დაჭრილი 22 წლის ბიჭის დედა: მოვდიოდი და კარებთან დამარტყაო

1313

რუსთავში დაჭრილი 22 წლის ბიჭის დედის ნათელა ვარშალომიძის განცხადებით, მისი შვილი და დაჭრაში ეჭვმიტანილი  გოგონა ერთმანეთს იცნობდნენ.

დედის ვარაუდით, გოგონა მას შემდეგ გახდა აგრესიული, რაც მისმა შვილმა ერთ-ერთი პიროვნების სახელი უხსენა, თუმცა რატომ გაღიზიანდა ეჭვმიტანილი, მისთვის უცნობია.

ლევან ვასაძის მდგომარეობა მძიმე იყო და მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, პაციენტი ამ დროისთვის პალატაშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიცია დანაშაულში ეჭვმიტანილ 22 წლის გოგონას ეძებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here