საქართველოში სტალინის სახელს და მასთან დაკავშირებულ საგნებსა და შენობებს გააფთრებით ებრძვიან დასავლეთის მიერ წაქეზებული და დაფინანსებული ნეოლიბერალური ძალები, დაღესტნის რესპუბლიკის ქალაქ კასპიისკში კი სახალხო მოსმენისას უმრავლესობამ მშვიდობის ქუჩისთვის სტალინის სახელის დარქმევას მისცა ხმა. სახელის გადარქმევის მომხრეები ამას “ისტორიული სამართლიანობის აღდგენას” უწოდებენ. მათი თქმით, ადრე ეს სტალინის სახელობის ქუჩა იყო.
“რეპრესიები _ ეს სტალინი არ არის. ეს ადგილობრივი ხალხია. მას ერთს არ შეეძლო მთელი კავშირის დაპყრობა”, _ განაცხადა ერთ-ერთმა მომხრემ.
ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შესახებ გადაწყვეტილებას 2 კვირაში ოფიციალურად მიიღებენ.