Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: მკვდრადშობილი პოლიტიკა უნდა შეიცვალოს რეალურ გამოწვევებზე აგებული იმ პრაგმატული პოლიტიკით,...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: მკვდრადშობილი პოლიტიკა უნდა შეიცვალოს რეალურ გამოწვევებზე აგებული იმ პრაგმატული პოლიტიკით, რომლისთვისაც აუცილებელია რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება

125

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მისი მნიშვნელოვანი გზავნილების გამო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. კრემლის მესვეური 21 ოქტომბერს სოჭში გამართულ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბვალდაისპლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და მსოფლიოში არსებულ იმ ძირითად გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებმაც, მისივე შეფასებით, საერთაშორისო დღის წესრიგი ფუნდამენტურად შეცვალა. პანდემია, იდეოლოგიური კრიზისი, ბავშვის, ქალისა და მამაკაცის უფლებები და კონსერვატიზმი, როგორც ქცევის ყველაზეგონივრული ხაზი” _ ეს საკითხები რუსეთის პრეზიდენტმა თანმიმდევრულად განიხილა და კონკრეტული იდეოლოგიური დისკურსით სიღრმისეულად შეაფასა.

მსოფლიო “ლიბერალური” ისტებლიშმენტისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი და საგანგაშო აღმოჩნდა ის, რომ გამოსვლაში პუტინმა გარკვეული გარე ძალებისგან “ფასეულებრივი დიქტატის” მცდელობებზე ისაუბრა. მეტიც, საუბრისას მან ყურადღება ერების კულტურულ-ისტორიული განვითარების უნიკალურობაზე გაამახვილა და დასძინა, რომ “ფასეულობრივი დიქტატი” ამ თვალსაზრისით არსებულ ისედაც გაურკვეველ პერსპექტივებს კიდევ უფრო ართულებს და “საწინააღმდეგო რეაქციას და შედეგს იწვევს…” ლიბერალური დასავლეთისთვის კიდევ უფრო შემაშფოთებელი აღმოჩნდა ის, რაც კრემლის პირველმა პირმა ბავშვის, ქალისა და მამაკაცის უფლებებზე, გენდერულ საკითხებსა და, საზოგადოდ, თანამედროვე დასავლური ნეოლიბერალური იდეოლოგიის პოსტულატები გააცამტვერა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა დასავლეთში ფანტასმაგორიად იქცა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ სურთ, გააუქმონ ცნებები “ქალი” და “მამაკაცი”: “ე.წ. სოციალური პროგრესის ადეპტები ვარაუდობენ, რომ კაცობრიობისთვის გამზადებული აქვთ რაღაც ახალი ცნობიერება, უწინდელზე უფრო მართებული. მათ მიერ შემოთავაზებული რეცეპტები ახალი არ არის, ჩვენ ეს რუსეთში უკვე გავიარეთ,” _ განაცხადა პუტინმა.

რეალური თანამშრომლობის მაგალითი

მიმდინარე მოვლენების ფონზე ამ დღეებში სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა რუსეთ-სომხეთის მე-8 ფორუმი, რომელიც ორი ქვეყნის სამოკავშირეო ურთიერთობებს ეხებოდა. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც წმინდა ეკონომიკურ-პოლიტიკური ხასიათის იყო, გაცხადდა, რომ რუსეთი სომხეთის ეკონომიკაში, რეალურ სექტორში მილიარდ დოლარს დააბანდებს. ეს გადაწყვეტილება სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად შეაფასა და განაცხადა, რომ კრემლი უდიდეს როლს თამაშობს რეგიონში როგორც მშვიდობის განმტკიცებაში, ისე აუცილებელი ცვლილებების განხორციელებაში. მისი თქმით, რუსეთს საკვანძო ადგილი უკავია სომხეთის ეკონომიკაში და აღნიშნული როლი სულ უფრო მზარდია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე.

ეს პროცესები გლობალურ ცვლილებებს რომ მოიცავს და ამ ცვლილებებთან ერთად კავკასიის რეგიონში სრულიად ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბება მიმდინარეობს, უკვე ყველასთვის ცხადია, მაგრამ ამ შემთხვევაში შეკითხვები ჩნდება საქართველოს მიმართ _ არის კი ჩვენი ქვეყანა აღნიშნულ პოლიტიკურ კონიუქტურაში ადაპტირებული და შეესაბამება თუ არა მას ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკა? საკითხავია, რას მოუტანს სახელმწიფოს სრულიად უპერსპექტივი საგარეო ორიენტირების უცვლელობა, იმ დროს, როცა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც შეუქცევადი ფუნდამენტური ცვლილებები მიდის.

რას ნიშნავს საქართველოსთვის ის ფაქტი, რომ ყარაბაღის ომის შემდეგ კრიზისში მყოფი სომხეთის ეკონომიკაში რუსეთი კოლოსალურ თანხას დებს და სწორად ეხმაურება თუ არა ქვეყანა რეგიონში მიმდინარე პროცესებს, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება იურისტი და უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, რამდენიმე დღის წინათ სოჭში, საერთაშორისო კლუბვალდაისპლენარულ სხდომაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლა მსოფლიოში ფართო განხილვის საგანი გახდა. მან ისაუბრა ისეთ მნშვნელოვან თემებზე, როგორიცაა პანდემია, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და .. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, იყო ის, რაც ფასეულობებზე ითქვა. პუტინის შეფასებით, დასავლური .. ლიბერალური დემოკრატიის პრინციპები და იდეოლოგიური მოცემულობა ერთგვარ ფანტასმაგორიად იქცა, საუბარი იყო ქალისა და მამაკაცის უფლებებზეცროგორ შეაფასებთ ამ ღონისძიებაზე გამოთქმულ გზავნილებს?

_ უწინარესად, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენი გაზეთის მეშვეობით მეძლევა საშუალება, აზრი გამოვთქვა ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ “ვალდაის” კონფერენცია, რომელიც საერთაშორისო დონის ფართო მასშტაბის ღონისძიებაა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის თვალსაზრისით. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არის ღონისძიება, რომლის მიმდინარეობისას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, ვლადიმერ პუტინი, მრავალსაათიან ფორმატში დაუღალავად იძლევა ინტერვიუს, სცემს პასუხებს შეკითხვებზე, აანალიზებს უმნიშვნელოვანეს მოვლენებს და გამოთქვამს რუსეთის დამოკიდებულებას. რაც შეეხება მის კონკრეტულ გზავნილებს, სანამ უშუალოდ ვლადიმერ პუტინის კონსერვატიულ თვალსაზრისზე გავაკეთებ კომენტარს, მინდა, ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილო ყურადღება: ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომვალდაისკონფერენცია ტარდება ვალდაის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ დიდ საკონფერენციო დარბაზშიროგორ ფიქრობთ, ეს შემთხვევითია? ეს არის მართლაც ძალიან მისტიკური, საკრალური და, ამასთანავე, ძალიან მრავლისმთქმელი და ამაღელვებელი ფაქტი. ჩემი აზრით, ეს არ არის შემთხვევითი და ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვის მქონეა ის, რომ ამ კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა უკვე მერამდენედ გამოხატა თავისი შეურიგებელი პოზიცია ნეოლიბერალური დღის წესრიგის მიმართ, რომელსაც ანგლოსაქსური გეოპოლიტიკის გამტარებელი გლობალისტური დასავლეთი თავს ახვევს მსოფლიოს. სხვათა შორის, რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მიმართა ამ ძალებს: “ჩვენს სახლში თქვენ ფეხს ვერ შემოდგამთ!” პუტინმა თქვა, რომ მისთვის ტრადიციული მორალური ღირებულებები და ფასეულობები, რომლებსაც ემყარება მრავალსაუკუნოვანი ისტორია, უპირველესია და დაიცავს ბოლომდე. აი, ეს არის ზუსტად ის, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებთ ლიბერალურ ძალებს და ამიტომაა რუსეთი ზოგიერთისთვის მიუღებელი. მათ შორის, დამეთანხმებით, რომ ამის გამოა საქართველოშიც ლიბერალებისთვის რუსეთი საძულველი და არა იმის გამო, რომ მასთან, ვთქვათ, აგერ სულ რაღაც 13 წლის წინათ ომი გვქონდა. ომი და ტერიტორიები ლიბერალებს არ აინტერესებთ, ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა დავითგარეჯის თემაზეც. მათთვის პრობლემაა ის, რომ დღეს რუსეთი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძლავრი სახელმწიფო, რომელიც ლიბერალურ იდეოლოგიურ ჰეგემონიას გადაულახავ ბარიერად ექცა.

_ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საუბრისას პუტინმა ახსენა ტერმინიფასეულობრივი დიქტატი…” მოდი, საქართველოს ჭრილში ვისაუბროთ, ჩვენთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

_ თავისთავად ცხადია, ამ ყველაფერს აქვს ძალიან ღრმა და კონკრეტული შინაარსობრივი დატვირთვა. ჩვენთვის ეს ნიშნავს იმ კავშირებისა და ისტორიულად ორ ქვეყანას შორის სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ჩამოყალიბებული ურთიერთდამოკიდებულების ობიექტურად არსებობას, რომელმაც საქართველოს, როგორც მუსლიმანურ რკალში არსებული ერთადერთი მართლმადიდებელი სახელმწიფოს, გადარჩენაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. სხვათა შორის, მეუფე სპირიდონმა თავის საკვირაო ქადაგებაში საკმაოდ ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთსა და საქართველოში, პრაქტიკულად, ერთდროულად მოხდება მონარქიის აღდგენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქადაგება იყო და მოვუწოდებ ყველას, რომ ნახოს ეს ქადაგება… თუმცა აქ, ალბათ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საზოგადოებას სწორად ავუხსნათ, რა იგულისხმება მონარქიაში. რა თქმა უნდა, აქ საუბარია იმ ლეგიტიმურ სახელმწიფო-პოლიტიკური მოწყობის მოდელზე, რომელსაც ჩვენ არ ვიგონებთ და რომელსაც ეფუძნებოდა 2000-წლოვანი საქართველოს ისტორია. ეს არის დაახლოებით ისეთივე რამ, როგორც, მაგალითად, დასავლეთში არსებობს მონარქიები _ ბელგიაში, ნორვეგიაში, დანიაში, ბრიტანეთში და ა.შ. რატომ არ შეიძლება, ჩვენც ვიყოთ წარმატებული დემოკრატიის ქვეყანა, რომელსაც საპარლამენტო რესპუბლიკა შეუძლია გამოიყენოს ტრამპლინად, რათა განხორციელდეს ქვეყნის საბოლოო სუვერენიზაცია. ჩვენ აქ, ამ შემთხვევაში, მონარქია რაღაც არქაულ პერიოდში კი არ გვაბრუნებს, არამედ ეს არის პროგრესი, მოდერნიზმი და განვითარება… რაც შეეხება ისევ რუსეთის ფაქტორს და პრეზიდენტ პუტინის გზავნილებს, თუ ჩვენ ოდნავ მაინც სხვა თვალით, საღი პოზიციიდან შევხედავთ ამ ყველაფერს, აშკარაა, რომ საქართველოსთვის აქ კვლავ იკვეთება უნიკალური შესაძლებლობები; შესაძლებლობები არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ მოაგვაროს ურთიერთობები და განამტკიცოს საკუთარი უსაფრთხოება, არამედ წმინდა ეკონომიკური კუთხითაც

_ ეკონომიკას რაც შეეხება, ამ დღეებში ერევანში რუსეთსომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მე-8 ფორუმი გაიმართა, რომელიც მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა. ღონისძიების ფარგლებში ითქვა, რომ რუსეთის ფედერაცია ომით გაჩანაგებულ სომხეთის ეკონომიკაში მილიარდ დოლარს დააბანდებსთქვენი აზრით, ჩვენთვის, როგორც მრავალწლიანი უაზრო და უპერსპექტივო პროდასავლური სწრაფვის მქონე სახელმწიფოსთვის, რა დატვირთვის მქონეა ეს პროცესები?

_ ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი პრეცენდენტი ჩვენთვის და კიდევ ერთი სერიოზული ცხადყოფა ფაქტის, რომ ჩვენგან განსხვავებით აზერბაიჯანი და სომხეთი გაცილებით მოქნილად მუშაობენ. მხედველობაში მაქვს მუშაობა, როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის მიმართულებით. სხვათა შორის, ის, რომ ამ დღეებში მოსკოვში ჩავიდნენ ორივე ქვეყნის პირველი პირები და ვლადიმერ პუტინთან განიხილეს ომის შემდგომი დეესკალაციის საკითხები, ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ცხადყოფს.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველოში უნდა დასრულდეს მკვდრადშობილი პოლიტიკა. ის უნდა შეიცვალოს რეალურ გამოწვევებზე აგებული იმ პრაგმატული პოლიტიკით, რომლისთვისაც აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება ყველა საჭირბოროტო საკითხზე. აი, ეს არის დღეს ჩვენი უპირველესი ამოცანა და ვფიქრობ, რომ ამ კონტექსტში “3+3” ფორმატში მონაწილეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია; მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ იქნება პირდაპირი დიალოგი რუსეთთან (დასავლეთის შუამდგომლობამონაწილეობის გარეშე) და ეს ყველაფერი კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რიგი საკითხების გადაწყვეტასთან

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here