Home სხვადასხვა დაიჯესტი “დემოკრატიის სამიტი” _ რას უპირებს აშშ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს?

“დემოკრატიის სამიტი” _ რას უპირებს აშშ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს?

261

ამერიკული გამოცემა Politico იუწყება, რომდემოკრატიის სამიტზე”, რომელიც აშშის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მეთაურობით 9-10 დეკემბერს უნდა გაიმართოს, ამიერკავკასიის რესპუბლიკებიდან მხოლოდ საქართველო და სომხეთი მიიწვიეს. აზერბაიჯანი მიწვეულთა სიაში, რომელშიც 100 ქვეყანაა, არ არის. გამოცემის ვერსიით, აზერბაიჯანის ლიდერი ილჰამ ალიევი, როგორც ზოგიერთი სხვა ქვეყნის ლიდერები, “წლების განმავლობაში ძირს უთხრიდნენ თავიანთ დემოკრატიულ სისტემებს”, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამიტის მუშაობაში აზერბაიჯანის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ ვაშინგტონის მიერ აღიარებული აზერბაიჯანის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ.

ბაიდენი ამბობს, რომ “ამჟამად მსოფლიოში მიმდინარეობს ბრძოლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის”. ვაშინგტონი აცხადებს, რომ მისი საგარეო პოლიტიკა ჩასმული იქნება იდეოლოგიურ ჩარჩოებში.

ამასთანავე, როგორც ამერიკული გამოცემა Foreign affairs-ი აზუსტებს, “დემოკრატიული სამიტის” მიმდინარეობისას ამერიკელები ძალისხმევას არ დაიშურებენ იმისათვის, რომ თვითონ “ჩაუდგნენ სათავეში დემოკრატიულ ალიანსს”.

პირველ ეტაპზე უნდა გაჩნდეს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების პატარა ჯგუფი, რომელიციმსჯელებს სამომავლო ამოცანებზე და შესაძლო ერთობლივი მოქმედებების კონტურებზე”.

რა თქმა უნდა, თითოეულ კონკრეტულ რეგიონში, მათ შორის ამიერკავკასიაში, “კოალიცია” ან ჯგუფი იმოქმედებს ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, მაგრამ მთლად გასაგები არ არის, რომელი კრიტერიუმის საფუძველზე აიგება “დემოკრატიული რანგების ცხრილი”.

ახლა _ ვითარების მთავარ თავისებურებებზე:

პირველი. რეგიონში პოსტსაბჭოური ტრნანსფორმაცია დემოკრატიზაციის ადგილობრივი მოდელებით განხორციელდა. ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები საქართველოში _ ეს ახალი დემოკრატიზაციის ნაყოფებია, თუ დემოკრატიას განვსაზღვრავთ, როგორც ეთნიკური უმცირესობის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი და შეეძლოს თავისი სახელმწიფოს შექმნა.

მეორე. რეგიონში დემოკრატიული პროცესები მჭიდროდ გადაეხლართა ადგილობრივ ნაციონალიზმს, რომელიც გამაერთიანებელ, სამობილიზაციო, ნაციონალური ზედაფენისთვის ძალაუფლების შემანარჩუნებელ ფუნქციას ასრულებდა.

მესამე. ნაციონალური დემოკრატიები _ ზოგი დიდი დოზით, ზოგი ნაკლებით _ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად პოზიციონირებდნენ “მედასავლეთეების” რანგში, იმ ვარაუდით, რომ მათი ქვეყნების მომავალი დამოკიდებულია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე, ხოლო აზერბაიჯანი, ამასთანავე, თანდათანობით შორდებოდა რუსეთს და გადადიოდა თურქეთის მხარეს.

მეოთხე. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დემოკრატიული პოტენციალი ხელისუფლების დემოკრატიული ორგანოების ჩამოყალიბებაში სხვადასხვა აღმოჩნდა ფორმალური ინსტიტუტებისა და მექანიზმების არსებობის პირობებში.

თუმცა სააკაშვილს აშშ-სა და ევროპაში პროდასავლური რეფორმატორის სახელი ჰქონდა, საქართველო “დასავლური ტიპის შემდგარ სახელმწიფოდ” მხოლოდ 2013 წლის ნოემბერში აღიარეს, მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ. “დასავლური დემოკრატიის” ქვეყნების სიაში კი სომხეთი 2018 წლის მაისში ხელისუფლების სათავეში ნიკოლ ფაშინიანის მოსვლით აღმოჩნდა, რომელიც, როგორც FINANCIAL TIMES-ი წერს, “ქვეყანას ავტორიტარული მახედან ამოათრევს”.

მან წააგო ყარაბაღის მეორე ომი, მაგრამ მოსახლეობას ჰპირდება, რომ ქვეყანას “ოცწლიანი სტაგნაციიდან” გამოიყვანს და დემოკრატიულ გარდაქმნებს განახორციელებს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, როგორც LE MONDE წერს, ალიევმადასავლეთში წლების განმავლობაში შექმნილი დემოკრატიული მმართველის იმიჯი მსხვერპლად შესწირა თავისი ხალხის ნაციონალისტურ ამბიციებს, რათა ძალისმიერი სცენარი გამოეყენებინა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად”. ფრანგული გამოცემა წერს, რომ “ადრე რესპუბლიკაში იყო ორი ფაქტორი _ ყარაბაღის კონფლიქტი და დიქტატორი”. კონფლიქტი გაქრა, “ხოლო დიქტატორი ჰეგემონისტური ტოტალიტარიზმიდან ავტორიტარულ პოპულიზმზე გადადის”. შედეგად, ამიერკავკასიაში არის ასეთი სურათი: საქართველო მიისწრაფვის დასავლეთისკენ; სომხეთს სურს, დარჩეს რუსეთის მოკავშირედ; აზერბაიჯანი გამოდის, როგორც თურქეთის სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორი. აი რატომ არის ინტრიგის აზრი ის, როგორ გაშლიან ბაიდენი და მისი თანაშემწეები ამიერკავკასიისდემოკრატიულ პასიანსსდა გამოიმუშავებენ რთულ საკითხებში გარკვევის სტრატეგიას. აშშ კონკრეტულ მიდგომებს ეძებს რეგიონის ქვეყნების სპეციფიკური პრობლემების მიმართ. მისი წარმატება თუ წარუმატებლობა ამ მიმართულებით დამოკიდებულია ინტერესებისა და რესურსების ბალანსირების ხელოვნებაზე, რეგიონში ვითარების რეალისტურ შეფასებაზე.

ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკაში სამოქალაქო საზოგადოება უკვე მიეჩვია განსაზღვრული წესებით არსებობას და ხელისუფლებისადმი უკიდურესი უკმაყოფილების შეთავსებას სიფრთხილესა და თამაშის არადემოკრატიულ წესებთან. ამით ეს საზოგადოებები წარმოაჩენენ ცვლილებებისადმი მოჭარბებულ მოლოდინს. ამიტომ არ უნდა გამოირიცხოს, რომ მომავალში დასავლეთი დაიწყებს ამ განწყობის ექსპლუატაციას თავისი ინტერესებისათვის.

რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ამიერკავკასიაში შეიქმნა ჰიბრიდული რეჟიმები, რომლებიც ბალანსირებენ დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის. საქართველომ ღუზა ჯერჯერობით ჩაუშვა დემოკრატიის ყურეში; სომხეთმა, სადაც ალაპარაკდნენ საპრეზიდენტო მმართველობის დაბრუნებაზე, შეიძლება გაიყვანოს თავისი ხომალდი ამ ყურიდან. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ალიევმა კონსტიტუციიდან ამოიღო მუხლი, რომელიც ზღუდავდა ერთი პირის ორი ვადით ყოფნას ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე.

კიდევ ერთი მომენტი: ამჟამად საქართველოსა და სომხეთში მთავარი ოპოზიციური ძალები ქვეყნის შიგნით მოქმედებენ. აზერბაიჯანში მეტნაკლებად შესამჩნევმა ოპოზიციამ თავისი მოღვაწეობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გადაიტანა, ძირითადად, ევროპაში. ბაქოში მიიჩნევენ, რომ ესვიწრო უმცირესობაა”, რომელსაც მხარს დასავლეთი უჭერს და ინსტრუმენტად იყენებს აზერბაიჯანზე ზემოქმედებისთვის. მაგრამ ყარაბაღის მეორე ომში ბაქოს გამარჯვების შემდეგ დასავლეთს შანსი აღარ დარჩა ისეთიფერადი რევოლუციისმოსაწყობად, როგორიც სომხეთში მოხდა, ამიტომ შეიძლება, ძალისხმევა მიმართონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ეუთოს მინსკის ჯგუფის მსგავსი ახალი ფორმატის შესაქმნელად, რომელმაც აზერბაიჯანის გამარჯვება შეიძლება დამარცხებად აქციოს. ამასთანავე, არ უნდა გამოირიცხოს, რომ დაიწყოს ზემოქმედება ყარაბაღში განლაგებულ რუსეთის სამშვიდობო ძალებზე.

აშშმა და საფრანგეთმა, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებმა, შეიძლება მოითხოვონ კონფლიქტის ზონაში სხვა სამშვიდობო ძალების შეყვანა, რათა გამორიცხონ რეგიონზე ბაქოს სრული კონტროლის დამყარება. ასე შეიძლება გაჩნდეს ახალი ვითარების შექმნის შესაძლებლობა, რომელიც გავლენას იქონიებს აზერბაიჯანზე. აშშ-ისა და საფრანგეთის ჩარევა ყარაბაღში მშვიდობის დამყარების საქმეში ამჟამად სუსტია, მაგრამ ეს ჩარევა შეიძლება შეიცვალოს და მან გავლენა იქონიოს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. სხვა საქმეა, თუ ბაქო წინმსწრებად იმოქმედებს და შეძლებს თავისი ინტერესების გატარებას სომხეთთან ურთიერთობაში. რაც შეეხება რუსეთს, ექსპერტთა დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ მისთვის ყარაბაღის პირველ და მეორე ომებთან შედარებით კოლოსალურად მოიმატა ფსონებმა. არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ამერიკის მიერ ორგანიზებული “დემოკრატიის სამიტის” შემდეგ გარკვეული ძალები შეეცდებიან, კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური კაპიტალიზაციისკენ მიმართონ ძალისხმევა. სამივე რესპუბლიკა მოვლენების ასეთი განვითარებით მზად უნდა იყოს.

iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here