Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: არ შეიძლება, ქვევით პროკურორის გეშინოდეს ან ევროკომისიის და მაღლა ღმერთის...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: არ შეიძლება, ქვევით პროკურორის გეშინოდეს ან ევროკომისიის და მაღლა ღმერთის _ არა…

რა მიზნით შემოაქვთ სკოლებში ახალი საგანი “რელიგიის ისტორია”?

1943
დიმიტრი ლორთქიფანიძე

სოციალური ექსპერიმენტი ზუსტად იმავე მეთოდებითა და საშუალებებით გრძელდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური მედიასთან აცხადებს, რომ სკოლებში ახალი საგნის _ რელიგიის ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით უწყების ბაზაზე შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ამჟამად საქართველოში მოქმედი ყველა კონფესიის წარმომადგენელი შევიდა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ჯგუფის ფარგლებში საგნის სწავლების მიზნებსა და სტანდარტებზე აზრთა გაცვლაგამოცვლა მიმდინარეობს, თუმცა სახელმძღვანელოს ძირითადი პრინციპები და მიმართულებები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. “სამუშაო შეხვედრები დაიწყო, კომუნიკაცია შედგა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან. პირველ რიგში უნდა განისაზღვროს საგნის სწავლების მიზნები, შემდეგ უნდა შეჯერდეს ჯგუფი სტანდარტებზე და ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ სარეკომენდაციო პროგრამაზეგანხილვებში ჩართულია ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი”, _ განაცხადა მან.

მისივე განმარტებით, სამინისტრო და პარლამენტი ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფთან ერთად აქტიურ კონსულტაციებს გადის, პრიორიტეტების განსაზღვრის შემდეგ კი უწყება სტანდარტებსა და სარეკომენდაციო პროგრამაზე შეჯერდება

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა მედიასთან სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების შემოღების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული საგანი და კონკრეტულად თეოლოგიის ძირითადი პრინციპების სწავლება ქვეყანაში რელიგიის სახელით დაპირისპირების აღმოფხვრას, ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებასა და შემწყნარებლობას შეუწყობს ხელს. კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება ამ საგნის სწავლების შემოღება და, საერთოდ, საიდან ქრის ქარი, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, მარიამ ჯაში აცხადებს, რომ სკოლებში თეოლოგიის პრინციპების სწავლება აუცილებელია, რათა ქვეყანაში რელიგიური კონფლიქტები აღარ მოხდეს. საგანირელიგიის ისტორიასასწავლო პროგრამაში 2018-19 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან შევა, თუმცა სახელმძღვანელოს ძირითადი პრინციპები და მიმართულება ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე და, თქვენი აზრით, რა მიზნით კეთდება ეს?

_ პრაქტიკულად აქ საუბარია ისევ იმ სოციალური ექსპერიმენტების გაგრძელებაზე, რომლებიც თავის დროზე არ გამოუვიდა თამარ სანიკიძეს _ განათლების ყოფილ მინიტრს. მაშინ საზოგადოების დიდმა ნაწილმა განგაში ატეხა საგანმანათლებლო ბადეში ახალი საგნის მე და საზოგადოების შეტანის მცდელობაზე. გახსოვთ, ალბათ, მაშინ ამ პროცესს წინ უძღოდა ისეთივე მოვლენები, როგორიც დღეს (ვგულისხმობ იმ მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავებას, რომლებიც საფუძვლად უნდა დადებოდა ამ საგნის სწავლებას). გარდა ამისა, ინტენსიურად მიდიოდა ბაკალავრი ახალგაზრდა პედაგოგების გადამზადება, რათა სისტემას რეალურად ჰყოლოდა ახალი კადრები და მათი მეშვეობით უმოკლეს დროში მომხდარიყო საგნის დანერგვა. რომ ნახოთ, რა სახის რეკომენდაციებს შეიცავდა ეს პროექტი, შეიძლება არ დაიჯეროთ _ იქ იყო ისეთი ტიპის თამაშები, რომლებიც 7-დან 13 წლამდე ბავშვებისთვის იყო გათვალისწინებული და მასში პირდაპირ ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა მოზარდებისცნობიერების ამაღლებაარატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე

_ ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, მაგალითებით დავაკონკრეტოთ: რა სახის სწავლებას გულისხმობდა ეს საგანი?

_ მაგალითად, ბავშვს უნდა წარმოედგინა, რომ წითელქუდა არის ვაჟი გოგონას ტანისამოსში, რომელიც საკუთარი სექსუალური იდენტობით განსხვავებულია, და ეს თურმე სრულიად ნორმალურია. მოსწავლეებს ასევე მონაწილეობა უნდა მიეღოთ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ გარკვეულ თამაშებში და თითოეულ მათგანს უნდა განესახიერებინა ესა თუ ის პერსონაჟი: ბიჭებს უნდა შეესრულებინათ გოგონების როლი _ ჩაეცვათ მათი ტანსაცმელი და ა.შ. აქ საუბარია იმაზე, რომ .. მესამე სქესის არსებობა, როგორც მოცემულობა, უნდა ყოფილიყო ბავშვებამდე დაყვანილი. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მაშინ ამ ყველაფერს ლობირებდა ქალბატონი თამარ სანიკიძე და მასთან ერთად პროცესში აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო სექტორიც. სხვათა შორის, განათლების ამჟამინდელი მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ლია გიგაურს, მაშინაც მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა. ის, ფაქტობრივად, ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი წარმმართველი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, 55- საჯარო სკოლაში ჩვენ გამოვავლინეთ დანაშაულებრივი ფაქტი, როცა 118 მასწავლებელს ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, თითქოს ისინი გაეცნენ საგნისმე და საზოგადოებისშინაარსს და მოიწონეს. ხელმოწერები, რა თქმა უნდა, გაყალბებული იყო და ჩვენ ეს მტკიცებულებები დავდეთ, თუმცა უშედეგოდ _ ცხადია, არ მოხდა იმ ადამიანების გამოვლენა, რომლებმაც ეს ყველაფერი დაგეგმეს და განახორციელეს.

რაც შეეხება რელიგიის ისტორიის სწავლებას, როგორც გითხარით, დღეს სოციალური ექსპერიმენტი ზუსტად იმავე მეთოდებითა და საშუალებებით გრძელდება _ არასამთავრობო სექტორის მკაცრი კონტროლის ფონზე მუშავდება სახელმძღვანელო, მიდის განხილვები (ერთი შეხედვით ვითომ საჯაროდ) და ხელოვნურად ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს საზოგადოება ყველაფრის საქმის კურსშია. სინამდვილეში სწორედ საზოგადოების ზურგს უკან ხდება იმ მზაკვრული გეგმისა და ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა, რომლის მიზანიც ახალგაზრდების ზომბირებაა თანამედროვე დასავლური ნეოლიბერალური პროპაგანდით. აი, ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება თაობების ცნობიერების დამახინჯება და გაუკუღმართება, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ხვდება და სწორად აფასებს…

_ თქვენი აზრით, თუკი ეს საგნები სკოლაში დაინერგა და მათი სწავლება დაიწყო, რა იქნება შედეგი _ რა გავლენას მოახდენს ის რეალურად ახალგაზრდების ცნობიერებაზე?

_ ცალკე აღებული ნებისმიერი მსგავსი მცდელობა საერთო გეგმის მხოლოდ ნაწილია, მთლიანობაში კი მიზანი თანამედროვე დასავლური ტიპის ნეოლიბერალური საზოგადოების ჩამოყალიბებაა.

რატომ დადგა ახლა დღის წესრიგში კონრეტულად რელიგიის ისტორიის სწავლება? მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომლიდანაც ჩანს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული როლი მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში. დასავლური სტუქტურები და განსაკუთრებით რასიზმისა და შეუწყნარებლობის კომისია ამ ფაქტს განიხილავს, როგორც დიკრიმინაციას. შესაბამისად, მუდმივად არის რეკომენდაციები სხვა რელიგიური კონფესიების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. სხვათა შორის, ნონსენსია ისიც, რომ ახლახან სომხეთის სამოციქულო ეკლესია საქართველოს იურიდიულ სივრცეში დარეგისტრირდა, როგორც სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სამართლებრივი აბსურდი, ვინაიდან ნებისმიერი ეკლესია, რომელიც მართლმადიდებლობისგან შორს დგას, არ შეიძლება სარგებლობდეს ამ სახელით.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს შევეხები: მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს ქვეყანაში მოქმედ ყველა ძირითად რელიგიურ კონფესიას მიენიჭა სამართლებრივი სტატუსი და ბიუჯეტი ყოველწლიურად დაახლოებით ოთხ მილიონ ლარს გამოყოფს მათი ძირითადი მიზნებისა და საჭიროებებისთვის, სულ ახლახან საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და არასამართლიანად ცნო ის ფაქტი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, თანახმად კონკორდატისა და მინიჭებული უფლებებისა, სარგებლობს გარკვეული შეღავათებით. ამით, ფაქტობრივად, მოხდა იმ ადამიანების უფლებების უხეში შელახვა, რომლებმაც თავის დროზე მონაწილეობა მივიღეთ ჩვენი კონსტიტუციის ფორმირებაში და მხარი დავუჭირეთ კონკორდატის გაფორმებას. აი, ასეთი და სხვა მსგავსი ფაქტები არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ხორციელდებოდა და დღესაც ხორციელდება მუდმივი ზეწოლა საქართველოს მართლმადიდებელ ეკელესიაზე, თუმცა ჩვენი ეკლესია არ არის ამჟამად დარტყმის ერთადერთი ობიექტი. მინდა გითხრათ, რომ რუსეთის ეკლესიის მიმართაც ძალიან გაავებული კამპანია მიმდინარეობს და ამის დასტური იყო ის ფაქტიც, რომ 2017 წლის 4 დეკემბერს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუსი მიტროპოლიტის, მეუფე ილარიონ ალფეევის, ვიზიტს საქართველოში მოჰყვა პოლიტიკური მნიშვნელობის აქტი შეერთებული შტატებისგან, რომელმაც საპასუხოდ სულ რამდენიმე კვირაში ვაშინგტონში თორმეტი ქართველი ეპისკოპოსი წაიყვანა. საერთოდ, ამერიკა და მთლიანად დასავლეთი ბოლო დროს ძალიან ეჭვიანობს ქართულრუსულ ურთიერთობებზე, თუმცა მე, როგორც ამ ურთიერთობების საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის _ ქართველებისთვის, რომლებსაც მილიონიანი დიასპორა გვყავს რუსეთში, სულ ერთი არ უნდა იყოს, როგორი უფლებრივი სტატუსის ქვეშ იცხოვრებენ ისინი რუსეთის ფედერაციაში

_ თქვენ თქვით, რომ ეკლესიაზე დასავლეთისგან მუდმივად ხორციელდება ზეწოლა. რას ეტყოდით ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ოპოზიციაში ყოფნისას თავიანთი კონსერვატული იდეებით გამოირჩეოდნენ და დღეს, ფაქტობრივად, გარე ძალების დირექტივების უსიტყვო შემსრულებლებად გვევლინებიან?

_ უბრალოდ მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ და ვთქვა, რომ არ შეიძლება, ქვევით პროკურორის გეშინოდეს ან ევროკომისიის და მაღლა ღმერთის არა; არ შეიძლება, ბავშვს ნათლავდე, წირვებში მონაწილეობდე, ჯვარს იწერდე და ამ დროს, იმისთვის, რომ თბილი კაბინეტი არ დაკარგო, საქმით განეშორებოდე ეკლესიას. მინდა, მჯეროდეს, რომ აქ, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, ადრე თუ გვიან გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას. ისედაც გვეყოფა იმ პოლიტიკოსების ერთობები, იქნებიან ეს ბოკერიები და უსუფაშვილები თუ “მდიდარი სექსუალური წარსულის მქონე” პრეზიდენტი, რომლებიც გარედან იმართებიან. ახლა საჭიროა ჯანსაღი ძალები, რომლებსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაშინებს _ ვერც კომფორტისა და კეთილდღეობის დაკარგვის შიში და ვერც გარე ძალის მუქარა ძალაუფლების წართმევაზე…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here