დაღესტანში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს 4 ამბოხებული, მათ შორის ერთ–ერთი დაჯგუფების ლიდერი მოკლეს. ამ უკანასკნელის სახელი ტერორისტული მიმართულების დანაშაულებს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, წუხელ დაღესტნის ბუინაკსკის რაიონში ერთ–ერთ კერძო სახლი აღმოაჩინეს ჯგუფი, რომლის წევრებით ბანდიტურ იატაკქვეშა დაჯგუფებას ეკუთვნოდნენ. მებრძოლებს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა იარაღის დაყრა და დანებება შესთავაზეს, თუმცა ამბოხებულებმა საპასუხოდ ცეცხლი გახსნეს.
ორმხრივი სროლის შედეგად რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცრაზმმა ამბოხებულების ლიკვიდაცია მოახდინა. ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, სპეცრაზმის წარმომადგენლები სროლის დროს არ დაშავებულან.