Home ახალი ამბები დეპუტატი ხალხის წინაშე – საქმენი და სათქმელი მაჟორიტარისა

დეპუტატი ხალხის წინაშე – საქმენი და სათქმელი მაჟორიტარისა

1131

 

გურჯაანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს დავით სონღულაშვილს საარჩევნო კამპანიიდან მოყოლებული (არჩევნები მან დიდი უპირატესობით მოიგო)  კვალში ვედექით და ადგივლობრივ მის მუშაობას დროდადრო ვაშუქებდით.

2018 წლის საგაზაფხულო სესიის წინ დრო დადგა გაწეული საქმიანობის შეჯამების. 

“საქართველო და მსოფლიო”, დავით სონღულაშვილს ესაუბრა.

-ბატონო დავით, მოდით, ეს ინტერვიუ დავიწყოთ იმით, რისი გაკეთებაც 2017-ში ვერ მოასწარით.

-ასეთი საქმე სულ ორია: პირველი ტექნოპარკის გახსნაა, რომელსაც შარშან ჩავუყარეთ საფუძველი, წლეულს თანხა უკვე გამოყოფილია ამ პროექტის განსახორცილელებლად. მეორე: გურჯაანის დასვენების უნიკალური პარკის რეაბილიტაციაა, რომელიც 2018-ში აუცილებლად განხორციელდება.

-ძალიან გაქუცულია.

-მოუვლელი იყო. განახლების პროქტი საკმაოდ მაშტაბურია. აქ გაიხსნება ბავშვთა  გასართობი ცენტრი, საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტები, შეივსება მცენარეული საფარი და ა.შ. ორ კვირაში მზად იქნება სატენდერო წინადადება პროექტებზე. მაის-ივნისში, ვფიქრობთ, დაიწყება სამუშაოები.

-ხმები მოდის, ხალხი კმაყოფილიაო იმით, რასაც გურჯაანში აკეთებთ, და რაც არცთუ ხშირია ჩვენს სინამდვილეში.

-აბა, რა გითხრათ? თუ რომ კარგი საქმე გაკეთდა, ისევ ამომრჩევლებთან სისტემატური კონტაქტის შედეგია, მათი მოთხოვნების შესწავლის და გათავისების. პრაქტიკულად კვირაში 2-3 დღე გურჯაანშ ვართ, არ ვზივარ კაბინეტში და იქ არ ველოდები პრობლემებს, დავდივარ სოფლებში, ვენახებში ვხვდები ხალხს.

-რა გვინდაო, რას ამბობენ?

-ჩემმა ბიურომ 2017 წელს 2000 კაცზე მეტი მიიღო და შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ ჩემი, როგორც დეპუტატის, კომპეტენციის ფარგლებში. ზოგი საკითხი ჩვენ მოვუგვარეთ, ბევრიც მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული ხელისუფლების აქტიური თანადგომით გადავუწყვიტეთ. ძირითადად დასაქმების პრობლემა აწუხებს ხალხს, სოციალური საკითხებიც – საკმაოდ ხშირად.

-კონკრეტიკაზე რომ გადავიდეთ, შეიძლება?

-სწორედ ამას ვაპირებდი.

დაიწყო გურჯაანი-ბაკურციხის საგზაო მაგისტრალის მშენებლობა.

-იქაურები უკმაყოფილონი რომ იყვნენ, პარამეტრები ირღვევა და ვზარალდებითო, ამ მაგისტრალთან იყო დაკავშირებული?

-კი, ეს იყო. იმთავითვე წერილით მივმართე გზის მშენებელ კომპანიას, ჩატარდა დამატებითი კვლევა. დადგინდა, რომ მშენებლობა არ დააზიანებს  მოსახლეობის საცხოვრებელს, არიქნება მავნებელი და ზარალს არ მიაყენებს. უკმაყოფილების ტალღა, რომელიც უფრო ემოციური იყო, დაცხრა. უფრო მეტიც, ამ კომპანიის – „ბლექსი ჯგუფის“,  ტექნიკური უნივერსიტეტისა და დეპუტატის ბიუროს ერთობლივი პროექტით, სტუდენტები, რომლებიც საინჟინრო მიმართულების ფაკულტეტზე სწავლობენ, მივიწვიეთ ფასიან სტაჟირებაზე. სწორედ ამ მაგისტრალის მშნებელობაზე  მუშაობნდნენ თავიანთი სპეციალობების მიხედვით, იძენდნენ პრაქტიკულ გამოცდილებას და, ამასთან,  ანაზღაურებასაც იღებდნენ. ოცდაათამდე სტუდენტმა იმუშავა აქ შარშანდელ ზაფხულში. ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა ჩვენს ინიციატივას.

შემდეგ: დასრულდა სოფლების კალაუბნის, ვაჩნაძიანის, კახიფარის და ჯიმითის გაზიფიცირება. დღეისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები სრულად არის გაზიფიცირებული.

ვაზისუბნის ღარიბაანთ კარისა და სოლოლაკის  უბნების მოსახლეობას წინასაარჩევნო შეხვედრის დროს დავპირდი შიდაგზების რეაბილტაციას და შევუსრულე კიდეც.

სოლოლაკი?

-კი. გურჯაანშიც გვაქვს სოლოლაკი… კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის შემაერთებელი გზაც კეთილმოეწყო. ესეც ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

აშენდა ვეჯინის ამბულატორია, რაც ამ სოფელში მთხოვეს წინასაარჩევნოდ. გავხსენით C ჰეპატიტის კაბინეტი, რომელიც მანამდე არ გვქონდა და რომელიც C ჰეპატიტის პროგრამაშია ჩართული. მოსახლეობას ადგილობრივარ მკურნალობის საშუალება მისცა.

მილენიუმის ფარგლებში კოლაგის, ვეჯინის, სოფელ გურჯაანის უძველესი სკოლები სრულად იქნა რეაბილიტირებული, ზოგი უკვე დასრულებულია, ზოგიც დღე-დღეზე დამთავრდება.

გარკვეული სამუშაოები ჩავატარეთ გარემოს დაცვის კუთხით, შარშან გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჩავიტანეთ და დავრგეთ მუხის, ნეკერჩხლის, წიწვოვანების ნერგები. წლეულსაც გავაგრძელებთ.

ჩვენი ხელშეწყობით გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი სპორტული ასპარეზობა. მათ შორის, საქართველოს პირველობა თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში,  სოფელ ძირკოკში საქართველოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში.

-საიდანაც თქვენი გვარია.

-სონღულაშვილები აქიდან ვართ. აქ ოდითგანვე ქართული ჭიდაობის ტრადიცია ჰქონდათ.

-კახეთი ისტორიულად ქართველი მოჭიდავეების აღზრდის მნიშვენელოვან კერად იყო მიჩნეული.

-ამ, და, საერთოთ, სპორტულ მოძრაობაში ახალგაზრდობის მასობრივად ჩაბმის მიზნით ჩუმლაყელმა ბიზნესმენებმა შექმნეს სპეციალური ფონდი. ამუშავდა სექციები სპორტის სხვადასხვა სახეში. აღვადგინეთ საცურაო აუზი და ა.შ.

შევქმენით ახალგაზრდული საბჭო. რომელიც ძალიან საინტერესო წინადადებებს გვაწვდის და თავადაც საინტერესო პროექტებს განახორციელებს. მაგალითად, მათი აქტიური მონაწილეობით გაიმართა საახალწლო ღონისძიება, რომელიც მრავალფეროვნებით იყო გამორჩეული, დაეხმარნენ შრომის შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებს.

კახეთის დეპუტაციისა და სოფლის მეურნეობის სამინისიტროს ინიცატივით წლეულს დაიწყება  ილტოს წყალსაცავის დაპროექტება, გაისად კი მის განსახორციელებელ სამუშაოებს შევუდგებით. ამ ობიექტის ამოქმედებით საბოლოოდ გადაწყდება კახეთის გასარწყავების პრობლემა.

საინტერესო სიახლე ინერგება მევენახეობა-მეღვინეობის დარგში. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს მინდა მადლობა ვუთხრა  „მცირე მარნების“ პროექტის შემუშავება- ამოქმედების საქმეში პირადი მონაწილეობისთვის, რომლის რეალიზაცია 2018 წელს განხორციელდება.

-რას გულისხმობს ეს პროექტი?

-სახელმწიფო ღვინის წარმოებისთვის საჭირო დანადგარების შეძენით ეხმარება ბენეფიციარს, რომელიც აღარ იქნება დამოკიდებული ღვინის ქარხნებზე, ეს ერთი, და, მეორე, შეგვინარჩუნებს ქართული ორიგინალური ღვინის დაყენების ტრადიციულ წესს. მთავარი ესაა და, ამასთან ერთად,  „ღვინის ტურიზმის“ გაფართოების 1 ხელშეწყობის მნიშვნელოვანი საშუალებაც.

ბატონ დავითს კიდევ ბევრი დარჩა ჩამოსთვლელი,მაგრამ იმ დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მიეჩქარებოდა და ჩვენი შეხვედრაც, იძულებული გავხდით, შუა გზაზე შეგვეწყვიტა.

დანარჩენზე – შემდეგო. საქმე გაკეთდა და მოყოლას ყოველთვის მოვასწრებთო.

მოვასწრებთ. ოღონდ, ეგაა, რომ დრის დეფიციტი ყოველთვის იყო და დარჩება: დილით პარლამენტში იყო, შემდეგ სამინისტროში (არ მიკითხავს, კერძოდ, რომელში), ჩემთან შესახვედრად გამონახა ნახევარი საათი და ისევ პარლამენტში წავიდა, დარგობრივი კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.

ერთიცაა: დღე-დღეზე მესამე შვილის დაბადებას ელოდება.  ეს რა, პატარა საქმეა?!

 

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here