ლეონარდო დავინჩის ეს ნახატი 64,5 სმ 44,7 სმ-ის ზომისაა. მას, როგორც სპეციალურ ლოტს, აშშ-ში აუქციონზე “ომისშემდგომი და თანამედროვე ხელოვნება” გაიტანენ.
ეს არის იესო ქრისტეს გამოსახულება, რომელიც დიდოსტატის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია, შესრულებულია, როგორც ვარაუდობენ, XVI საუკუნეში საფრანგეთის სამეფო კარის დაკვეთით. მაგრამ მას შემდეგ, რაც კარლოს I საფრანგეთის პრინცესა ჰენრიეტა მარიაზე დაქორწინდა 1625 წელს, ნახატი ინგლისში აღმოჩნდა. შემდგომ ეს ტილო საფრანგეთში დააბრუნეს და ინახებოდა მეფე კარლოს მეორის კოლექციაში.
“მოგზაურობა” ამით არ დამთავრებულა: “სამყაროს მხსნელი” რამდენიმე ჰერცოგის ხელიდან ხელში გადავიდა, ბოლოს მისი კვალი გაქრა. იპოვეს მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში, ფრიად დაზიანებული. შემდგომ რამდენიმე კერძო კოლექციას ამშვენებდა. 2007 წელს სრულად იქნა რესტავრირებული.