Home სხვადასხვა დაიჯესტი დედა რყვნიდა 3 წლის შვილს და პორნოვიდეოებს იღებდა, რათა “პორნოპროდუქცია” ნარკოტიკებზე გადაეცვალა

დედა რყვნიდა 3 წლის შვილს და პორნოვიდეოებს იღებდა, რათა “პორნოპროდუქცია” ნარკოტიკებზე გადაეცვალა

1234
ხაიმე სიმსი

ინდიანის შტატში (აშშ) მცხოვრები ხაიმე სიმსი თავისი 3 წლის გოგონას გახრწნის ბრალდებით დააპატიმრეს. ორი შვილის დედა ვაჭრობდა სექსვიდეოთი თავისი პატარის მონაწილეობით და ამ გზით ნაშოვნი ფულით ყიდულობდა ნარკოტიკებს.

განგაში გოგონას მამამ ატეხა. ბავშვები მასთან ცხოვრობდნენ, დედა კი კვირაში ორჯერ ნახულობდა. მამა უფროსი გოგონას ქცევამ შეაცბუნა და გადაწყვიტა, ხაიმეს ტელეფონი შეემოწმებინა. შეამოწმა და აღმოაჩინა თავზარდამცემი ფოტო და ვიდეო დედა-შვილის მონაწილეობით, რომლის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობა პოლიციას.

ხაიმე სიმსმა აღიარა, რომ რყვნიდა თავის 3 წლის გოგონას და ამ პროცესს იწერდა ვიდეოზე, ყიდდა ინტერნეტით, ყიდულობდა ნარკოტიკებს და პირადი მოხმარების საგნებს. ამ გზით მან 200 დოლარამდე თანხის შოვნა შეძლო. ქალს წაუყენეს ბავშვებზე ძალადობრივი ზემოქმედების, მცირეწლოვნის გარყვნისა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ბრალდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here