Home ახალი ამბები საქართველო “დიდგორობა _ 2018”

“დიდგორობა _ 2018”

1631
“დიდგორობა _ 2018”

დიდგორის ბრძოლა _ ძლევაი საკვირველი 1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქსელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ თბილისის მისადგომებთან _ დიდგორის ველზე.

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში. საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.

წელს დიდგორის ბრძოლიდან 897-ე წლისთავი აღინიშნა. საზეიმო მსვლელობა მუშტაიდის ბაღიდან ახალგაზრდების მსვლელობით დაიწყო, შემდეგ კი დიდგორის ველზე გადაინაცვლა.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებსა და მოსახლეობას დიდგორობა მიულოცეს და 9 საუკუნის წინანდელი გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ცერემონია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით გაგრძელდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის უფროს ლეიტენანტ ალუდა ჩიქოვანსა და კაპრალ რევაზ ყოლბაიას უწყებრივი მედლები “დიდგორის ჯვარი” გადასცა.

აღნიშნული ჯილდო თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2014 წელს დააწესა და ყოველი წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე გამორჩეულ სამხედროებს გადასცემს.

სახალხო დღესასწაული “დიდგორობა _ 2018” ხალხური სიმღერებითა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა. ასევე ჩატარდა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here