Home რუბრიკები პოლიტიკა დიახ, 1941-1945 წლების ომი ქართველებისთვის დიდი სამამულო ომი იყო!

დიახ, 1941-1945 წლების ომი ქართველებისთვის დიდი სამამულო ომი იყო!

ვაკის პარკი

ნეოლიბერალური იდეოლოგია, მე ვიტყოდი, აგრესიული ნეოლიბერალიზმი რამდენიმე არაზეა (თუ შეიძლება ასე ითქვას) დაფუძნებული: არა ნაციონალურ სახელმწიფოს, ანუ სამშობლოს ცნებას; არა ეროვნებას; არა ოჯახის ინსტიტუტს; არა სქესს და, აქედან ლოგიკურად გამომდინარე, მთავარი არა _ არა რელიგიას, ანუ ღმერთს.

დიახ, ამ ჩამონათვალში მთავარია არა ღმერთს, რადგან, როგორც ფიოდორ დოსტოევსკი ამბობს, “თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი შეიძლება”. გნებავთ, “ყველაფერი მოსულა”, თუ დიდი რუსი მწერლისა და მოაზროვნის ნათქვამს გავაჟარგონებთ…

“ყველაფერი მოსულა” კი მრავალ პატარ-პატარა “არა”-ს გულისხმობს: არა უფროსუმცროსობას, მამაშვილობას, დაძმობას, წინაპართა ხსოვნას და ა.შ. სხვა მრავალ “უმნიშვნელო” ზნეობრივ-სულიერ ღირებულება-ფასეულობას, რომლებითაც ადამიანი ცხოველისგან განსხვავდება.

წინამდებარე წერილის მთავარი თემაა ისტორიის ცოდნა, გნებავთ, პირიქით _ მწვანე შუქი ისტორიის გაყალბებას…

აგერ, კიდევ ერთი 9 მაისი _ დიდ სამამულო ომში ფაშისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების 73-ე წლისთავი.

ასე გვასწავლიდნენ არა მხოლოდ საბჭოთა სკოლაში, არამედ ოჯახშიც, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ომი საბჭოთა ხალხისთვის დიდი სამამულო ომი იყო და არა მეორე მსოფლიო ომი, რომლის დამთავრებას “განათლებული” დასავლეთი ჩვენგან, “ბნელი” საბჭოელი “გრუზინებისგან”, განსხვავებით, 9 კი არა, 8 მაისს აღნიშნავს.

და მერე რა?

არც არაფერი. ამ ერთდღიან ცდომილებას მხოლოდ დროის ფაქტორით ხსნიდნენ ჩვენი შინაური თუ გარეული მტერ-მოყვარენი _ როდესაც მოსკოვს ჩამოაღწია მოკავშირეთა (სსრკ, აშშ, ინგლისი, საფრანგეთი) წინაშე გერმანიის მიერ 8 მაისს ხელმოწერილმა უპირობო კაპიტულაციის აქტმა, საბჭოეთის დედაქალაქში უკვე 9 მაისი იყოო.

ასე იყო ბოლო პერიოდამდე, ანუ, სანამ ხსენებული აგრესიული ნეოლიბერალური არმადა, აშშ-ის მეთაურობით, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ფასეულობა-ღირებულებათა უარყოფის გზას დაადგებოდა. აქედან გამომდინარე, 8 თუ 9 მაისის იწილო-ბიწილო სხვა არაფერია, თუ არა ისტორიის გაყალბების მცდელობა _ ფაშიზმის დამარცხების საქმეში სსრკ-ის გადამწყვეტი როლის უარყოფა წერილის თავში ნახსენები რამდენიმე “არა”-ს გრძელი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია მხოლოდ.

საქართველო ხომ ევროპა-ამერიკისკენ მიისწრაფვის? ჰოდა, ეს სწრაფვა იმასაც მოითხოვს, რომ “ცივილიზებულ” ევროპას “ველურმა” ქართველებმაც მივბაძოთ _ დიდი სამამულო ომის ნაცვლად, გამოვიყენოთ ტერმინი მეორე მსოფლიო ომი და, შესაბამისად, 9 კი არა, 8 მაისს აღვნიშნოთ ხოლმე ფაშიზმის დამარცხების წლისთავი.

საქართველოში 9 მაისის 8 მაისით ჩანაცვლების პირველი მცდელობა ჯერ კიდევ 2011 წელს სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ზეობის ხანაში ჰქონდათ ქართველზაპადნიკებს”, თუმცა მეტნაკლებად უშედეგოდ, მაგრამ ეს მეტნაკლებობა წლიდან წლამდე ქართველ ნეოლიბერასტთა სასარგებლოდ იცვლება _ დიდი სამამულო ომის მონაწილეთა შემცირების პირდაპირპროპორციულად. დღეს დიდი სამამულო ომის ვეტერანთა რაოდენობა 2 ათასი კაციც აღარ არის.

1941-1945 წლების ომი დიდი და სამამულო რომ იყო საბჭოეთისთვის და არა ბანალური _ მეორე მსოფლიო ომი, ამას ციფრებიც ცხადყოფს: მეორე მსოფლიო ომში დაახლოებით 400 ათასი ამერიკელი დაიღუპა, 380 ათასი _ ბრიტანელი, ამაზე ოდნავ მეტი შესწირეს და, ბოლო დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, სსრკ-ის 26 მილიონიანი მსხვერპლი რომ არ ვახსენოთ, პატარა საქართველომ, იმხანად 2,2 მლნ მოსახლეობით, აშშ-დიდ ბრიტანეთზე არანაკლები მსხვერპლი გაიღო ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში _ და თუნდაც მხოლოდ ამიტომ ის ომი ჩვენთვის, ქართველებისთვის, დიდი სამამულო ომი იყო! ისიც უნდა ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ევროპელთა 86% (!) ჰიტლერის არმიის რიგებში ბრძოლისას დაიღუპა.

ე.წ. ლენდ-ლიზი, ანუ აშშ-ის მიერ სსრკ-ისთვის სამხედრო ტექნიკითა თუ სურსათით გაწეული დახმარება საყვარელი თემაა შინაური თუ გარეული ლიბერასტებისთვის, რომელთა გასაგონად ვიტყვი: ჯერ ერთი, ის დახმარება სულაც არ იყო უანგარო _ ტანკები იქნება ეს, ავტომობილები თუ კუს კვერცხები, ყველაფერში ოქროს იხდიდა სტალინი და უმთავრესი _ სწორედ ამ “ლენდ-ლიზში” დადებულმა ოქრომ დაასრულა ამერიკაში ე.წ. დიდი დეპრესია, ეკონომიკა სტაგნაციიდან გამოვიდა, განვითარება დაიწყო და, როდესაც საბჭოთა ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო ომში იყო ჩაბმული, აშშ-ის ბარ-რესტორნებში ისე “უბერავდნენ” ჯაზმენები, ვითომ არაფერი ხდებოდა. ამ ჯაზის ჰანგების ფონზე ამერიკა და ამერიკელები მდიდრდებოდნენ და მდიდრდებოდნენ ჩვენგან აღებული ოქროთი.

ახლა კი ჰოლივუდში ისეთ ფილმებს იღებენ, თითქოს ფაშიზმი “რიგითმა რაიანებმა” გაანადგურეს და, თუ სსრკ მონაწილეობდა ამ ომში, ისე, უმნიშვნელოდ…

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ დიდი სამამულო ომის განქიქება საქართველოში დღეს არ დაწყებულა. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ე.წ. ეროვნული მოძრაობის ოდიოზი ლიდერების ბაგეთაგან ისმოდა, რომ ის ომი ჩვენი ომი არ იყო; რომ გაემარჯვა ჰიტლერს, ახლა, “ჟიგულევსკი პივას” კი არა, ბავარიულ ლუდს დავლევდით; რატომ დაიღუპა ასიათასობით ქართველი, როდესაც გერმანელებს ქართულ მიწაზე ფეხი არ დაუდგამთ, ეგ სულ სტალინის ბრალი იყოო და ათასი სისულელე.

არადა, უზარმაზარ საბჭოეთს რომ თავი დავანებოთ, პატარა საქართველოში ოჯახი არ დარჩენილა, დიდ სამამულო ომში ახლო ნათესავი არ დაღუპვოდა. ამ მხრივ არც ჩემი ოჯახია გამონაკლისი და წინამდებარე წერილს ამ ამბის თხრობით დავასრულებ; ამბის, რომლის მიხედვით საინტერესო ფილმის გადაღებაც იქნებოდა შესაძლებელი: “და თუ სტალინმა მიკითხოს, უთხარ, არ ვიყავ ჯაბანი”.

1934 წელს მამაჩემის ბიძა, ჩემი ბაბუა გივი ჯორკოშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. სწორედ ამ წელს პირადად სტალინის მითითებით კავშირის მასშტაბით დაწყებულა “ვისოკი, კრასივი” ბიჭების “დავერბოვკება” მაშინ ჯერ კიდევ ახალფეხადგმულ საბჭოთა ავიაციაში. ჰოდა, ერთ-ერთი ასეთი ბაბუაჩემიც აღმოჩნდა. ის იმ არმიას შეუერთდა, რომელსაც შემდეგ “სტალინსკი სოკოლებს” _ სტალინის შევარდნებს ეძახდნენ.

ქიზიყში დაბადებულ შევარდენს, თავისი “ოტეც სოლდატაც” ჰყავდა _ უნივერსიტეტში უბრალო კარისკაცად მომუშავე ადამიანი, რომელსაც მაშინდელი ქალაქი სიყვარულით ძია მოსეს ეძახდა, ჩემი დიდპაპა, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ვახსენებ, რომ ამ სევდიანი ამბის მთავარი პერსონაჟია.

გივის ავიაპოლკი მოსკოვთან ახლოს, მდინარე კლიაზმასთან ყოფილა დისლოცირებული, საიდანაც მისი ავიაგამანადგურებელთა ესკადრილია მძიმე ბომბდამშენებს დამცავ ესკორტად მიჰყვებოდა ღამეული დაბომბვებისას, მათ შორის, ბერლინისაც.

გივის წესად ჰქონია, იქვე მცხოვრები, ულამაზეს ნინა სოსეიკინას სახლის თავზე უმაღლესი პილოტაჟის ელემენტების დემონსტრირებით ეცნობებინა ფრონტული სიყვარულისთვის, _ უვნებლად დავბრუნდიო.

ერთხელ ტრიუკების ჩვენებისას გივის გამანადგურებელი შემთხვევით გამოსდებია მაღალ ალვის ხეს და მსუბუქად დაზიანებულა. გივიმძიმედდაუსჯიათ: თვითმფრინავის რემონტის თანხა ხელფასიდან დაუქვითავთ, ხოლოდამნაშავეთავისი თვითმფრინავით 1944 წლის თებერვალში თბილისის 31- ქარხანაში ჩამოფრენილა. სანამ თვითმფრინავს გაარემონტებდნენ, რამდენიმე დღით მშობლიური ქიზიყი მოუვლია, ნათესავმეგობრები მოუნახულებია.

თბილისში დაბრუნებულ შვილს დიდი ყოყმანის შემდეგ ძია მოსემ მაინც შეჰბედა და ქიზიყურად, გლეხურად უთხრა: “ე ომი საცაა გათავდება, გიტლერს უშენოდაც მაუგრეხენ კისერსა; აქ ერთი ცალხელა კაცია, პირდაპირ “აკოპიდან” ამაიყავს ხალხი; შენ აქა მყავხარ; მოდი, ცოტა ფულ მივცემ და იგეთ საბუთ გაგიკეთებს რომა”…

მაგას რას ამბობ, მამი (არ დაამთავრებინა თურმე მამას სათქმელი), შენს გაზრდილს ეგ როგორ მკადრე, იქ მე ამხანაგები მელოდებიან, პარტიას, სტალინს აქვს ჩემი იმედიო, და ის ორიოდე დღე, რომლებიც წასვლამდე იყო დარჩენილი, მამისთვის, ძია მოსესთვის, ხმა არ გაუცია; როგორც ქიზიყში იტყოდნენ, მამის უმძრახად წასულა ფრონტზე…

1944 წლის 4 ნოემბერს გივის რომელიღაც გენერალი უნდა წაეყვანა ფრონტის ხაზზე, მაგრამ მისი თვითმფრინავი დივერსიული აქტის გამო აფერნისთანავე აფეთქებულა და ახლა ძმათა სასაფლაოზე განისვენებს ქიზიყელი “ღიმილის ბიჭი”, რომლისგან სახსოვრად ძია მოსეს ნაჩუქარი სამხედრო ქამარი დარჩა, მამაჩემს კი _ ლამაზი ბებუთი და კიდევ _ დეპეშები, დეპეშები, რომლებსაც ნინა სოსეიკინას სატრფოს დაღუპვის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში უგზავნიდა გივისთვის ჩვეული ლაკონური ტექსტით: “Жив, здоров, целую”.

დიდ სამამულო ომში გამარჯვების 73-ე წლისთავს გილოცავთ, პირველ რიგში, ომის ვეტერანებო, ღმერთმა დიდი დღენი მოგცეთ და შემდეგ იმ ახალგაზრდებსა თუ სხვებს, ვისაც მიაჩნიათ, რომ ის ომი ქართველებისთვის დიდი სამამულო ომი იყო.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here