Home რუბრიკები ეკონომიკა დემურ გიორხელიძე: ლარის კურსის მერყეობის მიზანი აშკარაა _ ქვეყანა ღარიბდება, მცირერიცხოვანი ჯგუფები...

დემურ გიორხელიძე: ლარის კურსის მერყეობის მიზანი აშკარაა _ ქვეყანა ღარიბდება, მცირერიცხოვანი ჯგუფები კი არნახულ შემოსავალს იღებენ და მდიდრდებიან

“ვითარებას აბსოლუტურად აკონტროლებენ და არავინ დაიჯეროს, რომ ლარის კურსის დაცემა სტიქიურად ხდება. ეს მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია”

1956
დემურ გიორხელიძე

20 წელზე მეტია, საქართველოში მაგიურ რიცხვად იქცა მილიონი. ეს რიცხვი ჯერ კიდევ 1995 წელს გამოიყენეს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ, როცამოქალაქეთა კავშირიამომრჩეველს მილიონ სამუშაო ადგილს დაჰპირდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზექართულმა ოცნებამაცგასცამილიონიანიდაპირება _ მერობის იმჟამინდელი კანდიდატი დავით ნარმანია მილიონი ხის დარგვას დაჰპირდა ამომრჩეველს.

პაატა ბურჭულაძე კი, მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, სოციალურ დახმარებას, ნახევარი მილიონის ნაცვლად, მილიონ ადამიანს დაჰპირდა… მაგრამ მილიონიანი დაპირება არასოდეს შესრულებულა _ 20 წელიწადზე მეტია, დამოუკიდებელ საქართველოში მცხოვრები ადამიანები სამუშაო ადგილების, ეკონომიკური წინსვლისა და უკეთესი სოციალური პირობების მოლოდინში არიან. მოსახლეობის რაოდენობა კი ყოველწლიურად იკლებს _ 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოში 3 713 804 ადამიანი ცხოვრობს. მოკვდავობა აჭარბებს შობადობას. ყოველ წელიწადს სამასი ბავშვი შიმშილით კვდება, 42 ათასი ოჯახი კი უსახლკაროდაა დარჩენილი. სამაგიეროდ, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 448 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 157 მლნ ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.

ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის გამომწვევ მიზეზებზე სასაუბროდ ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძეს მივმართეთ.

_ ბატონო დემურ, არჩევნების დასრულებიდან ზუსტად ერთ კვირაში ლარის კურსი საგრძნობლად დაეცა. ასე მოხდა წინა არჩევნების შემდეგაც

_ არჩევნები არაფერ შუაშია. განხორციელდა დიდი ტრანზაქცია, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით, არც ის არის ცნობილი, რასთან არის ეს დაკავშირებული. ყველა ხარჯი გეგმაზომიერად არის გაწერილი და, თუ ვინმე დიდი მომხმარებელი შოკურ მოთხოვნას არ წამოაყენებს, და ვიცით, რომ ასეთი მოთხოვნა არავის წამოუყენებია, ლარის კურსი ასე არ უნდა მერყეობდეს.

არსებობს ობიქტური მიზეზები _ ეკონომიკა ძალიან, უფრო ზუსტად, უსაშველოდ სუსტია, საექსპორტო პოტენციალიც _ სუსტი. ქვეყანას არ აქვს ვალუტის შემოდინების სტაბილური წყარო, ამას ემატება ქართული ფულის დეფიციტი, ჩვენი მწირი ეკონომიკა გადაფარულია ქართული ვალუტის მხოლოდ 17 პროცენტით, დანარჩენი გასაგებია, რომელი ვალუტა იქნებაეს ყველაფერი ერთად იწვევს ლარის კურსის დაცემას.

ქვეყანა სიღარიბეში რჩება, ეკონომიკა არ ვითარდება, მაგრამ საქართველოს საბანკო სისტემა მსოფლიოში ყველაზე დიდ მოგებას აჩვენებს, ასეთი მოგება არც ერთ ქვეყანას არ აქვს, მაგრამ არავინ იცის, რის ან ვის ხარჯზე არსებობს ბანკების ეს მოგება. ფაქტია: ეს არ არის კლასიკური საბანკო საქმე, ბანკის შემოსავალი უნდა იყოს პროცენტის ხარჯზე, ჩვენთან კი ასე არ არის.

_ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება საახალწლოდ მოსახლეობა, რომელიც, უკვე 20 წელიწადზე მეტია, მილიონ სამუშაო ადგილს ელის

_ ქართველი ხალხი, ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, კმაყოფილია არსებული სიტუაციით, რაც ყოველ არჩევნებზე აისახება. რამდენიმე დღის წინათ დასრულდა მორიგი არჩევნები და ვნახეთ ხალხის განწყობა _ მას პროტესტი არაფერზე გამოუთქვამს.

_ ბიუჯეტში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,50-ზეა გათვლილი, ამ კურსით არის აწყობილი მომავალი წლის ბიუჯეტი

_ 2,50-ს უკვე გადასცდა ლარის კურსი, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო, როცა დასჭირდებათ, უმალვე დასვამენ იმ ნიშნულზე, რომელიც ხელს აძლევთ. ვითარებას აბსოლუტურად აკონტროლებენ და არავინ დაიჯეროს, რომ ლარის კურსის დაცემა სტიქიურად ხდება. ეს მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, ეროვნულ ბანკში სხედან ადამიანები, რომლებსაც მონეტარული პოლიტიკა კარგად ესმით, მაგრამ შედეგი ცუდი გვაქვს, ე.ი. მიზანმიმართული პროცესია.

_ რა მიზანი აქვს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას?

_ ლარის კურსის მერყეობის მიზანი აშკარაა _ ქვეყანა ღარიბდება, მცირერიცხოვანი ჯგუფები კი არნახულ შემოსავალს იღებენ და მდიდრდებიან…

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

5 COMMENTS

  1. რა უმსგავსობას წერ? ქვეყანა, რომ ღარიბი იყოს ევროზე და დოლარზე მოთხოვნა არ იქნებოდა.

  2. ვის აქვს მოთხოვნა?–ევრო დოლარზე??–ბანკის იპოტეკარებს!–ეწ მცირე მეწარმეებს და იმპორტიორებს!!– ვის ხელშია ევრო დოლარები??– ბანკებისდა ჩვენი კოლმეურნეობის თავჯდომარისა და მისი ბრიგდირების!! ვინ აწარმოებს მსხვილ კაპიტალდაბანდებებს–ლარებში??? -კოლმეურნეობის თავჯდომარე და მისი ბრიგადირები!!– ვის ხელშია ლარის კურსის ვის –ბერკეტები???—

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here