Home რუბრიკები პოლიტიკა დიახ, 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია _ უნდა გავარკვიოთ, დამოუკიდებლობა გვინდა თუ კვარტალში...

დიახ, 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია _ უნდა გავარკვიოთ, დამოუკიდებლობა გვინდა თუ კვარტალში ერთხელ ვალად შემოტენილი რამდენიმე ათეული მილიონი

შარლ მიშელის დოკუმენტზე უარის თქმისა და შეთანხმებიდანქართული ოცნებისგასვლის შემდეგ არსებობდა სერიოზული მოლოდინი იმისა, რომ ევროპა დაგვსჯიდა. ასეც მოხდა _ დახმარება, რომელიც საქართველოს უნდა მიეღო ევროპიდან, შეჩერდა, თუმცა ალალად ვთქვათ: ეს არ იყო საჩუქარი, ეს იყო ვალი, რომელსაც დახმარება დაარქვეს და ისეგვტენიდნენ”. სწორედ გვტენიდნენ, რადგან, თუ აქამდე მოსახლეობას ეგონა, რომ ევროპა კეთილ ნებას იჩენდა და კვარტალში ერთხელ ას მილიონამდე ევროთი გვასაჩუქრებდა ხოლმე, ახლა გაირკვა, რომ ამ ყველაფერს ვალად გვაძლევდა, ოღონდ შეღავათიანი პროცენტით. სანამ ევროკავშირი დახმარებაზე უარს გვეტყოდა და ყურს აგვიწევდა, ხელისუფლებამ დაასწრო და დახმარებაზე თვითონ თქვა უარი: ჩვენი ფულიც საკმარისი გვაქვს და ამ ეტაპზე ვალის დამატება აღარ გვჭირდებაო. პირველი შემთხვევაა, როცა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ეს დახმარება კი არა, ვალი იყო, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი სესხი.

ევროპარლამენტარებმა _ ვიოლა ფონ კრამონმა (გერმანია) და ანდრიუს კუბილიუსმა (ლიეტუვა) “ქართული ოცნების” მთავრობა ევროკავშირის 75 მლნ ევროს ოდენობის სესხზე უარის გამო გააკრიტიკეს. ევროპარლამენტარმა კრამონმა თქვა, რომ საქართველომ სესხისთვის საჭირო პირობები ისედაც ვერ შეასრულა და აღნიშნა, “უარს ვერ იტყვით იმაზე, რაც ისედაც არ გეკუთვნოდათ”-ო. ესეც პირველი შემთხვევა იყო იმისა, რომ ევროპარლამენტარებმა დახმარებას სესხი დაარქვეს და ვაღიაროთ, ამაზე კარგს ვერაფერს იზამდნენ. გამოჩნდა, დადასტურდა, რომ ისინი კი არ გვეხმარებიან, არამედ ვალებში გვახრჩობენ და მაშინაც კი, როცა სესხი არ გვჭირდება (და ხელისუფლება ამბობს, რომ არ გვჭირდება), ძალით გვტენიან. საქართველოს მთავრობა ევროპას უარს ვერ ეუბნებოდა და წლიდან წლამდე დახმარებას იღებდა. ყველას გემახსოვრებათ, რომ ასეთიდახმარებებიბოლო ათწლეულის განმავლობაში კვარტალში ერთხელ ყოველთვის მიგვიღია, ანუ მიგვიღია თანხა, რომელიც ჩვენი გადასახდელია.

ევროპარლამენტარებთან დაპირისპირებამ იმდენი კულუარული ამბავი გამოიტანა სააშკარაოზე, რომ თმა ყალყზე დაგვიდგა. თურმე, როცა დასავლეთი სასამართლო რეფორმას გვიწუნებდა და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევადანიშვნის შეჩერებას ითხოვდა, გულში სხვა რამ ედო. ახლა გაირკვა, რომ ევროპარლამენტარებს საკუთარი კანდიდატები ჰყავდათ ქართული სასამართლოსთვის გამზადებული. მათი დანიშვნის შემთხვევაში ქართული სამართალი ევროპულად მოიჭრებოდა _ ევროპარლამენტარების მიერ დანიშნული პირები გადაწყვეტილებებს მათი სურვილის გათვალისწინებით მიიღებდნენ.

“ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი”, _ თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამით ევროპას მიანიშნა, რომ მიშელის დოკუმენტსა და ვალზე უარის თქმა მხოლოდ პირველი ნაბიჯებია იმისკენ, რისკენაც ხელიუფლება ისწრაფვის. ეს სწორედ ის არის, რასაც ამდენი ხანი ვითხოვთ და ვამტკიცებთ _ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ის ხაზი, რომელიც სურს ქართველ ერს და არა ის, რომელიც სურს ევროპასა თუ აშშ. ხელისუფლებამ, უწინარესად, უნდა იზრუნოს საკუთარ ქვეყანაზე და არა იმაზე, რა სურს დასავლეთს, და გადაწყვეტილებებიც სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს.

ისე არ გაიგოთ, თითქოს ევროპა ამ ყველაფერს მარტივად შეეგუა. პირიქით _ ბოლო კვირებია, ოპოზიცია 2 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს და გაჰყვირის, რომ სწორედ ამ დღეს გადაწყდება, საით მიდის საქართველო. საკითხის ასე დაყენებას უკვე ჩვენც ვეთანხმებით, რადგან ხელისუფლებამ, როგორც იქნა, მკაფიოდ გამოხატა პოზიცია და სურვილი, რომ დამოუკიდებლობა და დასავლეთის მარწუხებიდან გათავისუფლება სურს. ოპოზიცია კი თანახმაა, ხელისუფლებაში დაბრუნების სანაცვლოდ, ისევ უსიტყვოდ აიღოს ვალები, ისევ უსიტყვოდ დაემორჩილოს ევროპარლამენტარებს და მათი ნებისმიერი სურვილი კანონად აქციოს. ეს არის რეფერენდუმი იმის გასარკვევად, დამოუკიდებლობა გვსურს თუ მონობა. მონობის გარდა, ვერაფერს დავარქმევთ იმას, რაც აქამდე ხდებოდა: ევროპა და ამერიკა საკანონმდებლო დღის წესრიგს გვიწერდნენ და გვაიძულებდნენ, ეს დღის წესრიგი შეუცვლელად გაგვეტარებინა. რომ არა ბოლო წვეთი, რომელიც ევროპამ მიშელის დოკუმენტის სახით გადმოგვიგდო, შესაძლოა, არც არაფერი შეცვლილიყო, მაგრამ სწორედ მიშელის დოკუმენტით ნათლად დადგა ეჭვქვეშ საქართველოში კონსტიტუციური წესრიგი და ხალხის ნება. სწორედ მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იმავე ევროპამ და ამერიკამ აღიარეს, ხელმეორედ ჩატარდებოდა, თუ ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%- ვერ აიღებდა. რა შუაში იყო ერთი არჩევნები მეორესთან, მხოლოდ ევროპამ იცოდა. მათ ვერ მოახერხეს ხელისუფლების შეცვლა, ვერ მოახერხეს ბოლომდე დამონებული ოპოზიციის მთავრობაში მოყვანა და ახლა ამ გზით ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას. ამაზე მიანიშნებს ისიც, რომ ყველასთვის მოულოდნელად მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერანაციონალურმა მოძრაობამ”. მათ მიიღეს გარანტია იმისა, რომ, თუოცნება” 2 ოქტომბრის არჩევნებში 43%- ვერ მოაგროვებს, დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გაიმართს. ეს იმის მიუხედავად, რომ მმართველმა გუნდმა გასაგებად თქვა, _ ჩვენ კონსტიტუციას არ დავარღვევთ და, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართებაო. ამას დასავლეთი არ ეთანხმება, არ სცნობს ჩვენს კონსტიტუციას და სურს, მაშინ ჩავატაროთ არჩევნები, როცა მათ მოეპრიანებათ.

დასავლეთმა კარგად იცის, რომ ოპოზიციას არ აქვს მთავარი _ ადამიანური რესურსი, მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ ქართველ ხალხს ძალიან, ძალიან უჭირს, ამიტომ მათ ღრმად სწამთ, საჭირო თანხის მობილიზების შემთხვევაში ფულის გამო ქუჩაში ადამიანების გამოყვანას და ხელისუფლების თუნდაც რევოლუციური გზით გაშვებას მოახერხებენ. ამიტომ უშვებს ევროპა და ამერიკა 2 ოქტომბრის არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელს. ამ დამკვირვებლებმა მცირე გადაცდომაც კი კატასტროფად უნდა შეაფასონ და ათასობით საჩივარი დაწერონ, რადგან უდიდესია შანსი იმისა, რომოცნება” 43%-იან ბარიერს გადალახავს და ამის შემდეგ არჩევნები არალეგიტიმურად სწორედ დამკვირვებელთა საჩივრების ფონზე უნდა გამოცხადდეს.

დასავლეთი წყობილებიდან გამოიყვანა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებამაც. “საქართველოს თუ ნამდვილად არ სურს “რუსული კარტის გათამაშება” დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად, მაგრამ სურს, იცხოვროს ნორმალურად ჩვენთან, როგორც მეზობლის გვერდით, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ. ოფიციალური მოსკოვი მზადაა ურთიერთობების აღსადგენად”, _ განაცხადა ლავროვმა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩრდილოელი მეზობელი მზად არის, საქართველოს ყველა დონესა და ყველა საკითხზე პირისპირ ესაუბროს? რა თქმა უნდა, ნიშნავს და დასავლეთს ხელს არ აძლევს, საქართველო რუსეთთან ერთიერთზე სასაუბროდ დაჯდეს. ასეთ შემთხვევაში, უდიდესია იმის შანსი, რომ ურთიერთობა დარეგულირდეს და ყველა მიმართულებით სასიკეთო ძვრები დაიწყოს. ეს საბოლოოდ გამოაჩენს დასავლეთის სახეს და საბოლოოდ დამტკიცდება, რომ ამ ხნის განმავლობაში ურთიერთობების მოგვარებას სწორედ დასავლეთი უშლიდა ხელს და მერე ვერანაირი თანხა ვეღარ შეაფერხებს პროცესს.

ვთანხმდებით, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები მართლაც რეფერენდუმია. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, დამოუკიდებლობა გვინდა თუ კვარტალში ერთხელ ვალად შემოტენილი რამდენიმე ათეული მილიონი. ცოდვა გამხელილი სჯობს, საქართველოს რიგითი მოქალაქეებიდან ერთიც ვერ იტყვის, აქამდე მიღებული თანხები სად მიდიოდა, ვის ჯიბეში ილექებოდა და, საზოგადოდ, ვალის დაგროვების გარდა, რა მიიღო ამდახმარებებიდანქვეყანამ. უბრალოდ, უფრო და უფრო ვხდებოდით დასავლეთზე დამოკიდებული და სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ ადრე აღებულ ვალებს ახლა შეგვახსენებენ, აღარ გადაანაწილებენ და ერთიანად მოგვთხოვენ გადახდას. ეს კი საქართველოს ეკონომიკას უდიდეს დარტყმას მიაყენებს, მით უმეტეს, პანდემიის ფონზე, როცა, საქართველო კი არა, მსოფლიო განიცდის კრიზისს და უდიდესი კორპორაციები, ისეთები, საქართველოს ბიუჯეტზე მეტი რომ აქვთ, პრობლემებს ვერ უმკლავდებიან.

ამაზე უარესი გადაგვიტანია, ამაზე უარესადაც ვყოფილვართ და ამასაც გადავიტანთ. ადრე თუ გვიან, ქართველი ხალხი ყოველთვის ახერხებდა მონობის უღლის გადაგდებას და ახლა სწორედ ეს დრო დადგა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ევროპასა და ამერიკას უნდა დავშორდეთ და სხვა ქვეყნის ქვეშევრდომი უნდა გავხდეთ. არა, ჩვენ უნდა გავხდეთ რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის პირველ პირებს რომელიმე ქვეყნის ელჩი კი არ შეუდგენს დღის წესრიგს, არამედ თავად შეარჩევენ და დანიშნავენ მოსამართლეებს. ჩვენ დამოუკიდებლობა გვინდა, დამოუკიდებლობა ყველასგან და ყველაფრისგან და, რაც მთავარია, მეგობრული, ცივილიზებული დამოკიდებულება, უწინარესად, მეზობლებთან და შემდეგ _ დანარჩენ სამყაროსთან.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here