Home რუბრიკები საზოგადოება დემოგრაფიული კატასტროფა _ ერისა და სახელმწიფოს ნელი სიკვდილი

დემოგრაფიული კატასტროფა _ ერისა და სახელმწიფოს ნელი სიკვდილი

ანზორ თოთაძე

გაეროს მიერ ჩატარებული კვლევისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგია უახლოეს მომავალში არ შეიცვალება, 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა 2 985 000-მდე შემცირდება.


ამ კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, 2002 წლის მონაცემთან შედარებით. 15%-ით შემცირდა და 3 714 804 ადამიანი შეადგინა. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის თანახმად, ოჯახებში ბავშვთა რაოდენობის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება სიღარიბის მაჩვენებელიც. შესაბამისად, გაერო თავის რეკომენდაციაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების თვალსაზრისით. კონკრეტულად რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში დემოგრაფიული კუთხით, რა პრობლემებია გადასაჭრელი და ადეკვატურია თუ არა ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით, გვესაუბრება დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე:

_ გაერო, უკვე წლებია, აქვეყნებს მონაცემს, რომ 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება. ეს უკვე არახალია, მაგრამ, რაც შეეხება ბოლო მონაცემს, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ არასწორია. ამ მონაცემის თანახმად, 2050 წლისთვის ჩვენი მოსახლეობა სამი მილიონიც აღარ იქნება, ანუ 2 985 ათასამდე შემცირდება. არადა, ეს უკვე ასეა _ ქართველები აღარ ვართ სამი მილიონი; ასე რომ, რეალურად მდგომარეობა იმაზე გაცილებით სავალალოა, ვიდრე გაეროს მონაცემი ცხადყოფს, ჩვენ უკვე ვდგავართ დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე…

_ 2050 წელს, ალბათ, ორი მილიონიც არ ვიქნებით.

_ თუ ასე გაგრძელდა, ცხადია, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რეგიონები, სოფლები დაიცლება და გაუკაცრიელდება. ჯერ ისედაც აღარ დარჩა ხალხი სოფლებში და წარმოიდგინეთ, 20-30 წელიწადში რა იქნება. ეს არის ერისა და სახელმწიფოს ნელი სიკვდილი და ამ მიმართულებით გადასადგმელია სერიოზული ნაბიჯები.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობას, ადრე იყო გარკვეული დაინტერესება და თითქოს რაღაც პროცესები დაიძრა, მაგრამ, რომ გითხრათ, ამას მნიშვნელოვანი შემოტრიალება მოჰყვა-მეთქი, მართალი არ ვიქნები. დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად, უწინარესად, საჭიროა ფინანსები და პოლიტიკური ნება, ეს ფინანსური ნაკადი ზუსტად, მიზნობრივად რომ მოხმარდეს საქმეს, აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო მხარდაჭერა და სხვადასხვა სახის წამახალისებელი კამპანია, რომლებიც შობადობის მომატებაზე იქნება ორიენტირებული, თუმცა ჯერჯერობით მსგავსი პროცესების პერსპექტივა არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, პრობლემის სირთულის შესაბამისი დაინტერესება ამ საკითხზე არ არის, ამიტომაა მდგომარეობა საგანგაშო, ამიტომაა, რომ ციფრები, რომლებსაც კვლევები გვიჩვენებს, სულ უფრო კატასტროფულია. ჩვენს ყველა მეზობელ სახელმწიფოს გაცილებით უკეთესი დემოგრაფიული მდგომარეობა აქვს _ აზერბაიჯანის, თურქეთის, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა ინტენსიურად იმატებს. ეს იმიტომ, რომ იქ ამ მხრივ სწორი პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს და ჯანსაღი პროპაგანდა მიმდინარეობს. ჩვენ კი დღითიდღე ვმცირდებით და ვქრებით, სულ მალე ჩვენსავე ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდებით…

მოამზადა ჯაბა ჟვანიამ

9 COMMENTS

  1. რამდენი ბავშვი დაიბადა 2012,2013,2014,2015,2016 წლებში? რატომ არ აქვეყნებთ?

  2. იური კორძაძე (პირად ნომერს შეგნებულად არ ვწერ,თუმცა მაინც მომაგნებთ)

    ერის გამრავლება ახალგაზრდა თაობის უპირველესი მოვალეობაა,მაგრამ სად არის იმის მცდელობაც კი,რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ პირობები ოჯახი შექმნან და შვილები აჩინონ?
    ქვეყანას სტატისტიკა არ გააჩნია.აღრიცხა ვინმემ მოსახლეობა?რომ გავიძახით 3 მილიონ 700ათასიაო,ვინმემ დაითვალა? მოგისმენიათ ვინმეს პარლამენტის ტრიბუნიდან,ამ პრობლემის შესახებ?
    მე რომ მკითხო,ნორმალური სახელმწიფო და მისი მესვეურები ამას პრობლემადაც არ აღიქვამენ.არა და უნდა გამოცხადდეს sos!რომ ადგილიდან დაიძრას საქმე.
    ჩვენ ვიზალიბერიზაციას ვზეიმობთ და ქვეყნის მოსახლეობას ,,სასეირნოდ”ვეპატიჟებით ევროპაში…დავიჯერო,თუ აქამდე არალეგალად,ავტობუსის ,,ბაგაჟნიკში”დამალული გაჭირვებული ჩვენი დედები,დები,მეუღლეები,რომლებიც ოჯახის ბურჯად ითვლებოდა, შვილებისაღზრდას და გაზრდას ემსახურებოდა ოჯახს მოწყდა და ევროპაში მოჯამაგირედ, დღე და ღამეს ასწორებს ოჯახის გამოსაკვებად და მათ მიერ გამოგზავნილ კაპიკებს სახელმწიფო ბიუჯეტში ითვალისწინებს,რომ მათ პრემიები და დანამატები მიიღონ.ამის მერე გამრავლებაზე საუბარი მათთვის არაა მისაღები…
    მაინც სადამდე უნდა შემცირდეს საქართველოს მოსახლეობა?
    რა დავალება და ბრძ ანებაა მიღებული ამერიკის ელჩისგან…მაკკეინ-ბაიდენ-სოროსისგან? ჩვენ ხომ მათი მონები ვართ და როგორც ჰიტლერს ჰქონდა მსოფლიოს მოსახლეობის შემცირების ნორმა და მერე სახელის და გვარის მოშლა და მის ნაცვლად ზურგზე ნომრების მიკერება,ისეთივეა ალენ დალესის,ბჟეზინსკის,ბაიდენის,ქერის,მაკკეინის,სოროსის და მისთანების დღევანდელი გეგმა.
    აკი.ჩვენს აიდი ბარათზე,თუ ბიომეტრიულ პასპორტზე სწორედ ნომერია მთავარი ატრიბუტი…

  3. რაც ხდება ჩვენს ქვეკანაში ჩვენივე ბრალია., კოველი ჩვენთაგანის.და ჩვენ ხელი სხვისკენ გვაქვს გაშვერილი, იმის ბრალიაო. ფუნქცია დაკარგა ერმა საუბედუროდ.და მთავრობა ერის გადაშენებით შოულობს ფულს.

  4. emigrantebi rom ara arz is shobadoba ikneba raz axlaa hemi ojaxis mixedvit me rom ara hemma shvilma 400 larit rogor sheinaxos 4 suliani ojaxi romlebsaz me rom ara sulebi gasdsvrebodat kvekana igupeba patroni araa

  5. რა ვთქვა ვინახვა ჯერ ახალგაზრდაა საზღვარგარეთ გავიქეცით დაითვალეთ რამდენი ახალგაზრდა გავიდა საქართველოდან უმუშევრობის გამო რასაც მე ვხედავდი მანდ უცხოელს მეტი დაფასება აქვს ვიდრე ქართველს ქართველმა მთავრობამ ჩაგვყარა ამ დღეში

  6. თბილისი დარჩება მარტო საქართველო, ვიძახოდი ადრე.. მგონი, აღარც თბილისი დარჩება ისეთი მჭამელები დაესიენ..
    თუ გადავშენდებით და ალბათ ჯობია, რაც ღირებულებები გვქონდა დავკარგეთ.. ასეაა..

  7. ხელშეწყობა უნდა სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიან ოჯახებს! მე, ხუთი შვილის დედა, უსახლკარო ვარ! ვიხვეწები მიწის ნაკვეთი გამომიყავით სადმე, რომ ჩემს საკუთრებას შეადგენდეს-მეთქი, ბოლო-ბოლო ქოხს ჩავდგამ და ნულიდან დავიწყებ. არა! არ მისმენს არავინ! ჩინელებს და ირანელებს ჩალის ფასად აძლევენ!!!

  8. აქ დაწერილი კომენტარი, ვფიქრობ, ორთქლის გამოშვებაა და სხვა არაფერი!
    მე ერთხელ დავწერე და აქაც გავიმეორებ- პატრიარქის ინიციატივამ მონათვლის შესახებ ერთჯერადი სტიმული მისცა დედებს ბავშვის გაჩენისა, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არაა!
    ვფიქრობ, იმ მილიონერებმა, ვისაც ოდნავ მაინც შერჩათ ქვეყნის პატივისცემა, უნდა შექმნან ფონდი- ქართველი დედების გაჩენილ ქართველ ბავშვზე განსაზღვრული თანხა! ბავშვების მატებასთან ერთად, თანხაც უნდა იზრდებოდეს. ამაზე უკეთეს სტიმულს ვერ მოიფიქრებს ვერავინ.
    ამას თუ სახელმწიფო გააკეთებს, მაშინ ფულს უცხოტომელი და არაქრისტიანი უფრო მეტს მიიღებს, ვიდრე ქართველი.
    თუ სხვა უკეთესს მოიფიქრებთ, დაწერეთ.

  9. საქართველოს საპატრიარქოს ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოეყოს სოლიდური თანხა მე–3 შვილის მონათვლის დროს მის დასაფინანსებლად. მონათვლისა და დაფინანსების უფლება უნდა მიეცეს არამარტო პატრიარქს, არამედ ცალკეულ ეპარქიებში მომქმედ ეპისკოპოსებსაც და ამან მასიური ხასიათი უნდა მიიღოს. ეს მიზნობრივი თანხა მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. სასურველია ეს დაფინანსება იყოს არაერთჯერადი, არამედ გაგრძელდეს 7 წლის ასაკამდე მაინც. აბა თქვენ იცით კვირიკაშვილ–კობახიძე–მარგველაშვილო და მილიონერო პარლამენტარებო!!! ქართველ ხალხს თქვენი იმედი აქვს!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here