Home რუბრიკები პოლიტიკა დიდი ყანდურობა გელათში

დიდი ყანდურობა გელათში

5454
სააკაშვილი-კალისტრატე

ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ამთავითვე ვაცხადებ: საქართველოში ფართოდ გავრცელებული თეზა, რომ საერო კაცთაგან სასულიერო პირების კრიტიკა, მხილება, მათზე აუგის თქმა თურმე იმიტომ არ შეიძლება და ლამის სასიკვდილო ცოდვად იმიტომ ითვლება, რომ მღვდელმონაზონთ ანაფორა აცვიათ, მათზე სულიწმიდის მადლია გადმოსული და უმეცართა ყურის გასახედნი სხვა სისულელე სინამდვილეში ქვაბავაზაკთა მიერ საკუთარი კეთილდღეობისა და ხელშეუხებლობის შესანარჩუნებლად მოგონილი ტყუილია! მეტიც, როგორც ერთმა სასულიერო პირმა გაგვათვითცნობიერა, სჯულის კანონში ყველაფერი პირიქით ყოფილა. ამ საკითხზე სჯულის კანონი შინაარსობრივად შემდეგს ქადაგებს: საერო პირს, რომელმაც იცის სასულიერო პირის ავკაცობის შესახებ და არ ამხელს მას, განკითხვის ჟამს იმავე სასჯელით მიეზღვება, რომლითაც უღირს ბერმონაზონთ

დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს სამოცამდე წევრმა გეზი ქუთაისისკენ ავიღეთ. ჯერ არგვეთის მთავართა, დიდმოწამე დავით და კონსტანტინე მხეიძეების წმინდა ნაწილებს ვეთაყვანეთ მოწამეთის ულამაზეს მონასტერში, რომელსაც თავად-აზნაურთა წინამძღოლის, დავით თარხან-მოურავის, მიერ დაწერილი წმინდა გიორგის ხატი შევწირეთ და შემდეგ დავითობის დღესასწაულის მთავარ სავანეს მივაშურეთ _ გელათის მონასტერს, რომელშიც საქართველოს უდიდესი მონარქის საფლავს, მისივე ანდერძის თანახმად, ფეხი დავადგით და პარაკლისიც გადავუხადეთ. მოკლედ, იმედი მქონდა, რომ ქუთაისიდან მხოლოდ დადებითი ემოციებით დატვირთული დავბრუნდებოდი, ემოციებით, რომლებიც ერთხელ მაინც ისეთ სტატიას დამაწერინებდა, რომელიც რუბრიკა “ავი მუსაიფისთვის” შეუსაბამო იქნებოდა, მაგრამ…

გელათის აკადემიის დარბაზიდან ადრე გამოვედი, რადგან, ექსკურსიამძღოლი რასაც გვიამბობდა, და ცოტა იმაზე მეტიც, ზეპირად ვიცი. ჰოდა, უცნობმა ბერმა, რომელიც თურმე “საქართველო და მსოფლიოს” ერთგული მკითხველი ყოფილა, მიცნო და მუსაიფი გამიბა. საუბრის თემა ჩვენი სამშობლოსა და ერის სავალალო აწმყოსა და კიდევ უფრო სავალალო მერმისის მოლოდინი იყო. მე ჩემი ვუთხარი, მან _ თავისი, მაგრამ იმედიანი პასუხი ვერ გავეცით, სამწუხაროდ, უკვე ბანალურადქცეულ კითხვას: გვეშველება რამე?

ამასობაში გელათის ტაძრის ეზოში ორი “ნავაროჩენი” ავტომობილი შემოჯირითდა. ერთი იქვე, ეზოს ალაყაფთან, შეჩერდა; მეორემ კი მწვანე კოინდარზე ჯიქურ განაგრძო სვლა და ზედ ტაძრის მთავარი შესასვლელიდან ორ ნაბიჯზე ინება გაჩერება.

იმ ავტოს ადგილას, უნებურად, ქუჯაი (კონსტანტინე გამსახურდიას მწერლური ფანტაზიის მიხედვით, ქუჯაი დავით აღმაშენებლის მერანს ერქვა) და მასზე ამხედრებული მეფე წარმოვიდგინე, ამის გამო ტანში უჟმურმა ჟრუანტელმა დამიარა, თუმცა მალევე გაქრა ეს უსიამო განცდა, რადგან ვეჭვობ, იმ მკრეხელობას, რომელსაც ტაძრის ეზოში ცხენით (იმჟამინდელი ავტომობილი) შესვლა ჰქვია, არათუ დავით აღმაშენებელი, არამედ, საზოგადოდ, ქართველი მეფე-მთავრები არ კადრულობდნენ…

ჰოდა, სულო ცოდვილო, ვიფიქრე, ამ თავხედობას არმად ნაშოვნი ფულით გაზულუქებული ვინმე “ახალი ქართველი” თუ იკადრებდა-მეთქი, მაგრამ ახლოს მისულს გაცილებით მძიმე სურათი დამხვდა:

მძღოლის გვერდზე დაბრძანებული იყო, რბილად რომ ვთქვათ, შეზარხოშებული ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი _ მეუფე კალისტრატე, რომელიც ავტომობილიდან გადმოუსვლელად ურიგებდა ლოცვა-კურთხევას მორწმუნეებს. ამის შემხედვარეს, გამახსენდა კინოფილმ “ნატვრის ხეში” კახი კავსაძის მიერ განსახიერებული გმირის _ იორამის ფრაზა: მამა ოხროხინე, შენი გაბურძგვნილი თავი მენახოს გილიოტინის ქვეშ!”

* ეს ის კალისტრატეა, რომელიც ამბიონიდან შიზოიდ მიშა სააკაშვილს ოსანას რომ უმღერდა;

* ეს ის კალისტრატეა, რომელმაც მეორე დავით აღმაშენებელი უწოდა ქართველთა სისხლსა და ცრემლში მოვასვასე მიშა სააკაშვილს, რომელმაც შეიფერა მეუფე კალისტრატე-ყანდურის მიერ ნაბოძები თიკუნი და “ნათლიასთან” ერთად ისე “ააშენა” ბაგრატის დიდებული ტაძარი, რომ იუნესკომ ეს ძეგლი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღო;

* ეს ის მამა ოხროხინეა, რომელსაც საპროტესტო სიტყვა არ დასცდენია მის ეპარქიაში, მისივე “ნათლულის” მიერ დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალის ვანდალურად განადგურების გამო;

* ეს ის მეუფე ყანდურია, რომელსაც წმინდა ხატების გვერდით უწმინდური მიშა სააკაშვილის უზარმაზარი ფოტოები “ესვენა”.

ზემოთ არამი ფული და გაზულუქებული “ახალი ქართველი” ვახსენე და ნაც-ფაშისტების 9-წლიანი სადისტური რეჟიმის პერიოდში თუ ვინმე გაზულუქდა, ეს “მეუფე” კალისტრატეა!

ნერვებაშლილმა ავტობუსს მივაშურე. ვიფიქრე, სანამ დანარჩენები მოვლენ, გავთბები და დავწყნარდები-მეთქი, მაგრამ თურმე ჯერ სად ხარ _ ეს ყველაფერი ჟურნალი ყოფილა და კინო მაშინ დაიწყო, როდესაც ავტობუსში პოეტი, საზოგადო მოღვაწე ვაჟა ოთარაშვილი ამოვიდა და თქვა: _ ავტობუსისკენ მომავალს შემეფეთა მეუფე პეტრე, რომელსაც ნაცების ამალა მოჰყვებოდა მარიკა ვერულაშვილის “დედოფლობით”. კონფლიქტური სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ჭყონდიდელ მიტროპოლიტს გზა დავუთმე, მაგრამ, როდესაც დამინახა, მომმართა: რა არაკაცობას, ცილისწამებასა და სიცრუესაც ავრცელებთ მედიაკავშირ “ობიექტივის” ეთერით, ამისთვის ღმერთმა შეგინდოთო. მეუფე პეტრეს (მასპინძლის _ კალისტრატეს მსგავსად, ჭყონდიდელი მიტროპოლიტიც, სავარაუდოდ, შეზარხოშებული იქნებოდა _ დ.მ.) ის ჰქონდა მხედველობაში, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” “ობიექტივის” პირდაპირ ეთერში ბრიფინგი გამართა, სადაც მეუფე პეტრე საქართველოს ეკლესიის ძირგამომთხრელ საქმიანობაში ვამხილეთ და მხარი დავუჭირეთ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქს! მეუფე პეტრეს ვუპასუხე, რომ კაცს, რომელიც საქართველოს ეკლესიის მტერ “რუსთავი 2”-ის ეთერში საათობით ზის, უფლება არ აქვს, ტელეარხ “ობიექტივზე” ისაუბროს და, საერთოდ, სადისტი მკვლელების მფარველი როგორ ბედავ კეთილსინდისიერებაზე საუბარს-მეთქი?.. აი, აქ “ჩაგვიხტა” მარიკა ვერულაშვილი (ცნობისთვის: ეს ის მარიკა ვერულაშვილია, რომელიც, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, მიშიკოს ოპოზიციაში ყოფნისას მისი პირველი ფავორიტი და პრესმდივანი გახლდათ, ხოლო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას უკვე ნაცების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახელ მოხუც ქალბატონებს აშინებდა: ჩვენ, ნაციონალებს, თუ არ აგვირჩევთ, რუსები მოვლენ და 80 წლის ბებრებს გაგაუპატიურებენო. ჰოდა, შაშინებულმა ქართველებმა ისევ ნაცებს მისცეს ხმა. თუმცა რუსები მაინც მოვიდნენ 2008 წლის აგვისტოში, მაგრამ ჰოი, საკვირველებავ, რუს ჯარისკაცებს, ვიმეორებ რუს ჯარისკაცებს და არა ოსების ბანდფორმირებებს, ცუდუბრალოდ ხმა არ გაუციათ მოსახლეობისთვის _ დ.მ.), _ რომელ სადისტ მკვლელებს იფარავდა, ბოლოს და ბოლოს, მეუფეო?

მივახალე: რომელ სადისტ მკვლელებს და ძმებ ახალაიებს და, საერთოდ, შენისთანა მეუფე-ყანდურებმა დაღუპეს ეს ქვეყანა-მეთქი, და პეტრემ გაცლა არჩიაო.

ბატონი ვაჟა ოთარაშვილი ჩემი მეგობარია და ამ ამბის მოსმენის შემდეგ ვინანე, რომ იქ არ ვიყავი, რადგან, იქ რომ ვყოფილიყავი, ვეჭვობ, მეუფე პეტრე (ყანდური) ასე იოლად გადარჩენილიყო… კიდევ ერთი სინანული გამახსენდა: დღემდე ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის ის, რომ მიზეზთა გამო არ მივედი დიდი ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზე, სადაც, გელათის ინციდენტისა არ იყოს, ვაჟა ოთარაშვილს უჩემოდ მოუწია ბიძინა ივანიშვილის ავყია ნათქვამზე პასუხის გაცემა _ პატრიარქიც ჩვეულებრივი ადამიანია და მისი კრიტიკა, რატომაც არა, მოსულაო! ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენელთა შორის ერთადერთი ვაჟა ოთარაშვილი აღმოჩნდა პასუხის გამცემი ჭორვილელი მილიარდერის იმ უგუნურად (თუმცა, ვინ იცის, იქნება გონიერადაც?) ნათქვამზე, რომლის გამოც დაიწყო ის, რაც დღეს ხდება საქართველოს დედაეკლესიაში _ მისი ერთიანი სხეულის ნგრევა დანაწევრების ჯერჯერობით შეუქცევადი პროცესი!

ამ წერილის პროლოგი, ერთი შეხედვით, ეწინააღმდეგება ეპილოგს, ანუ მავანი მეტყვის: რას ერჩი ბიძინა ივანიშვილს, ყველა სასულიერო იერარქის კრიტიკა თუ შეიძლება, პატრიარქის რატომ არაო? _ რატომ და, ჯერ ერთი, ქართველი ერის სულიერი მამა “ყველა” არ არის და ამიტომაც სარგებლობს მისი უწმინდესობა საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით; მეორე _ გააჩნია, ვინ და რა მიზნით აკრიტიკებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

მეუფე-ყანდურებსა და არასამთავრობო თუ სამთავრობო ხლისტებს, ლიბერასტულ მედიასაშუალებებს ნამდვილად არ აქვთ ილია მეორის გაკრიტიკების, მით უმეტეს, განქიქების უფლება!

დავით მხეიძე

P.S. ამას წინათბიბისიმსაქართველოს შესახებ გამოაქვეყნა საქებარი წერილი, გვიწონებენ დემოკრატიის კუთხით გატარებულ რეფორმებს, ნატოსკენ სწრაფვას და .., მაგრამ ბოლოს მაინც გვისაყვედურეს: სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენაო. დამეთანხმებით, რომ შეურაცხმყოფელი გულახდილობაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება თუ მისი საპარლამენტო ოპოზიცია, ასოების კორპუსი, .. ნაციონალური ტელევიზიები ნეოლიბერასტულრუსოფობიულია, კლების მაგივრად, სულ უფრო იმატებს განწყობა, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა შევიდეს. დასავლეთი მიხვდა, რომ, თუ პოლიტიკური ხელისუფლების მსგავსად, ეკლესიის ხელისუფლებაც ლიბერასტებს არ გადააბარეს, მათ მზაკვრულ გეგმებს საქართველოში განხორციელება არ უწერია, ამიტომაც დაიწყეს გადამწყვეტი შეტევა საპატრიარქო ტახტის ხელში ჩასაგდებად.

გახსოვთ, ალბათ, საქართველოს საპატრიარქოს იერარქების ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც კაპიტოლიუმის ფონზე მეუფე იაკობმა განაცხადა: “ვაშინგტონში ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ”. რა იგულისხმაბევრ რამეშიბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსმა ვაშინგტონში მისი მეორე, ამჯერად ინდივიდუალური ვოიაჟისას გამოჩნდა ნაწილობრივ, როცა ასევე კაპიტოლიუმის ფონზე განაცხადა: 2013 წლის 17 მაისს რუსთაველზე იმისთვის ვიყავი, რომ ლგბტ პირების უსაფრთხოება დამეცვა და დავიცავი კიდეცო.

ანუ სულ ტყუილად გვეგონა მეუფე იაკობი გეიაღლუმის ჩატარების უპირველესი მოწინააღმდეგე და, აქედან გამომდინარე, ტრადიციული ღირებულებების დამცველი. გიორგი მამალაძესციანიდის საქმეშეუკერეს და უდანაშაულო კაცი ზის ციხეშიო; მეუფე შიოს პატრიარქის მოსაყდრედ დანიშვნა არაფერს ნიშნავს, ისიც ჩვეულებრივი მეუფეაო და .. ეტყობა, კაპიტოლიუმის ბორცვიდან მართლაც სხვანაირად მოჩანსბევრი რამდა ამიტომ ისღა დაგვრჩენია, საზეიმოდ მივულოცოთ მეუფე იაკობს გაყანდურებასერიოზულად კი: სად ხართ, მეუფე შიო, იობ და მათი გუნდის წევრებო? ქვეყანა იღუპება, რას დადუმებულხართ!

დაგვიძახეთ და ქუდზე კაცი გამოვალთ!

1 COMMENT

  1. საღოლ დავით! კარგად ამბობ ყველას სათქმელს! ჩემი სახელით რატომ არ მოიკითხე სურენას ფანი პეტრე? 🙂

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გიორგი ბერეჟიანი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here