Home რუბრიკები პოლიტიკა დემოკრატია _ ყველაზე ანტიეროვნული სიტყვა საქართველოს სინამდვილეში

დემოკრატია _ ყველაზე ანტიეროვნული სიტყვა საქართველოს სინამდვილეში

3131
დემოკრატია _ ყველაზე ანტიეროვნული სიტყვა საქართველოს სინამდვილეში

წინამდებარე წერილის პროლოგის სახით, მინდა, ქართველ საზოგადოებას შევახსენო მოვლენები, რომლებიც .. გავრილოვის ღამის შემდეგ განვითარდა საქართველოში. ამან მიგვიყვანა საქართველოს იმ მდგომარეობამდე, რომელსაც, რბილად და მოკლედ თუ ვიტყვით, ქართველი ერის სირცხვილი ჰქვია, ხოლო, თუ ჩვენს დღევანდელ ყოველმხრივ სავალალო ვითარებისმაგრადდაგრძლადაღწერას დავისახავთ მიზნად, ცოტა შორიდან მოგვიწევს თხრობის დაწყება.

ამ მხრივ ახალს ბევრს ვერაფერს გეტყვით და ამიტომ ნაწილობრივ ძველის გამეორება მომიწევს, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, გამეორება ცოდნის დედააო და ამ ანდაზის იმედად ვბედავ ქართველი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. თუმცა, ამ არცთუ მოკლე პროლოგ-მონოლოგის შემდეგ რასაც ვიტყვი, შეიძლება გარკვეულწილად ახალიც იყოს _ დამოუკიდებელი საქართველოს შენება ქართველმა ერმა უდიდესი შეცდომით დაიწყო და სწორედ ამ შეცდომის გამოა, რომ საქართველო, აგერ უკვე ლამის 30 წელიწადია, “დამოუკიდებელი”, “სუვერენული” “სახელმწიფოა”. უამრავი ნაკლისა და შეცდომის მიუხედავად, რომელთა ჩამოთვლას აქ არ ვაპირებ, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება არ უნდა დაგვემხო…

ნაპოლეონ ბონაპარტეს ბრძანებაზე 1804 წელს ენგიენის ჰერცოგის დახვრეტის შესახებ ჟოზეფ ფუშემ განაცხადა: “ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა!” ჰოდა, თუ საფრანგეთის შს მინისტრ ჟოზეფ ფუშესავით ვიმსჯელებთ, ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობა დანაშაულზე მეტი შეცდომა იყო და ამ შეცდომის გამო მოხდა ის, რაც მერე დაგვემართა ქართველებს _ ჯერ ედუარდ შევარდნაძე მოგვივლინა უფალმა სასჯელად, შემდეგ _ მანიაკი და სადისტი ნაცების ხელისუფლება და აგერ, ახლახან ხალხის უდიდეს იმედს, ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებას”, ისეთი დიდი იმედგაცრუება მოჰყვა, რომ ქოცებსა და ნაცებს შორის ერთი განსხვავებაღა დარჩა: ქუჩებში ხალხს აღარ ხვრეტენ, არც საპატიმროებში წამებით აღარ ხოცავენ უმწეო პატიმრებს (რაც ნამდვილად არ არის ცოტა). “იმ შეცდომის” გამო საქართველოს ზვიად გამსახურდიას შემდეგ არ ეღირსა ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლება და, მიმდინარე მოვლენების შემყურეს, კითხვა მიჩნდება: ეღირსება კი ჩვენს ქვეყანს ოდესმე ისეთი ხელისუფლება, რომლისთვისაც, უწინარესად, საქართველო და ქართველი კაცის კეთილდღეობა იქნება საზრუნავი და ქართველი არ იქნება იმ დღეში, რომელზეც თავის დროზე დიდი ილია მოთქვამდა: ამ სამოთხის ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნება”.

ყოველივე ზემოთ თქმული, ჩემი აზრით, საქართველოს უახლესი, 30-წლიანი ისტორიის მაქსიმალურად შეკუმშული (თუ ასე თქმა შეიძლება) ვარიანტია. აქედან გამომდინარე, პატარა ნახტომი და ე.წ. გარილოვის ღამემდეც მივალთ…

თუმცა არა: ამ აშკარად დაგეგმილ პროვოკაციამდე რა არ სცადეს, რათა ქუჩაში ხალხის კრიტიკული მასა გამოეყვანათ _ ბასიანისდარბევა”, შვილმოკლული მამებით პოლიტიკური სპეკულაციები და რა ვიცი, კიდევ რამდენი დიდი თუ პატარა ინციდენტი, რომლებსაც პირდაპირ ეთერში დაუფარავი სიამოვნებით აპიარებდნენ .. გაერთიანებულ (სააკაშვილთან) ოპოზიციასთან შეკრული ტელევიზიები, რომელთა სახელი ლეგიონია, და, თუ მაინცდამაინც კონკრეტიკა გვინდა, _ ინგა გრიგოლიები

მიუხედავად უზარმაზარი საინფორმაციო მხარდაჭერისა, შვილმოკლული მამებისა და სხვათა მხარდამჭერ აქციებზე დიდი-დიდი, პირველ ორ დღეს გამოდიოდა ხალხის მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი რაოდენობა, მაგრამ საკმარისი იყო, ვინმე ბობოლა ნაცი გამოჩენილიყო აქციაზე, რომ მეორე დღეს რუსთაველზე კარვები უფრო მეტი იყო, ვიდრე მომიტინგენი. და ეს ყველაფერი უნამუსო ქოცების უნიათობის ფონზე ხდებოდა და სწორედ ამიტომ დაიგეგმა ევრონაცების მიერ გავრილოვის ღამედ ცნობილი აქცია, რომელმაც გაბრიყვებული ახალგაზრდების გულწრფელი აღშფოთების გამო ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ არა გიორგი გახარიას ვაჟკაცობა, სამოქალაქო ომი თუ არა, სერიოზული დესტაბილიზაცია ქვეყნის მასშტაბით ხელში გვეჭირა.

შალიკო ნათელაშვილის ქარვასლაში კი დაიწყო ის, რასაც ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია ჰქვია, სადაც მკვლელები, გამომძალველები, ადამიანთა მწამებლები და მათი მსგავსი ხალხი ერთ მაგიდას მიუსხდნენ და, “თუ პროპორციულ არჩევნებზე უარს გვეტყვი, საყოველთაო დაუმორჩილებლობით, მასობრივი აქციებით, ხალხის ძალით გამოგიყვანთ შუშის სასახლიდანო”, _ დაემუქრნენ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ქარვასლაში მალე დაინახეს, რომ არჩევნების სისტემის თემა ვერ გამოიყვანდა ხალხს ბიძინასაკვარიუმისდასალეწად; რომ საზოგადოებისთვის სულერთია (უმცირესების გამოკლებით), როგორი სისტემით შევლენ პარლამენტში ქოცნაცი ნაძირალები და ამიტომ საშველად საქართველოს ევროამერიკელმეგობრებსუხმეს. იქიდან კი ისე ოპერატიულად და ორკესტრირებულად წამოვიდა ქარვასლისპოლიტპატიმართამხარდამჭერი კოლექტიური წერილები, რომ ბოლშევიკებისდროინდელი კოლექტიური წერილების ავადსახსენებელი კამპანიები გამახსენდა.

აი, სინამდვლეში რა ყოფილა ქარვასლის მიერ დაანონსებული მასობრივი დაუმორჩილებლობა, რომელმაც შედეგი გამოიღო _ დემოკრატიის სახელითა და ამერიკის ახალი ელჩის თამადობით გაიმართა უნიათო, ფარჩაკი “ქართული ოცნებისა” და დემოკრატიის მედროშე ქარვასლის გაერთიანებული ოპოზიციის დასკვნითი მოლაპარაკებები, რომლებიც ქარვასლის ოპოზიციის მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებით დამთავრდა.

როგორც წინა წერილებში შევთანხმდით, გაერთიანებული ოპოზიციაა ის, რაც ქართველ ხალხს არ უნდა. აქედან გამოდინარე, 120/30-ზე ის სისტემაა, რომლითაც “ქართული ოცნება” თითქმის გარანტიებული 30 ხმის ჰანდიკაპით დაიწყებს არჩევნებს, იმიტომ, რომ .. ქარვასლის გაერთიანებულ ოპოზიციაში ვერ ვხედავ პიროვნებას, რომელიცოცნებასან, გნებავთ, “პატრიოტთა ალიანსსსერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს; არა იმიტომ, რომ ქართველ საზოგადოებას გულზე ახატიაქართული ოცნება”, არამედ იმიტომ, რომ ჭირივით სძულს ქარვასლის ოპოზიცია, რომლის ნებისმიერ მაჟორიტარ კანდიდატს, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და ერთი ერთზე დარჩენის შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი პარტიების კანდიდატები კი არა, თქვენი მონამორჩილიც უპრობლემოდ ვძლევ.

ყოველივე ზემოთ თქმული დემოკრატიის სახელით ხდება და მე, როგორც ერთ რიგით ქართველს, მრცხვენია, რომ სიტუაცია ძია სემმა, მისმა ევროპელმა სატელიტებმა და ე.წ. ენჯეოებმა გადაგვიწყვიტეს; მრცხვენია, რადგან თავი დიდი კულტურისა და ისტორიის ერის შვილად მიმაჩნია.

ამასობაში რუსეთმა კუნთების თამაშით მთელი სირია “დაითრია”. სირია, სადაც რუსების შესვლამდე ტერორისტებს პრეზიდენტ ასადის სასახლემდე, სულ რაღაც, 8 კილომეტრი აშორებდათ. ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტი მოსკოვს იახლა და ეკატერინე დიდის სახელობის დარბაზში ესაუბრა. ეკატერინე მეორესი, რომლის ჯარებმა სუვოროვის სარდლობით არაერთი მარცხი აწვნევინა ოსმალეთის (თურქეთის) ჯარებს _ უყვარს პუტინს სიმბოლიზმი… თურქეთის პრეზიდენტმა, რომ იტყვიან, კუდამოძუებულმა დატოვა მოსკოვი, რადგან რუსეთმა ყველაფერი მიიღო იდლიბის პროვინციაში, რომელსაც თურქეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევდა, ამიერიდან კი რუსეთის გარეშე ვერაფერს მოიმოქმედებს. ეს ისე, რუსეთის წარმატებული გეოპოლიტიკის შესახებ, რომელთანაც ჯერჯერობით შეხება არ გვაქვს… მე ის მაწუხებს, რომ, რაც შეგვიძლია, იმას არ ვაკეთებთ _ რუსეთმა კონსტიტუციურ ნორმად აქცია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან, ამიერიდან ვალდებულნი არიან, დაასახელონ დაფინანსების წყაროები და ფინანსების რაოდენობა მათი განკარგვის მითითებით… სირიის აღება თუ არა, ის ხომ მაინც შეგვიძლია, რომ მსგავსი კანონი მივიღოთ? მაშინ ხომ აღარც კაპიტანი გიგაურები გვეყოლება, რომლებიც დემოკრატიის სახელით ანტიეროვნულ, ანტიქართულ საქმიანობას ეწევიან საქართველოში?

დავით მხეიძე

2 COMMENTS

  1. ბ-ბო დავით, თქვენ წერთ: „უამრავი ნაკლისა და შეცდომის მიუხედავად, რომელთა ჩამოთვლას აქ არ ვაპირებ, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება არ უნდა დაგვემხო…“ ხომ არ სჯობდა, ჯერ ის „უამრავი ნაკლი და შეცდომა“ ჩამოგეთვალათ, რაც ბატონ ზვიადს ჰქონდა, და მერე იმაზე გემსჯელათ, დასამხობი იყო თუ არდასამხობი? ისე, უკეთესი იყო, არ აერჩიათ, რომ არ დაემხოთ. მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ხალხი პოლიტიკურად განათლებული იყოს. ის კი თქვენ უნდა გაანათლოთ. თქვენ კი იმავე შეცდომას უშვებთ, რაც ბატონმა ზვიადმა დაუშვა, თითქოს ქართული სახელმწიფო მარტო ეთნიკურად ქართველი ადამიანების კეთილდღეობის მექანიზმია: „გამსახურდიას შემდეგ არ ეღირსა ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლება და, მიმდინარე მოვლენების შემყურეს, კითხვა მიჩნდება: ეღირსება კი ჩვენს ქვეყანს ოდესმე ისეთი ხელისუფლება, რომლისთვისაც, უწინარესად, საქართველო და ქართველი კაცის კეთილდღეობა იქნება საზრუნავი…“ არავითარი უწინარესად! უწინარესობა მოქალაქეობის ანტიპოდია და იგი სახელმწიფოს ანგრევს. სახელმწიფო თემური წყობილება არ არის. იგი, ქართული იქნება თუ არაქართული, უფლებრივად თანასწორი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის მექანიზმია.

  2. ობიექტური სტატიაა! ეს”სამეფო კარის თამაშები” ქართველ ხალხს არაფერ კარგს არ აძლევს, მაგრამ სადღაა ეს ქართველობა!
    ჩვენი ერის საჯიშე თაობები ომითა და ნარკოტიკებით გაწყვიტეს! ვინც გადარჩა, განათლების სისტემა გაუნადგურეს, რომ არ იაზროვნონ!
    ვინც ეს იგრძნო, გაიქცა ქვეყნიდან! ასეთები კი ქართველთა ნახევარზე მეტია, მგონი!
    ამის სიკეთისკენ შემობრუნება მე უკვე შეუძლებლად მიმაჩნია…
    რა ვიცი…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here