Home რუბრიკები საზოგადოება დემოტრაკიული ტერორი საქართველოში

დემოტრაკიული ტერორი საქართველოში

2347
კარიკატურა

სოციალიზმის მტრების მთავარი სამიზნე ეკონომიკის ნგრევა იყო. ეკონომიკური დივერსია და კრიზისის ხელოვნურად გამოწვევა დასავლეთის დაკვეთა იყო, რომელსაც აქტიური შემსრულებლები ჰყავდა საქართველოშიც. ევროპას ეკონომიკური პროგრესი ჰქონდა, რადგან მსოფლიოს ქვეყნები კოლონიებად აქციეს, რომლებსაც ძარცვავდნენ და ამ ნაძარცვით ცხოვრობდნენ. რაც შეეხება რუსეთს, მისმა თითქმის ყველა თაობამ ომი და ნგრევა გადაიტანა, მაგრამ სხვა სახელმწიფოები არ გაუძარცვავს.

ლიბერასტ ლევან ბერძენიშვილს ერთხელ წამოსცდა: რუსეთმა გაგვაზარმაცაო. არა, ბატონებო, რუსეთმა გაგვანებივრა, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა იყო.

ახლა მაინც თუ ვხედავთ, როგორია გაძარცვული და დამონებული საქართველო?! ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარებაზე იზრუნოს, თავდაცვაზე ფლანგავს ფულს და მაინც დაუცველები ვართ. სახელმწიფო ბიუჯეტი სავსებით საკმარისი იქნებოდა ქართველი ხალხის ღირსეული ცხოვრებისთვის, ქვეყნის სათავეში ამერიკის მარიონეტები რომ არ ისხდნენ. დანაშაულთან ბრძოლა როგორ უნდა მოსთხოვო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილს, რომელმაც პრემია-დანამატი 41-ჯერ აიღო?! ელიტური კორუფცია და ბიუჯეტის ძარცვა აშკარაა. რუსეთის ბაზრის უქონლობამ ხალხი დაამშია, ხოლო მშიერ ხალხს წინააღმდეგობის უნარი აღარ შესწევს. დასავლეთის პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით ქართველი ხალხის გენოციდისკენ არის მიმართული. ეროვნებაც იმიტომ წაგვართვეს, რომ ქართველი კაცის ღირსება დააკნინონ. საქართველოს აზიური ფაროსანაც შეუსიეს, ხოლო, როგორც ამერიკელი მკვლევარი ჯეფრი სილვერმანი აღნიშნავს, მწერები და მწვანე საფარის განადგურება სამხედრო პროექტია, რომელსაც ბრიტანეთი აფინანსებს. ეს მწერები კი საქართველოში მოქმედ ამერიკულ ლაბორატორიებში _ ქობულეთსა და ქუთაისში გამოჰყავთ და ქართველ ხალხს საცდელ ვირთხებად იყენებენ. ზნეობრივი ფასეულობების ნგრევის შემდეგ დაიწყო ერის მორალური დეგრადაცია, რაც დემოკრატიად შერაცხეს. მოვლენებისა და სიტუაციების მიმართ არაადეკვატური ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა უგნურია, რასაც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებაც მოწმობს. ამით ქრისტიანი და მუსლიმანი ხალხების სულიერებაზე მიიტანეს იერიში და რელიგიური თანხმობის სიმბოლო სადავო გახადეს. აშშ-მა კარგად გააცნობიერა, რომ შეიარაღებული ძალებით გეოპოლიტიკური გეგმების განხორციელებას ვერ შეძლებდა (კორეა, ვიეტნამი, კამბოჯა), ამიტომ საფინანსო პოლიტიკა შეცვალა და ამ ქვეყნის მთავარი იარაღი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გახდა ფული, მოგების მთავარი საშუალება კი _ ბანკები. ამერიკელებისთვის უცხო არც ქურდული მენტალიტეტია, რომელსაც დემოკრატიის ნიღბის ქვეშ ავლენენ. სწორედ დემოკრატიულად შეაწერეს 75 მილიონი საქართველოს ბიუჯეტს თავდაცვითი საშუალებების _ “ჯაველინების” _ შესყიდვის საბაბით. ამერიკის მარიონეტებმაც შეიწერეს, _ აბა, ტყუილად ხომ არ მისცა მათ ამერიკამ ბიუჯეტის თქვლეფის უფლება? ხელისუფლების წარმომადგენლები სსრკ-ს ლანძღავენ, მაგრამ კომუნისტების დევიზი _ “ყველას უნარის მიხედვით, ყველას მოთხოვნის მიხედვით” _ თავიანთ თავზე მოირგეს, როგორც უნდა, ისე ძარცვავენ ბიუჯეტს, ხოლო ხალხი სადღაც ჯუნგლებში დატოვეს ამ “ხალხის რჩეულებმა”. მათი უნარიც მხოლოდ ბიუჯეტის თქვლეფაში გამოიხატება.

მარიხუანის დეკრიმინალიზაციითა და ჰომოსექსუალიზმის დაცვით ქართველი ერის დეგრადაციისკენ მიმავალ გზას ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უკაფავს ამერიკელ პატრონებს, რაც დემოკრატიული ტერორია. ხალხზე, ახალგაზრდობაზე კი არავინ ფიქრობს, რაც ქვეყნის დასასრულის დასაწყისია. ხელისუფლება ამ პოლიტიკით ცდილობს, ნარკომანების, მეძავებისა და სუტენიორების ცენტრად აქციოს ქვეყანა. დემოკრატიული ტერორი განახორციელეს ერთ-ერთი სასწავლებლის მოსწავლის _ ანზორ სვიანაძის მიმართ, _ ლგბტ თემის წარმომადგენლები რატომ არ მოგწონსო. ყმაწვილი სასწავლებლიდან გარიცხეს და იმედიც გადაუწურეს: სამსახური არ გეღირსებაო. აი ასე დაიწყო ხორცშესხმა ტროცკისტულმა იდეებმა საქართველოში, ხოლო ყბადაღებული ევროპული ღირებულება _ სიტყვის თავისუფლება _ იქ თავდება, სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონი იწყებს მოქმედებას. ჰომოსექსუალიზმი პათოლოგიაა და თავს ვერავინ მოგვახვევს, თუ ჩვენს ფსიქიკაში, ჩვენს შინაგან “მე”-ში ამისთვის ნიადაგი მომზადებული არ არის. ამ მეცნიერულად დადასტურებული თეორიიდან გამომდინარე, ვეკითხები ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს: რომელი სქესის წარმომადგენლად მიიჩნევთ თავს? შეიძლება, საქართველოში სანთლით საძებარი გახდეს ადამიანი, რომელიც ფულსა და სავარძელზე არ არის გაყიდული? “დაჟინებით ვუმზერჩვენი ხელისუფლების მიერ რეგრესისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, პარალლელს ვავლებ რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებთან და რუსი ერის მშურს. ფაქტია, რომ ამერიკელთა მცდელობები, დაიმორჩილონ ის ქვეყნები, რომელთა მიმართაც რუსეთსაც აქვს ინტერესი, მიზანს ვერ აღწევს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთის ხელისუფლება თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ხოლო ამერიკელების ჰეგემონია დასასრულს უახლოვდება.

მართალია, ლიბერასტული მოძრაობა შევარდნაძის რეჟიმის წიაღში ჩაისახა, მაგრამ ზნეობის, მორალისა და ეროვნულობის, ქართული სულიერებისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული კანონები ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მიიღო. ერი, რომელიც გარყვნილ ცხოვრებას აკანონებს ქვეყანაში ნარკოტიკებისა და ჰომოსექსუალიზმის სახით, განწირულია დასაღუპავად.

ეს ხელისუფლება საით მიაქანებს ქვეყანას? თბილისის ცენტრში, საფეხბურთო სტადიონის ქვეშ, ღამის კლუბ “ბასიანში” გეებისა და ნარკომანების კლუბია გახსნილი და ეს არ იცის ხელისუფლებამ? მიმდინარეობს ტერორი მართლმადიდებლობის ზნეობრივი კრიტერიუმების წინააღმდეგ. მცნება “არ იმრუშო” მრუშობის, გარყვნილების, ლგბტ-თა დროშით ჩაანაცვლეს; არ იპაროო და, ხელისუფლების წარმომადგენლები ლეგალურად ყაჩაღობენ. არა კაც კლაო და ზნეობრივი იდეოლოგიის უქონლობამ ახალგაზრდებში აგრესია გაამძაფრა. სულიერად მდიდარი ერი ლიბერალურმა პოლიტიკამ სულიერად გაგვაღატაკა. რატომ გვიკვირს აგრესია? _ რასაც ხედავენ, ესმით და გრძნობენ, იმას შესაბამისად მოქმედებენ. ძალის ენით კი თვითონ პრეზიდენტები ლაპარაკობენ (ამერიკა, ჩრდილოეთი კორეა), ამიტომაც ასდის სამყაროს სისხლის სუნი. დღეს საქართველოს ძალიან უჭირს და მინდა, ქართველ საზოგადოებას დიდი პოეტის სიტყვებით მივმართო: “ახლა კი დროა, შოლომონ, რომა კვლავ დაიქუხოს საქართველომა”. დიახ, დროა, მართლმადიდებელ რუსეთს მხარში ამოვუდგეთ და გავძლიერდეთ, რათა გადავრჩეთ. როცა “ქართული მარშის” ინიციატორებს ვკითხე _ რატომ ებრძვით მხოლოდ შედეგს და არა ყველა ბოროტების სათავეს, დასავლურ ორიენტაციას-მეთქი, პასუხი ასეთი იყო: თქვენ დაიწყეთ და მე მოგყვებითო. თანამოაზრეები დამეთანხმებიან, რომ დიდი ხანია, საჯაროდ გამოვხატავ უარყოფით დამოკიდებულებას დასავლეთის პოლიტიკისადმი და იმ ხელისუფლებისადმიც, რომელიც მას თავს მახვევს. ამასთანავე, პატივს ვცემ რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც, ამერიკელთა ტოტალური შეტევების მიუხედავად, ეროვნულ ინტერესებს მტკიცედ, სტალინისებურად იცავს (პედერასტები არ მალავენ თავიანთ ორიენტაციას და მე რატომ დავმალო?). დიახ, მიმიფურთხებია დასავლეთისთვის!

“ქართული მარშის” ინიციატორებსა და “ძალიან ქართველებს” არ ეყოთ კაცური შემართება, ასე რადიკალურად გამოხატონ თავიანთი პოზიცია. ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში ანალოგიური შეკითხვა დავუსვი გია კორკოტაშვილს, რომელსაც შეეშინდა, რუსეთუმეობა არ დამაბრალონო და განაცხადა: ჩვენ რუსეთთან საერთო არაფერი გვაქვსო. მიგრანტებისა და ჰომოსექსუალების მიმართ ამერიკაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოთქვამს პრეტენზიებს და რა, ქართულ ინტერესს ატარებს? ის, ვინც დღეს პატრიოტიზმზე გაჰყვირის, განა ყველა პატრიოტია? პრემიერის გადადგომას ითხოვენ და ხალხს ამ იდეისთვის აშიმშილებენ “პატრიოტები”. ამას ის პარტია ითხოვს, რომელიც თავს იწონებს ამერიკელ სენატორებთან ნაცნობობით, მათთან სირბილით, რათა მხარდაჭერა მიიღონ და ხელსუფლებაში მოვიდნენ. ირმა ინაშვილი არც მალავს, რომ ჯერ კიდევ 20 წლის წინათ დადიოდა ბრიუსელში, როცა ნატო-საქართველოს ურთიერთობა დაიწყო. ქალბატონი ირმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის იმ საპარლამენტო კომიტეტის წევრია, რომელმაც 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის ღონისძიებები დაგეგმა, მიუხედავად პატრიარქის გადაწყვეტილებისა, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადებულიყო; ამასთანავე, სიაშია იმ დეპუტატებისა, რომლებმაც 2017 წლის პირველ 4 თვეში უამრავი პრემია-დანამატი მიიღეს. ქვეყნის სათავეში ამერიკის მარიონეტების ცლილება შედეგს არ მოიტანს, ამიტომ დასავლეთის დემოკრატიული ტერორისგან უნდა გავთავისუფლდეთ.

ჭეშმარიტმა პატრიოტებმა გონების თვალი ქვეყნის წარსულს უნდა მიაპყრონ, როგორც თერგდალეულებმა, რომლებმაც განათლება რუსეთში მიიღეს და ქართული სულიერება, პატრიოტიზმი აამაღლეს. უცხო ქვეყნიდან მართული ძალების მიერ პროვოცირებული “წითელი ტერორი” დემოკრატიულმა ტერორმა ჩაანაცვლა თავისი ანტიდისკრიმინაციული კანონით, გაურკვეველი ე.წ. ტოლერანტობითა და ათასი სიბინძურით. პოსტსაბჭოთა სივრცე არის მსხვერპლი დასავლეთის პოლიტიკისა და დასავლეთისგან კომპენსაცია გვეკუთვნის ჩადენილი ბოროტებისთვის, და არა ჩვენ მიერ კანადაში რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალის დაფინანსება.

იზა თამაზაშვილი

P.S. რამდენიმე წლის წინათ ვნახე ფრაგმენტი ფილმისა, რომლის სიუჟეტმაც გამაოგნა, მაგრამ ახსნა ვერ მოვუძებნე: ერთი მამაკაცი მეორეს სხვადასხვა მეთოდით აწამებდა იქამდე, სანამ წამებულმა არ აღიარა, რომ მწამებელი უყვარს. საქართველოამერიკის .. მეგობრობამ, რომელიც გვეხმარება, დემოკრატიულად ამოგვხდეს სული, და საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებამ მანიაკი მიხეილ სააკაშვილისადმი (მეტროპოლიტენის სადგურტექნიკურ უნივერსიტეტთანხელმოწერებს აგროვებენ _ “შეწყდეს სააკაშვილის დევნა”) ამ ფილმის იდეის ახსნა მაპოვნინა. მეტი დამაჯერებლობისთვის ფსიქიატრსაც მივმართე შეკითხვით: არის თუ არა ფსიქიატრიაში შემთხვევა, როცა წამებულს მწამებელი უყვარს? ეს მხოლოდ სადომაზოხისტური გამოვლინებაა, _ იყო პასუხი.

2 COMMENTS

  1. ბანკის მოვალეების მოძრავი ქონების დაყადაღების კანონზე რა აზრისა ხართ ? კლასიკური ნიმუშია ყაჩაღობის ოფიციალური ლიცენზიისა. საქართველოში მოქმედი მოძრავი ქონების დაყადაღების კანონი წარმოადგენს მოქალაქეთა მასობრივი დაყაჩაღების ოფიციალურ ლიცენზიას, ვინაიდან აღმასრულებელს აძლევს უფლებას მოვალის დროებით ადგილსამყოფელში (მაგალითად როდესაც მოვალე ქირით იმქოფება მესამე პირის ბინაში) მის გარშემო არსებული ნივთები მიიჩნიოს ბანკის მოვალის ქონებად, არ დაადგინოს ამ ნივთების მეპატრონის ვინაობა და დააყადაღოს ისინი მაშინაც კი თუნდაც ეს ნივთები ეკუთვნოდეს სრულიად უდანაშაულო მესამე პირს, რომელსაც არანაირი ვალდებულება ბანკის მიმართ არ აქვს. სანუგეშოდ მესამე პირს უტოვებს მხოლოდ იმას, რომ მას აქვს სასამართლოში ჩივილის უფლება (ასეთივე უფლებას მესამე პირს უტოვებს სახლში შემოჭრილი თოფიანი ყაჩაღიც) და თუ მესამე პირი წარმოადგენს აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ქონების დოკუმენტურ მტკიცებულებას დაყადაღებული ნივთების კუთვნილებაზე (რაც 99% შემთხვევაში არც ერთ ოჯახში პრაქტიკულად არ მოიპოვება) ამ შემთხვევაშიც კი კრედიტორმა ანუ ბანკმა უნდა დართოს ნება აღმასრულებელს ამოიღის ეს ნივთები დაყადაღების სიიდან. ისღა დარჩენილა შეიქმნას ბინების დამქირავებელთა ჯგუფები ბანკის მოვალეებისაგან, რომლებიც დაიქირავებენ ბინებს და ერთი თვის თავზე ამ დაქირავებულ ბინებს დაერიოს აღმასრულებელი იქ არსებული ქონების დასაყადაღებლად სარფიანი ბიზნესია აბა რააა….

  2. საქართველოში მოქმედი მოძრავი ქონების დაყადაღების კანონი წარმოადგენს მოქალაქეთა მასობრივი დაყაჩაღების ოფიციალურ ლიცენზიას, ვინაიდან აღმასრულებელს აძლევს უფლებას მოვალის დროებით ადგილსამყოფელში (მაგალითად როდესაც მოვალე ქირით იმქოფება მესამე პირის ბინაში) მის გარშემო არსებული ნივთები მიიჩნიოს ბანკის მოვალის ქონებად არ დაადგინოს ამ ნივთების მეპატრონის ვინაობა და დააყადაღოს ისინი მაშინაც კი თუნდაც ეს ნივთები ეკუთვნოდეს სრულიად უდანაშაულო მესამე პირს, რომელსაც არანაირი ვალდებულება ბანკის მიმართ არ აქვს. სანუგეშოდ მესამე პირს უტოვებს მხოლოდ იმას, რომ მას აქვს სასამართლოში ჩივილის უფლება (ასეთივე უფლებას მესამე პირს უტოვებს სახლში შემოჭრილი თოფიანი ყაჩაღიც) და თუ მესამე პირი წარმოადგენს აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ქონების დოკუმენტურ მტკიცებულებას დაყადაღებული ნივთების კუთვნილებაზე (რაც 99% შემთხვევაში არც ერთ ოჯახში პრაქტიკულად არ მოიპოვება) ამ შემთხვევაშიც კი კრედიტორმა ანუ ბანკმა უნდა დართოს ნება აღმასრულებელს ამოიღის ეს ნივთები დაყადაღების სიიდან. ისღა დარჩენილა შეიქმნას ბინების დამქირავებელთა ჯგუფები ბანკის მოვალეებისაგან, რომლებიც დაიქირავებენ ბინებს და ერთი თვის თავზე ამ დაქირავებულ ბინებს დაერიოს აღმასრულებელი იქ არსებული ქონების დასაყადაღებლად სარფიანი ბიზნესია აბა რააა….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here