Home ახალი ამბები საქართველო დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე _ დავით გარეჯზე: დიდ ეჭვს იწვევდა ძველი კომისიის შემადგენლობა,...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე _ დავით გარეჯზე: დიდ ეჭვს იწვევდა ძველი კომისიის შემადგენლობა, ყველა სადავო, საეჭვო საკითხი იყო დასაზუსტებელი, საქართველოს საზიანოდ გადაწყვეტილი

1666
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის მცდელობაზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ძველი შემადგენლობა ეჭვს იწვევდა.

“ეს, ალბათ, ძიების საკითხია უფრო, ახალი მომხდარი ამბავია და დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით. უშუალოდ ვინც იყო დაკითხვაზე, მათ შეუძლიათ უფრო დაზუსტებით მოყვნენ ყველაფერი. ადრე ვსაუბრობდით ამაზე, რომ დიდ ეჭვს იწვევდა ძველი კომისიის შემადგენლობა. რომ კომისიის მუშაობა იყო არაეფექტიანი, ახლა იმის უკან რა მექანიზმია და ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება, გაარკვევენ. ყველა სადავო, საეჭვო საკითხი იყო დასაზუსტებელი, გადაწყვეტილი საქართველოს საზიანოდ. წინა კომისია ცოტა ხნის წინათ გაუქმდა. ახლა განახლებული კომისია მუშაობს და, იმედი გვაქვს, რომ იმ პრინციპული მიდგომიდან გამომდინარე, რომელსაც ვხედავთ, რაღაც შედეგი იქნება. დაველოდოთ, როცა დადგება ამის დრო”, _ განაცხადა მან.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე _ დავით გარეჯზე: დიდ ეჭვს იწვევდა ძველი კომისიის შემადგენლობა, ყველა სადავო, საეჭვო საკითხი იყო დასაზუსტებელი, საქართველოს საზიანოდ გადაწყვეტილი

ჯაღმაიძის განმარტებით, როდესაც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსზეა საუბარი, საპატრიარქოს ქონებასა და კუთვნილებაზეა საუბარი.

“ეკლესიის პოზიცია ერთმნიშვნელოვნია _ ეს ჩვენი ძირძველი სიწმინდეებია და საპატრიარქოს კუთვნილებაა. ნაწილობრივ გვაქვს ინფორმაცია რუკებზე, მაგრამ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, იმ ინსტანციას, რომლის ხელშიც გაცილებით მეტი ინფორმაციაა”, _ აღნიშნა ჯაღმაიძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები აზერბაიჯანთან შეთანხმებით არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ დადგინდა.

alt-info.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here