში გამოვა, რევოლუციას მაშინ ნახავენ

7237
დიმიტრი ლორთქიფანიძე

თუ საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენნაცმოძრაობასდაბრუნება უწერია, უფლებამოსილნი ვიქნებით, წამოვიწყოთ სახალხო აჯანყება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინის ამას წინანდელ განცხადებას ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე ქართული პოლიტიკური სპექტრის მწვავე რეაქცია მოჰყვა. შეშფოთებულმა და განრისხებულგაღიზიანებულმა (22-პარტიანმა) ოპოზიციამ (როგორც ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებულმამტკიცე პოლიტიკურმა მონოლითმა”) ამჯერადაც სრული ერთსულოვნება გამოავლინა.

კერძოდ, ბევრი ითქვა და დაიწერა, რომ თურმე ლავროვის საქართველოში ჩამოსვლა (ან ნებისმიერი სხვა რუსი დიპლომატის, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვს დარღვეული) ქვეყნის კონსტიტუციის ხელყოფა იქნება. მეტიც, იყო მინიშნება იმის თაობაზეც, რომ ეს, დიდი ალბათობით, სერიოზულ საზოგადოებრივ მღელვარებას გამოიწვევს, რაც შესაძლოა, უმართავ პროცესებში გადაიზარდოს და საბოლოოდ ქვეყნისთვის უდიდესი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. იყვნენ ისეთებიც, რომელთა რეაქციაც ჩვეულებრივ “ურალიბერალურ” შეშფოთებას გასცდა და რომლებიც “ოცნების” მისამართით პირდაპირ, დაუფარავ მუქარაზე გადავიდნენ. მაგალითად, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ, თუ თბილისში ლავროვი ჩამოვა, ივანიშვილს და მთლიანად მთავრობას ლავროვის თვითმფრინავით მოუწევთ გაქცევა. მერე და მერე ამ ანტირუსულ ისტერიკაში ნაცებისა თუ ევრონაცების პარტიული აქტივიც ჩაერთო. სოციალური ქსელები მუქარამ და “დაპირებებმა” მოიცვა, რომ, თუ ეს ვიზიტი შედგება და ხელისუფლება ამას დაუშვებს, “გავრილოვის ღამე” მონაგონი იქნება…

რატომ არის დღეს ოპოზიციური სპექტრისთვის, განსაკუთრებით _ დასავლეთიდან მართული პოლიტიკური ძალებისთვის, რუსეთთან დიალოგის გამართვის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი; რა აინტერესებთ მათ რეალურად და რა შეიძლება მოჰყვეს საქართველოში ლავროვის ვიზიტს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, “ნაცმოძრაობისწარმომადგენლები უკვე დაუფარავად იმუქრებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში რუსეთის დელეგაცია ჩამოვა, ხელისუფლება რევოლუციას მიიღებს. რატომ არის ამ ადამიანებისთვის ასე გამაღიზიანებელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი და რა საფრთხეები შეიძლება მათ შექმნან? ერთხელ უკვე ვიხილეთ პროვოკაცია სახელწოდებითგავრილოვის ღამე”.

_ უწინარესად, მინდა, ყურადღება გავამახვილო ხელისუფლების არასწორ და შეუსაბამო მიდგომაზე საკითხისადმი, რომელიც, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია ამ ვითომ ოპოზიციის მიერ ატეხილ ანტისახელმწიფოებრივ ისტერიკაში. გამომდინარე იქიდან, რომ მმართველი გუნდი, პრაქტიკულად, არაფერს აკეთებს საზოგადოების ინფორმირებისთვის საერთაშორისო პოლიტიკური ინსტიტუტების გავლენის მნიშვნელობაზე, მაგალითად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე და ა.შ., ისეთი დესტრუქციული ძალები, როგორებიც არიან ნაცები და ევრონაცები, აქტიურად განაგრძობენ მოსახლეობის დეზინფორმირებას. განსაკუთრებით ეს ეხება რეგიონების მოსახლეობას და, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის ის, რომ ყოველთვის, როცა ეს ძალები საუბრობენ რაღაც პოლიტიკურ აქტივობაზე, მაგალითად, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაზე, აქცენტს აკეთებენ სწორედ ცენტრიდან შორს მყოფ ადამიანებზე _ საზოგადოების იმ სეგმენტზე, რომელსაც ამ პროცესებზე ობიექტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ნაკლები აქვს. რაც შეეხება მუქარას, რომ, თუ ლავროვი ჩამოვა, ეს იქნება საქართველოს შეურაცხყოფა, რასაც, თურმე, ხალხი არ მოითმენს, მინდა, საზოგადოებას შევახსენო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც არ გახმაურებულა. 2016 წელს, როდესაც საქართველოს ეუთოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსული დელეგაცია ეწვია, მას ხელმძღვანელობდა ლეონიდ სლუცკი. სლუცკის, ისევე, როგორც იმ რუს დეპუტატებს, რომელთა შემოსვლის შემთხვევაში ზოგიერთები დღეს კბილებს ილესავენ, დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მაგრამ არც ნაცებსა და არც სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს მაშინ ამაზე ხმა არ ამოუღიათ. იცით, რატომ?

_ რატომ?

_ იმიტომ რომ იმ წელს გიგი წერეთელი უნდა აერჩიათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად… ახლა გავიხსენოთ კიდევ უფრო შორეული წარსული: 2008 წლის 20 იანვარს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას ესწრებოდა სერგეი ლავროვი, რომელიც გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში დაიბადა და ამ ქალაქთან წარსული აკავშირებს, ინაუგურაციის შემდეგ გაასეირნეს ძველი თბილისის უბნებში. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ 2003 წელს, იმ ავადსახსენებელი “ვარდების რევოლუციის” პერიოდში, მთავარი შუამავალი და მომრიგებელი სააკაშვილისა შევარდნაძესთან იყო ივანოვი

_ ეს ყველაფერი რაზე მეტყველებს?

_ ერთადერთ რამეზე და, მგონი, ამას საზოგადოება კარგად ხვდება _ არანაირი ოკუპაცია, არანაირი ტერიტორიული პრობლემები ნაცებისთვის და ევრონაცებისთვის არ არის რუსეთთან დიალოგის მიუღებლობის მიზეზი. მათ თავიანთი, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე თუ დასჭირდებათ, ნებისმიერს დაელაპარაკებიან. რაც შეეხება, კონკრეტულად, მაისში დაგეგმილ მინისტერიალს, ვფიქრობ, რომ დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონცეფცია პირდაპირ გადის ქართულრუსული მოლაპარაკებების შესაძლებლობებზე, ეს მინისტერიალი მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული კრემლთან პირდაპირი დიალოგისთვის გარკვეული წინაპირობების შესაქმნელად.

_ ოპოზიცია იმუქრება, რომგავრილოვის ღამემონაგონი იქნება, თუ რუსულ დელეგაციას შემოუშვებენ.

_ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ, თუ ესენი კიდევ რაღაც ბინძური პროვოკაციებით შეეცდებიან, ქვეყანას ამ მინისტერიალის ჩატარების შესაძლებლობა დააკარგვინონ, პირადად ჩავუდგები სათავეში კონტრაქციას მათ წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

მინდა, ხაზი გავუსვა კიდევ ერთ რამეს: დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში რევოლუციური ატმოსფეროა და ეს ვითომ 22 პარტიისგან შემდგარი ოპოზიცია რაღაცას მოაწყობს. ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: თუ ამ ქვეყნის სათავეში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენ ბანდასნაცმოძრაობისსახით მის განაყოფებსა და შენაერთებთან ერთად, დაბრუნება უწერია, მაშინ ჩვენ, ქართველი ხალხი, უფლებამოსილნი ვიქნებით, წამოვიწყოთ საყოველთაო სახალხო აჯანყება. ოღონდ აჯანყება არა მხოლოდ ამ ბნელი ძალების, მათი შემფარებელი და შემწყნარებელი ხელისუფლების წინააღმდეგაც

_ ხედავთ დღეს იმის საფრთხეს, რომ ეს ძალები დაბრუნდებიან ქვეყნის სათავეში?

_ სამწუხაროდ, ვხედავ და ამაზე სულ უფრო მეტი გარემოება მეტყველებს. აგერ, მაგალითად, ბატონმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: დასავლეთი გვაიძულებს, ხელით ვათრიოთ ოპოზიციაო. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, პრაქტიკულად, თავს ახვევენ ახალ კოაბიტაციას. თუ, თავის მხრივ, “ქართული ოცნებაცმზად არის, ეს ტვირთი აწიოს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, როგორც ეს უკვე ერთხელ გააკეთა, მაშინ ხალხი ამას აღარ მოითმენს. თუ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება გახდება უკიდურესად საშიში და საშიშში მე ვგულისხმობ “ნაცმოძრაობის” მობრუნების საფრთხეს, საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის თანახმად, ხალხს უფლება აქვს, მიმართოს საკუთარი ნების გამოვლინების სამართლებრივ ფორმას _ აჯანყებას. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და, რაც არ გამიკეთებია ცხოვრებაში, იმას გავაკეთებ _ ჩავუდგები აჯანყებას სათავეში…

_ მაგრამ დღეს საზოგადოება საკმაოდ ინერტულია. რატომ?

_ საზოგადოების ინერტულობა არ ნიშნავს, რომ ხალხს ქვეყანა ფეხებზე ჰკიდია, საზოგადოება, უბრალოდ, უნდობლად არის განწყობილი ყველას მიმართ, მაგრამ ამ ინერტულობის მიღმა ნამდვილად არის უზარმაზარი პროტესტი, რომელიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ამოხეთქავს. თუ საზღვარგარეთ გაქცეული მიხეილ სააკაშვილი, თავის კრიმინალურ გარემოცვასთან ერთად, ბოკერიების, ადეიშვილების, რამიშვილების, ახალაიებისა და სისხლის სამართლის დამნაშავეებთან ერთად, შეეცდება, ისტორიის ჩარხი უკან დააბრუნოს, მაშინ ქართველი ხალხი ამ ისტორიის ჩარხს წაღმა დაატრიალებს. აი, ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია და არა ის, რაც 22 პარტიისგან შემდგარმა ვითომ ოპოზიციამ დააანონსა. მათ რევოლუციის მოწყობა რომ შეეძლოთ, აქამდე ცხრაჯერ გადაატრიალებდნენ ქვეყანას, მაგრამ, ხომ ხედავთ, 50 კაცზე მეტი ვერ გამოჰყავთ.

_ რეალური პრობლემა მათთვის ის არის, რომ ხალხის გამოყვანას ვერ ახერხებენ?

_ რა თქმა უნდა. საერთოდ, ნებისმიერ რევოლუციურ სცენარში მთავარი აქტორი ხალხია. რაც შეეხება ფინანსებს, უკრაინაში, მაგალითად, 5 მილიარდი დოლარი დაუჯდათ ევრომაიდანი, მაგრამ იქ საზოგადოებაც შესაბამისად იყო დამუშავებული. საქართველოში ჯერჯერობით ამხელა თანხას არავინ დებს, იმიტომ, რომ ჩვენ ეს კინო უკვე ვნახეთ და იციან, მსგავს პოლიტიკურ პროცესებზე იმუნიტეტი გვაქვს

_ დავუბრუნდეთ ისევ ევროსაბჭოს მინისტერიალს. ვთქვათ, ჩამოვიდა რუსული დელეგაცია და ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, რა შესაძლებლობებს ქმნის ჩვენთვის ეს ყველაფერი?

_ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ერთი და ორი შეხვედრით რამე მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდება ურთიერთობაში, მაგრამ მთავარი აქ სხვა რამეა. მთავარია პოლიტიკური მიდგომა და პრინციპები _ პრობლემა სადაც არის, ზუსტად იქ ეძებო გამოსავალი. სხვა დანარჩენი უკვე პროცესია და ამ პროცესში გაჩნდება პერსპექტივა. ისე, სიმართლე გითხრათ, იმედი არ მაქვს და ამას ნამდვილად არ ვამბობ ნიშნის მოგებით, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საკითხისადმი მსგავსი მიდგომები იქნება. დღევანდელ ხელისუფლებაში სჭარბობენ ძალები, რომლებსაც ნაცები და ევრონაცები კარნახობენ დღის წესრიგს. რაც შეეხება რევოლუციას, რომელზეც ძალიან ბევრი კბილებს ილესავს, ინერტული მოსახლეობის 60-70% რომ აფეთქდება და ქუჩაში გამოვა, რევოლუციას მაშინ ნახავენ; მაშინ ნახავენ, როგორ წალეკავს საერთო სახალხო მღელვარება და ნამდვილი ადამიანური რისხვა ამ ბოროტ ძალებს. სხვა ვერაფერი და ვერანაირი პროცესი მათ ვერ შეაჩერებს. მათ ზუსტად ხალხის განაჩენი და საყოველთაო სახალხო მღელვარების შედეგად მოწყობილი პოლიტიკური ლინჩის წესი სჭირდებათ

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

12 COMMENTS

  1. ბ–ნო დიმიტრი, უღრმესი პატივისცემით, მოდით საქმეს ნუ მივიყვანთ საერთო სახალხო აჯანყებამდე. იქნებ მოუწოდოთ “პატრიოტთა ალიანსის” ხელმძღვანელობას მიიწვიონ და გვრდში დაიყენონ ეროვნულად მოაზროვნე და ერთნაირი ხედვების მქონე ძალები, გარანტირებულად გაიმარჯვონ საპარლამენტო არჩევნებში და ჩამოაყალიბონ ქართული ინტერესების გამტარებელი დამოუკიდებელი მთავრობა.

    • და “პატრიოტთა ალიანსი” ბრმაა? ვერ ხედავს რა ხდება ამ ქვეყანაში? თუ მათი უსაგნო “საპროტესტო აქციები” შველის საქმეს?
      მოირგეს გარკვეული როლი და არ ცდებიან სცენარს

    • სწორი და სამართლიანი იქნებოდა ამის გაკეთება, რადგან ერთიანი პლატფორმა და ტექნიკური რეგლამენტაციის პრაქტიკული განხორციელება, მხოლოდ ინსტიტუციურად ჩამოყალიბებულ, რეგიონული სტრუქტურების მქონე საპარლამენტო პარტიას გააჩნია, როგორც ბაზისი და შესაბამისად, ზედნაშენი ძალიან სწრაფად ჰპოვებს განვითარებას! მადლობა!)

  2. ანუ, სამოქალაქო ომს იწყებთ. იცით ალბათ 2018-ის შედეგით ამ ორ პარტიას რამდენი უჭერ მხარს. თუ აჯანყდით ცხადია მათთან ბრძოლა მოგიწევთ . ცოტანი არ არიან. იარაღი დაგჭირდებათ. სად აპირებთ შეძენას? ისე, რუსეთი უფასოდაც მოგამარაგებთ, პრობლემა არ იქნება. ხო ხო ხო, რა ბათქი ატყდება. თუ კარგად იბრძოლებთ, წინა სამოქალაქო ომის შედეგებს გადაასწრებთ, მეტი მსხვერპლი იქნება. ქართველებთა ბრძოლაში თქვენ (პირადად) გაიმარჯვებთ და ტკბილად და თბილად იცხოვრებთ სიგუასავით ხანგრძლივად. მერე თქვენც მოკვდებით (ცას ვერ გამოეკერებით, უფლის ნებაა), მაგრამ ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩაიწერება თქვენი გვარი სიგუა-კიტოვან-ჯაბას გვერდით. პ.ს. დავით აღმაშენებლის რეფორმებმა ჯალათის მკლავზე გადაიარა, ამიტომ მას ვერ იტანდნენ მისი თანადროულები, მოკვლასაც კი უპირებდნენ. მაგრამ ის დაზარალებულ-განაწყენებული უამრავი ხალხი არ ახსოვს ისტორიას, მათ რაოდენობასაც არ იხსენიებს. მარადისობას მტყუან-მართლის შეფასების თავისი კრიტერიუმები აქვს, რაც თქვენსასთან აშკარად აცდენაშია. სხვა გზა არ გაქვთ, აჯანყება უნდა მოაწყოთ, ებრძოლოთ სხვაგვარად მოაზროვნე .ქართველ ხალხს. აბა შენ იცი

    ·

    • საკუთარ ფანტაზიებში აიხლართეთ, თუ ატყობთ და საერთოდ აცდით თემას! კარგად უნდა წაიკითხოთ, რომ აზრი გამოიტანოთ და თუ ეს არ გსურთ, მაშინ თქვენი ადგილიც მათთანაა, ვინც ქვეყანას სოციალური რეფორმების ლაბორატორიად აცხადებდა, ადამიანებს შუა რუსთაველზე ხოცავდა, დავით გარეჯს, კოდორსა და ფრონე-ლიახვის ხეობებს ჰყიდდა, წაგებული ომიდან ერთ კვირაში ენგურ ჰესს უფორმებდა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ოკუპანტს მწვანე შუქს უნთებდა, ნულოვან ტოლერანტობას აცხადებდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მიზნით, ციხეში გარდაცვლილებზე საავადმყოფო ეპიკრიზებს წერდა, კაცებს აუპატიურებდა და ნაწამები ხალხის ჩვენებებით საარაკო მითებს თხზავდა!.. ამას, ყველაფერს დანაშაული ეწოდება ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ და მათი ჩამდენებიც და მათი გულშემატკივარნიც ამ ქვეყანაზე ვერ გაიხარებენ. თუ ეს ერთხელ უკვე მოხდა კოჰაბიტაციის იძულების ქვეშ, აწი უკვე სიტყვა ხალხზეა, იმ 60% ამომრჩეველზე რომელმაც ზურგი აქცია არჩევნებს და სრული უნდობლობა გამოუცხადა სიყალბეს! დაფიქრდით, სანამ პირობითი რეფლექსი გძლევთ სათქმელზე!

  3. რატომ არ იღებთ ხმას ეროვნული ძალები , საზ. მაუწყებელზე ? ერის სახელით , რომ გვმოძღვრავს ყველა ,
    და ერს რომ ხმის ამოღებას უკრძალავენ , რატომ გაურბიხართ ამ თემას ?! რევოლუციით , რომ იმუქრები
    ტელევიზიის გარეშე როგორ აპირებთ ?!
    მხილება არაა საკმარისი პოლიტიკოსისთვის !
    გამოსავალი უნდა მოძებნოთ , რეალურ გამოსავალზე საზ. მაუწყებელი დაუბრუნდეს საზოგადოებას , ყველა ვაურბიხართ საუბარს . ხმისუფლება ჩამორთმეული და ღირსება აყრილი ერი ვეღარ დაიცავს სამშობლოს !!!

  4. ბატონო დიმიტრი! გადავიკითხე გულდასმით და მივედი იმ დასკვნამდე? ელაპარაკე რეგვენსო ცერცვი აყარე კედელსო? აქედან გამომდინარე ის,რაც კობახიძემ გააჟღერა დაასახელოს ვისი დავალება მიიღო ხელისუფლებამ? კობახიძე თუ საზოგადოებას არ დაუსახელებს კონგრესიდან თუ ევროპალამენტიდან ამ ბრძანების გამცემს, ჩდება ეჭვი, რომ ხელისუფლებას ქოცები გადააბარებენ ნაცებს მანამდე კომედიური როლებით არიან დაკავებული.ჩვენ ვიწყებთ სახალხო აჯანყებისათვის მზადებას ეს უბედურება კიდევ, რომ არ დაატყდეს ქართველ ხალხს ნაცსორობანდის მოსვლით? მერე წამოწყება და ხალხის შეგროვება გვიანი იქნება? თუ ნაცები მოჯდნენ სხვა ქვეყნის სპეცნაზი მზად ეყოლებათ ჩვენ გასანადგურებლად, როგორც ეს წარსულში ვიხილეთ, მათ მიერ დასახიჩრებული მომიტინგეები. დაფიქრდით ყველა ქართველი ამ უბედურების მოსვლის ირგვლივ.

  5. Soso Natroshvili დიმიტრი, იქნებ ამიხსნა რით განსხვავდება ნაცი და ქოცი?
    თუ კრიმინალების დაწინაურებით, სასამართლოს, პოლიციის, პროკურატურის, პარლამენტის, საჯარო სამსახურებში დასაქმებული კადრებით ან ქვეყნის უზნეო ძარცვით, ქართველების ქვეყნიდან გაყრით და საქართველოში მტრების ცამოთესლებით ვიმსჯელებთ, ნაცი და ქოცი ყველგან ერთია.
    2003 წლიდან დღემდე ერთად და შეთანხმებულად ანგრევენ საქართველოს. არც ნაცჯალათები წასულან არც ქვეყნიდან და არც სამსახურებიდან და არც ქოცი მოსულა საზღვარგერეთიდან, ყველა ქოცი ნაციონალურ ღუმელშია ნაწრთობი ქართველების განადგურებაში!
    არა გრცხვენიათ? თუ მართლა გამოთაყვანდით?

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here