Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე ფუნდამენტური იდეოლოგიურ-პოლიტიკური ძვრებისა, საქართველო ჯერ კიდევ არის...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე ფუნდამენტური იდეოლოგიურ-პოლიტიკური ძვრებისა, საქართველო ჯერ კიდევ არის ქვეყანა, რომელსაც დღის წესრიგს უდგენენ თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები

2951
დიმიტრი ლორთქიფანიძე

ბოლო პერიოდში დასავლეთში მიმდინარე იდეოლოგიურპოლიტიკური გარდაქმნების მიუხედავად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისევლიბერალურიდიქტატურა რომ არის და როგორც მმართველ გუნდში, ისე მის მიერ ხელდასხმულპროდასავლურ ოპოზიციაშისწორედ ძველი, დრომოჭმული, მარგინალური სისტემის ჰეგემონია რომ გრძელდება, სულ უფრო აშკარაა.

ყველა პარტიის, საზოგადოებრივი მოძრაობისა თუ ცალკეული სუბიექტების პერსპექტივას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირველ ნაბიჯებს დგამენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისევ ერთი პრინციპი განსაზღვრავს _ არის თუ არა მისი მოსაზრებები “ნეოლიბერალური” დღის წესრიგის შესაბამისი. მაგალითად, წინა კვირას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოსმენაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა რამდენჯერმე კატეგორიულად დაუსვეს შეკითხვა, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ მიაჩნია თუ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ. ორაზროვანი პასუხის მიუხედავად, რაც ზუსტად იმაზე მეტყველებდა, რომ ირემაძე ფსიქოლოგიურ წნეხში მოექცა, მათ მანამ არ მოისვენეს, სანამ მოსამართლეობის კანდიდატს ხაზგასმით არ ათქმევინეს, რომ 17 მაისი “მათ შორის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეც არის…” (სხვა პასუხის შემთხვევაში, გასაგებია, მის კარიერას რაც ელოდა)… თუმცა შემდეგ ნაცებმა ესეც არ იკმარეს და ირემაძისგან იმაზეც მოითხოვეს პასუხი, თვითონ რომელ დღეს ანიჭებს უპირატესობას… დაახლოებით ასეთივე შინაარსისა და რიტორიკის შეკითხვები დააყარეს რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთ გადაცემაში “ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესაც, რომელიც პოლიტიკაში ჯერ არ ჩართულა და მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების სტადიაშია. ორ ცეცხლს შუა მოქცეულმა ბიზნესმენმაც ერთმნიშვნელოვან პასუხს თავი ორაზროვანი განმარტებით აარიდა, თუმცა ხაზარაძის პოლიტიკური ხედვები, გამომდინარე იქიდან, რა სუბიექტებს აფინანსებს იგი თუნდაც ულტრალიბერალი “მწერლებისა” და “პოეტების” სახით, ბევრისთვის გასაგებია…

მარტივად რომ ვთქვათ, წლების განმავლობაში განუხრელად გრძელდება გარედან თავსმოხვეული მავნე პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, თუ “ლიბერალურ სტანდარტებში” არ ან ვერ ჯდება ესა თუ ის სუბიექტი, მას პერსპექტივა არ აქვს. ნებისმიერ პარტიასა თუ სხვა საზოგადოებრივ მოძრაობას ან გაერთიანებას, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთვება, ისევ ძველი, დრომოჭმული “ლიბერალური” ელიტის მკაცრი “ტესტირების” გავლა უწევს. არადა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად მსოფლიოში მოსახლეობის უმრავლესობაში სრულიად საპირისპირო განწყობებია. მეტიც, დასავლეთში, განსაკუთრებით ევროპაში, ანტილიბერალური მოძრაობა, დიდი ხანია, ძირითად პოლიტიკურ დისკურსად იქცა…

რატომ არ იცვლება საქართველოში პოლიტიკური რეალობა დასავლეთში მიმდინარე ძირეული ცვლილებების კვალდაკვალ და რა არის საჭირო იმისთვის, რომ მსგავსი პროცესი ახლო მომავალში აქაც აქტიურად დაიწყოს?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, დასავლეთში ძირეული იდეოლოგიურპოლიტიკური გარდაქმნები მიმდინარეობს, საქართველოში კი ისევლიბერალურიდიქტატურაა და ნებისმიერი პარტიისა თუ ცალკეული ფიგურის პოლიტიკურ მომავალს ისევ ამ დიქტატურის ერთგულება განსაზღვრავს. მაგალითად, გასულ კვირაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ნაციონალებმა ერთგვარი ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყვეს შეკითხვით _ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა თუ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე?.. რა არის მიზეზი იმის, რომ ეს მავნე პოლიტიკური დღის წესრიგი განუხრელად გრძელდება? რატომ არ იწყება აქაც ისეთი ცვლილებები, როგორიც უკვე მიმდინარეობს დასავლეთში?

_ ვინაიდან გლობალისტურ-ლიბერალური ძალების დომინაცია ქვეყანაში კვლავ საგრძნობია, გასაკვირი არ უნდა იყოს ამ ძალების მხრიდან ნებისმიერი სახის აგრესიული გამოვლინება კონსერვატული განწყობების ზრდაზე. ის საშინელი ისტერიკული რიტორიკა, რომელიც, ბოლო რამდენიმე წელია, გვესმის ამ ლიბერალური დღის წესრიგის დამქაშებისგან, მათი იდეოლოგიის აღსასრულის მომასწავებელი პოლიტიკური აგონიაა. ეს რაც შეეხება დასავლეთში მიმდინარე პროცესებს, ახლა _ საქართველო: მე ვერ ვიტყოდი ერთმნიშვნელოვნად, რომ ევროპაში, ამერიკაში გლობალისტური დღის წესრიგი დასრულდა და საქართველოში ეს საერთოდ არ იგრძნობა. არა, იქაც არის ჯერჯერობით სერიოზული პრობლემები და იცით, რომ, მიუხედავად არჩევნებში გამარჯვებისა, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული მზარდი კონსერვატიული განწყობებისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ სერიოზულად დგას დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი. კი, ამერიკელ მოსახლეობაში დიდია მხარდაჭერა კონსერვატიული იდეებისადმი; კი, დომინანტი სწორედ ეს იდეოლოგიაა და ლიბერალიზმის დიქტატურა კრახს განიცდის, მაგრამ იდეოლოგია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სრულ პოლიტიკურ მონოპოლიას ფლობდა, ცხადია, ასე იოლად ვერ ამოიძირკვება. გლობალისტური ძალები ჯერ კიდევ სერიოზულადაა წარმოდგენილი სენატში, სასამართლოებში, ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და სხვა მნიშვნელოვან სტრუქტურაში, რომელიც მსოფლიო პოლიტიკას განსაზღრავს.

თუმცა აქ მნიშვნელოვანია ერთი მომენტი, რომელსაც ჩვენი ბოლოდროინდელი პოლიტიკური პრაქტიკა ცხადყოფს: საქართველო ჯერ კიდევ არის ქვეყანა, რომელსაც დღის წესრიგს უდგენენ თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები. აქ საუბარია ისეთ პოლიტიკურ ფიგურებზე, როგორებიც არიან, მაგალითად, კრამერი, ბრაიზა, ვერშბოუ და სხვები. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძველი ინერცია, ძველი სისტემის გადმონაშთი. ლიბერალური იდეოლოგიის კრიზისი ვახსენე და ამ იდეოლოგიის მესვეურებმა გააფთრებული ბრძოლა კონსერვატიული ფლანგის წინააღმდეგ დაიწყეს 2007 წელს, როდესაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა ერთპოლუსიანი სამყაროს დასრულების აუცილებლობაზე. იმის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი აგრესია თანამედროვე დასავლური სამყაროსი, რომლის პოლიტიკური ველიც დიდწილად ისევ მონოპოლიზებულია გლობალისტური ისტებლიშმენტის მიერ, მიმართულია სწორედ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ქვეყნისა, რომელიც მსოფლიოში ერთგვარ ლოკომოტივად იქცა ანტიგლობალისტური მოძრაობის, ანტილიბერალური განწყობებისა და იდეების…

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ მაინც გადაჭარბებულია ლიბერალური ისტებლიშმენტის ისტერიკარუსული პროპაგანდისმასშტაბებზე?

_ ცხადია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ანტილიბერალური განწყობების გაძლიერება “რუსული პროპაგანდის” შედეგი არ არის, ვთქვათ, უნგრეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში… თუმცა ფაქტია: ბოლო ათი წლის განმავლობაში სწორედ რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც, შეიძლება ითქვას, მოუნელებელ ლუკმად ექცა მსოფლიოს “ლიბერალურ” დიქტატს _ ამ ერთი ქვეყნის სახით, ფაქტობრივად, დედამიწის ერთ მეექვსედზე აიკრძალა ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა სოროსის ფონდი, შეიზღუდა მისი პროექტები და, რაც მთავარია, უცხო ქვეყნების მიერ დაფინანებული არაერთი ორგანიზაცია გამოცხადდა საფრთხედ, რის შემდეგაც, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების ფარგლებში, მათ დაეკისრათ საქმიანობის დეკლარირების ვალდებულებები. აი, ამ ყველაფერმა, კიდევ ვიმეორებ, დაარტყა ათწლეულების განმავლობაში გაბატონებულ რეპრესიულ იდოლოგიას, რასაც მოჰყვა ჯაჭვური რეაქციები სხვა ქვეყნებში, თუმცა ის ისტერიკა, რომ თურმე ყველგან და ყველაფერში რუსული პროპაგანდაა, რა თქმა უნდა, აბსურდულია. ანტილიბერალურ განწყობებს არ აძლიერებს არც რუსული და არც სხვა პროპაგანდა, ანტილიბერალური განწყობების მთავარი წყარო თვითონ არის ხრწნადი და აგრესიული ნეოლიბერალიზმი. რაც შეეხება იმას, რომ მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე ფუნდამენტური იდეოლოგიურ-პოლიტიკური ძვრებისა, აქ ისევ “ლიბერალური სტანდარტებით” ხდება ადამიანების შერჩევა ამა თუ იმ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ეს მდგომარეობა ჩემთვის უცხო არ არის. წლების წინათ, როცა სახალხო დამცველობის კანდიდატი ვიყავი, ჩემ მიმართ ნდობის გამოცხადება-არგამოცხადების საკითხი პირდაპირ გადიოდა სწორედ ჩემს თვალსაზრისზე ლგბტ-ების უფლებების მიმართ. თუმცა ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ არც ერთმა ღირსეულმა ადამიანმა, რაოდენ დამოკიდებულიც უნდა იყოს ამაზე მისი პოლიტიკური მომავალი, ლიბერალურ დიქტატს თავი არ უნდა დაუხაროს. არ შეიძლება, მოსამართლეობის კანდიდატმა თუ, უბრალოდ, პოლიტიკოსმა ორაზროვანი პასუხებით სცადოს თავის დაძვრენა შეკითხვისგან, _ რა არის მისთვის 17 მაისი. 17 მაისი საქართველოში არის ოჯახის სიწმინდის დღე, ხოლო ის, რასაც ვიღაცები ჰომოფობიასთან ბრძოლას ეძახიან, ადამიანის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდაა.

_ მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს ან ბანკირ მამუკა ხაზარაძეს პირდაპირ რომ ეთქვათ, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა და არავითარ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს არ ვაღიარებთო, რა დაემუქრებოდა მათ პოლიტიკურ მომავალს?

_ საერთოდ, სასამართლო სისტემა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში აბსოლუტურად დამოუკიდებელი არ არის და ყველგან ექვემდებარება გაბატონებულ პოლიტიკურ კლასს. საქართველოს რაც შეეხება, ცხადია, ამ მხრივ გამონაკლისი არ ვართ და ნებისმიერი მოსამართლე, ირემაძე იქნება ის თუ გაბადაძე, სწორედ გაბატონებული სისტემის ნაწილია. ისე, ის, რომ მოსამართლეობის კანდიდატები შიშით ცახცახებენ იურიდიულ კომიტეტში მოსმენაზე და ისინი კუთხეში ჰყავთ მიმწყვდეულინაცმოძრაობისწარმომადგენლებს, გვაფიქრებინებს, რომ ეს ადამიანები ყურმოჭრილი მონები იქნებიან. ახლა წარმოიდგინეთ, ის ადამიანი, რომელსაც დააბნევს ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც ნაციონალი გოცირიძეა, და ვერ გაბედავს თავისი პოზიციის გამოხატვას გარყვნილების პროპაგანდაზე, სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისას პრინციპული იქნება?

_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს მავნე პოლიტიკური პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს?

_ საღი ძალების გამარჯვება ხრწნად ლიბერალურ უმცირესობაზე დამოკიდებულია ამ ძალების ერთიანობისა და სოლიდარობის ხარისხზე. ამაში ყველა ვთანხმდებით და მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით კიდევ ერთხელ შევუძახო ყველა კონსერვატულ ძალას: ჩვენ გვჭირდება ფართო კოორდინაცია; გვჭირდება მრგვალი მაგიდა, რომ დავსხდეთ და შევაჯეროთ პოზიციები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გამოვდივარ წინადადებით, რომ უახლოეს მომავალში ზეპარტიულ მისიად ვაქციოთ შეკრება და ჩამოყალიბება ეროვნული ინტერესების ყველა თეზის, რომლის აღსრულებაც იქნება პროგრამული მინიმუმი. სხვანაირად, იმ პირობებში, როცა ლიბერალური დიქტატურა გრძელდება და სულ უფრო აგრესიული ხდება, უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება ვერ წარმომიდგენია. ეს ერთი. მეორე _ რაც არ უნდა კრახით დასრულდეს ამ სისტემის არსებობა, თუ ეროვნულ-კონერვატიული ძალები კოორდინირებულად არ იმოქმედებენ, ყოველთვის იქნება საფრთხე, რომ ძველი, მიხრწნილი და დრომოჭმული სისტემიდან გარკვეულმა სუბიექტებმა მოახერხონ ახალ რეალობაში ადაპტირება. ამის მცდლობის ნიშნებს უკვე ვხედავთ და ეს ადაპტაცია მნიშვნელოვნად გააფუჭებს პოლიტიკურ ატმოსფეროს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here