Home რუბრიკები საზოგადოება დიმიტრი ლორთქიფანიძე: ერი და ბერი ერთად დავდგებით ამ საინკვიზიციო კანონპროექტის წინააღმდეგ

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ერი და ბერი ერთად დავდგებით ამ საინკვიზიციო კანონპროექტის წინააღმდეგ

სკოლის შემდეგ ახლა უკვე მშობლებს ართმევენ შვილის აღზრდის ფუნქციას

7946
დიმიტრი ლორთქიფანიძე

პარლამენტი ტრადიციული ოჯახის კრიმინალიზაციას ცდილობს

4 მარტს საქართველოსმეოცნებეპარლამენტმა UNICEF-ის მიერ ცოტა ხნის წინათ სპეციალური ანგარიშით ნაკარნახევიბავშვის უფლებების კოდექსიგაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სასწრაფო წესით განიხილა. განხილვაზე, რომელშიც ერთდროულად შვიდი კომიტეტი მონაწილეობდა, დოკუმენტის სამუშაო ვარიანტსა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

მსჯელობისას, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ყურადღება კანონპროეტის მთავარ ნაწილზე არ გაუმახვილებიათ. არაფერი თქმულა იმაზე, რომ კოდექსში მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვებისთვისდისკრიმინაციული შინაარსისშეცველი ინფორმაციის მიწოდების აკრძალვას ეხება. ასევე არაფერი თქმულა იმაზე, რომ კოდექსით მოზარდებს სექსუალურ განათლებაზე ყველა ინფორმაციის მიღება თავისუფლად შეეძლებათ; არაფერი თქმულა კონკრეტულ მუხლებზე, რომლებიც მშობელს შვილის გაკონტროლების კუთხით მკაცრ შეზღუდვებს უწესებს

მოკლედ, დაახლოებით ოთხსაათიანი საკომიტეტო განხილვა უმრავლესობის მხრიდან იმის მტკიცებასა და დემონსტირებას მიეძღვნა, რომ კანონპროექტი ბავშვის უფლებრივ და სამართლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. თუმცა, მიუხედავად ამ ხანგრძლივი და ერთი შეხედვით ყოვლისმომცველი შეფასებებისა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც პასუხგაუცემელია შეკითხვა: რას გულისხმობს “მოზარდის უპირატესი ინტერესი” ან რას გულისხმობს “დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიწოდება” და რა სამართლებრივ რეაგირებას გამოიწვევს მართლმსაჯულების მხრიდან “მსგავსი ქმედებები”?

კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენის შემდეგსაქართველო და მსოფლიოუფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა.

_ ბატონო დიმიტრი, “ბავშვის უფლებების კოდექსიმოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უცნობი კანონპროექტია, რადგან ლიბერალური მეინსტრიმული მედია მას, გასაგები მიზეზების გამო, ფართოდ არ აშუქებს. მოდი, კიდევ ერთხელ განვუმარტოთ საზოგადოებას, რა არის რეალურად ეს დოკუმენტი და რა ცვლილებებს გულისხმობს?

_ ეს კანონპროექტი სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის მორიგი მცდელობა, რაც გავლენიანი დასავლური ინსტიტუციებიდან მომდინარეობს. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს გაეროს ბავშვთა ფონდი, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინათ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა და დაასკვნა, რომ თურმე საქართველოში მშობლების უმრავლესობა საკუთარ შვილზე ძალადობს.

ახლა რაზეა გათვლილი კანონპროექტი სახელწოდებით ბავშვის უფლებების კოდექსი: იმ დროს, როცა “ლიბერალური” დღის წესრიგი საზოგადოების ყველა სეგმენტზე და განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე გამუდმებით ცდილობს იდეოლოგიურ ზეგავლენას, რაც მენტალური გარდაქმნისკენ მიმართული პროცესია, მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი, რა თქმა უნდა, არის ოჯახი. შესაბამისად, იღებენ ისეთ საკანონმდებლო ნორმებსა და რეგულაციებს, რომლებიც ამ ინსტიტუტს, კლასიკური გაგებით, კრიმინალიზებულს გახდის. მარტივად რომ ვთქვათ, მშობელს, რომელიც გაბედავს და შვილს ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის სექსუალურ უმცირესობებზე ან ქრისტიანული სწავლების დამოკიდებულებაზე მათდამი, უკვე იურიდიული დეფინიციით განესაზღვრება მოძალადის სტატუსი. ახლა წარმოიდგინეთ, რა ვითარება იქმნება: ერთი მხრივ, გვექნება (და ეს დღესაც გვაქვს) გაშმაგებული “ლიბერალური” პროპაგანდა, ხოლო მეორე მხრივ, ამ პროპაგანდის მიღმა მყოფ ძალებს ფარად ექნებათ კანონი. გაუწევ წინააღმდეგობას, ამოქმედდება “სამართლებრივი” დასჯის მექანიზმები. ინსტიტუტები და სისტემა იქნება ამაზე მომართული…

_ მოდი, დეტალებზე ვისაუბროთ. რა არის ბავშვის უფლებათა კანონპროექტში კონკრეტულად მიუღებელი?

_ უამრავი ჩანაწერია, რომლებიც ნაღმივითაა ჩადებული. მაგალითად, 31-ე მუხლში წერია, რომ გენდერის მიმართ მგრძნობელობა სრულყოფილი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. სხვათა შორის, ერთ-ერთი ასეთი სწავლების ფარგლებში ბავშვებს ვიდეორგოლების მეშვეობით მიაწოდესინფორმაცია”, რომ თურმე ადამიანის ანუსი მხოლოდ ერთი რაღაც ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების კატეგორიაში არ უნდა განვიხილოთ და ბევრისთვის ის სიამოვნების მიღების საშუალებაც არის. წარმოიდგინეთ, ამას უხსნიან 12 წლის გოგოს და თურმე ეს ყოფილაგენდერის მიმართ მგრძნობელობის ამაღლების პრაქტიკული მეცადინეობა”…

კიდევ ვიმეორებ: საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებულია იდეოლოგიური ომი, რომელსაც კოორდინაციას უწევენ ყველაზე დიდი და გავლენიანი დასავლური ინსტიტუციები.

სხვათა შორის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო იყო ის მომენტიც, რომ ორშაბათს გამართულ საკომიტეტო სხდომაზე ვერც ერთმა დეპუტატმა ვერ გაგვცა პასუხი შეკითხვაზე _ გულისხმობენ თუ არა ისინი მშობლის კლასიკურ დეფინიციაში ქალსა და მამაკაცს, ანუ დედასა და მამას. მოგეხსენებათ, თანამედროვე “ლიბერალური” დღის წესრიგით ამ ტერმინების გამოყენება დისკრიმინაციულ ტონად ითვლება. მე, უბრალოდ, მაინტერესებდა, თავის დროზე “ანტიდისკრიმინაციული” კანონის მიმღებებსა და ახლა უკვე ბავშვის კოდექსის მომხრეებს როგორ მიაჩნიათ.

_ და თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არ ან ვერ გაგცეს ამ შეკითხვაზე პასუხი?

_ ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ისინი დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული საკანონმდებლო რეგულაციების კალკირებას ახდენენ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად ტერმინები დედა და მამა ამოიღეს და ნაცვლად მიღებული იქნა ცნებები “მშობელი #1” და “მშობელი #2”. აი, ამის კოპირების პროცესია, რასაც დღეს ვხედავთ და მომავალში კიდევ უარესს დავინახავთ. აქ მნიშვნელოვანია ერთი მომენტი, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ზოგიერთს გაცნობიერებულიც არ აქვს და არც აინტერესებს, რეალურად რას აწერენ ხელს. ანუ, მათთვის ისე მნიშვნელოვანია თანამდებობები და თბილი სავარძლები, რომ მზად არიან, ბრმად დაუჭირონ მხარი დასავლური ინსტიტუციებიდან წამოსულ ნებისმიერ დირექტივას.

_ როცა განხილვები დასრულდება და დადგება კანონპროექტის დამტკიცების მომენტი, რა შეიძლება საზოგადოებამ გააკეთოს ამ პროცესის შესაჩერებლად?

_ პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის, რომ აქამდე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ამ კანონის მომზადება აწარმოა მისთვის აბსოლუტურად კომფორტულ ზონაში, სადაც ჩართულები იყვნენ მხოლოდ მათთვის მისაღები “ლიბერალური” ორგანიზაციები და ე.წ. უფლებადამცველები. შესაბამისად, განხილვის პროცესი მიდიოდა შეხმატკბილებულად და არანაირ წინააღმდეგობას, ბუნებრივია, არ წასწყდომიან. თუმცა შემდეგში უკვე ჩვენ ჩავერიეთ აქტიურად, ჩაერივნენ სასულიერო პირები და პროცესი გახდა რეზონანსული. რაც შეეხება მთავარს: რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს კანონპროექტი კანონად არ იქცეს და არ მივიღოთ მკაცრილიბერალურიტერორი სახელწოდებით იუვენალური იუსტიცია. იმედს ვიტოვებ, რომ, როდესაც დაიწყება საკომიტეტო ინდივიდუალური მოსმენები, საქართველოს საპატრიარქო ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება და მისთვის კონკორდატით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს. რა თქმა უნდა, მას ვეტოს უფლება არ აქვს და ამ უფლებით ვერ ისარგებლებს, მაგრამ, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ნდობიდან და ავტორიტეტიდან, ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

პარლამენტი ტრადიციული ოჯახის კრიმინალიზაციას ცდილობს

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და, მე ვიტყოდი, ყველაზე მთავარიც სამოქალაქო აქტიურობის ფაქტორი. თუ საზოგადოება იქნება კარგად ინფორმირებული და გათვითცნობიერებული, რეალურად რა პროცესი მიდის, რასაცლიბერალურიმეინსტრიმული მედია მიზანმიმართულად ბლოკავს, ცხადია, მოსახლეობის ზურგს უკან ვერავინ შეძლებს ვერანაირი საკანონმდებლო ცვლილების თუ ცვლილებების განხორციელებას. აი, ამიტომ ვამბობთ ხოლმე ყოველთვის ხაზგასმით, რომ მსგავსი თემების მიმართ საზოგადოების გულგრილობა დამღუპველია; და, რაც მთავარია, ეს გულგრილობა უხსნის ხელ-ფეხს ახალ-ახალ “ლიბერალურ” ჯგუფებს ქვეყანაში, რომ კიდევ უფრო მასირებულად და ორგანიზებულად განახორციელონ შეტევები ოჯახის ინსტიტუტზე, ეკლესიაზე, ტრადიციულ ფასეულობებზე და ა.შ.

ადრეც არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ეს საკითხი არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ან ადამიანთა რაღაც ვიწრო ჯგუფის პრობლემა. ის, რომ დღეს რამდენიმე კაცი გამოდის ამ ყველაფრის წინააღმდეგ, მხოლოდ მათ გასაჭირს არ ნიშნავს. ყველას შეეხება ეს და ყველა ოჯახს მისწვდება, ყველა გამოცდის თავის თავზე ამ ტერორს, რომელიც დასავლეთის რიგ ქვეყნებში უკვე გამოსცადეს. უბრალოდ, ძალიან გვიან იქნება, როცა ფაქტის წინაშე დავდგებით…

_ ეს პროცესები, უცხოეთიდან ნაკარნახევლიბერალურრეფორმებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს ვგულიხმობ, შეიძლება დიდ სამოქალაქო მღელვარებამდე მივიდეს? დასავლეთში, უკვე დიდი ხანია, ეს პროცესი დაიწყო დალიბერალურდღის წესრიგს კრიზისი აქვს.

_ ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, საზოგადოების ყველა სეგმენტში ვაწარმოოთ მუშაობა და ამ კანონის მავნე მეტასტაზებზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას.

მღელვარებასა და პროტესტს რაც შეეხება: უკმაყოფილება, უკვე დიდი ხანია, არის საზოგადოებაში, ვინაიდან ინტერნეტის ეპოქაში ძნელია ადამიანის სრულად მოქცევა ინფორმაციულ ვაკუუმში. აი, ზუსტად ამის შედეგია ის, რომ დასავლეთში კრიზისი აქვს “ლიბერალურ” დიქტატურას, ანუ რა პროპაგანდაც უნდა წარმოებდეს, ადამიანების უმეტესობა მიხვდა, რომ სინამდვილეში თავისუფლება ის კი არ არის, რაც მათ მიიღეს, არამედ ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული ჩვეულებრივი იდეოლოგიური ტერორი თავისუფლების სახელით. უბრალოდ, განსხვავებით ჩვენგან, დასავლეთში საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მოახერხა კონსოლიდაცია და ერთ კონსერვატიულ ბირთვად ჩამოყალიბება, რომელიც აქ ჯერჯერობით მისაღწევია. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, აქაც დადგება მომენტი, როცა საზოგადოება შეძლებს გაერთიანებას და მაშინ “ლიბერალური” პოლიტიკური მონოპოლია საბოლოოდ დასრულდება. რაც შეეხება კონკრეტულ კანონპროექტს, ჩვენ ყველანაირად ვიმოქმედებთ და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რაც შესაძლებელია. განგაშის ზარებს დავარისხებთ და ერი და ბერი დავდგებით ერთად ამ საინკვიზიციო კანონპროექტის წინააღმდეგ. ეს არის პროექტი, რომელიც შვილებს დააშორებს მშობლებს და ღირებულებების სისტემას დაუნგრევს ოჯახებს. ეს არის მიზანმიმართული გეგმა, რომ საკანონმდებლო დონეზე შეიმუშაონ დასჯის მექანიზმები და მერე ამ გზით ბავშვები საბოლოოდ გამოიყვანონ მშობლების კონტროლიდან

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. თითოეულმა პატრიოტმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს რომ ბევრი დასავლური ე.წ. ორგანიზაციისაგან მოდის პროპაგანდა და შესაბამისი ფინანსები ჩვენი ტრადიციებისა და თვითმყოფადობის დასაკნინებლად და ამას ახერხებენ ზოგიერთი აქ მოქმედი პარტიისა და
    არასამთავრობო ორგანიზაციის ხელით. ვინც ლაპარაკობს ადამიანის უფლებაზე და ამავე დროს
    შეურაცხყოფს პატრიარქს, შეუძლებელია მან რაიმე ღირებული გვასწავლოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here