Home რუბრიკები საზოგადოება “დაფანდრაიზინგებული” ნაციონალი ქალბატონის ვნებანი

“დაფანდრაიზინგებული” ნაციონალი ქალბატონის ვნებანი

მარიამ საჯაია სამოგზაუროდ წასასვლელად ფულს მოსახლეობას სთხოვს

2847
მარიამ საჯაია

დემოკრატია მმართველობის საშინელი ფორმაა, თუ დანარჩენ ფორმებს არ ჩათვთვლით”, _ თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა 1947 წელს. დემოკრატიის ერთერთი პრინციპი საყოველთაო სახალხო არჩევნებით ქვეყნის ხელისუფლების არჩევაა. დემოკრატიის პრინციპებს ნაზიარებ საქართველოში კი, უკვე მერამდენე წელიწადია, ხალხი არჩევნების გზით ირჩევს ხელისუფლებას, მაგრამ იმედის თუ ოცნების ასრულებას, რომ უკეთესად იცხოვრებს, საშველი არ დაადგა.

ქართველი ხალხის ოცნების ასრულებას საშველი არ დაადგა იმიტომ, რომ ადამიანები ზერელედ ეკიდებიან ბიოგრაფიას, იდეებსა და სამოქმედო პროგრამას იმ დეპუტატობის კანდიდატისა, რომელსაც ირჩევენ. არადა, სწორედ ხალხის რჩეულთა ცოდნაზე, გამოცდილებაზე, ინტელექტზე, კეთილშობილებაზე, ზნეობაზე, თანამემამულეთა სიყვარულსა და პატრიოტიზმზეა დამოკიდებული ქვეყნის წინსვლა-განვითარება. საქართველოში კი მეოთხედ, საუკუნეზე მეტია, სრულიად საწინააღმდეგო ვითარებაა _ ხელისუფლების სათავეში მოდიან ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის მართვისთვის საჭირო არც ცოდნა აქვთ, არც გამოცდილება, არც ქვეყნისა და თანამემამულეების სიყვარულით გამოირჩევიან და მხოლოდ თავიანთ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ზოგი ამას მალულად, უხმაუროდ აკეთებს, ზოგი _ თავხედურად და ცინიკურად…

2012 წელს ხელისუფლების სათავეში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა იმედოვნებდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება სასიკეთოდ შეიცვლებოდა და, რაც მთავარია, აღდგებოდა სამართლიანობა _ ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტაში მონაწილენი და ბიზნესმენთა რეკეტირები, უსამართლო, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიმღებნი და მათი ხელშემწყობნი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებოდნენ, წართმეული ქონება მფლობელებს დაუბრუნდებოდა, შეწყდებოდა ყოველივე ქართულისა და მართლმადიდებლურის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების პარპაში, მაგრამ დასავლეთისგან თავსმოხვეული ე.წ. კოაბიტაციის შედეგად ზემოაღნიშნული არათუ შესრულდა, არამედ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა _ ხალხის სისხლში ხელგასვრილი “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფები, აგრეთვე, “ქართულ ოცნებაში” გადაბარგებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავაც შესანიშნავად არიან და, თავიანთი დასავლელი პატრონების წაქეზებით ძველებურად განაგრძობენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას და მოსახლეობის დაცინვას…

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი მარიამ საჯაია, რომელიც ამჟამად 26 წლისაა, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი 21 წლისა გახდა. სწორედ საჯაიას, ამ ახალგაზრდა, “პერსპექტიული” და “განათლებული” გოგონას, საკანონმდებლო ორგანოში შესაყვანად შეცვალა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა კონსტიტუცია და დეპუტატის მინიმალური წლოვანება 21 წლამდე დასწია, ოღონდ ქალბატონ მარიამს, რომელსაც პარლამენტში იშვიათად ხედავდნენ, (ადამიანის უფლებათა კომიტეტის საპარლამენტო კომიტეტის სხდომების გაცდენების მხრივ, ერთ-ერთი ლიდერი იყო) წლების განმავლობაში საკანონმდებლო საქმიანობით თავი არ გამოუჩენია და ხან აშშ-ში სწავლით იყო დაკავებული (თან პარლამენტარის ხელფასს იღებდა), ხან _ კონკურს “მის ტრანსგენდერის” ჟიურიში მონაწილეობით. ნიშანდობლივია, რომ 2015 წელს ნაციონალ ქალბატონს “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ უზრდელი უწოდა: რასაკვირველია, პოლიტიკაში წლოვანება არ არსებობს, მაგრამ არ შეიძლება გქონდეს იმის განცდა, რომ ესოდენ კარგი შესახედავი მანდილოსანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში მონაწილეობს, არის, ელემენტარულად, უზრდელი”, _ განაცხადა ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე, როცა შენიშნა, რომ მისი სიტყვით გამოსვლისას მარიამ საჯაია სხვა დეპუტატს ესაუბრებოდა. თუმცა უზრდელობა რა მოსატანია იმასთან შედარებით, რაც ყოფილმა დეპუტატმა რამდენიმე დღის წინათ ჩაიდინა, როდესაც თავისი ოცნების ასასრულებლად _ მეგობრებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ წასასვლელად _ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და საქართველოს მოსახლეობას თანხის შეგროვება სთხოვა:

მე მოგიყვებით ერთ ამბავს: 4 ნიჭიერი ადამიანი შევიკრიბეთ _ Travel junkies 9 ქვეყნის მოვლა გადავწყვიტეთ, ვადად 3 თვე ავიღეთ და არასაკმარისი ბიუჯეტით ვიწყებთ ოცნების ასრულებას. 2 კვირაში მივდივართ! ეს ერთი ამბავი ვრცელი იქნება. ერთგვარიკუსტარული”, მაგრამ ზერეალური რეალითიშოუმძაფრი ემოციებით, დაძაბულობებით, რთული ფიზიკური პირობებით, განსხვავებული გეოგრაფიული, კულტურული და სოციალური გარემოებით, ამ სამყაროში და საკუთარ თავში მოგზაურობით. მზად ვართ თავგადასავლისთვის, გადარჩენისთვის, ერთმანეთის გატანისთვის ან დაჭმისთვის, ხალისდაძაბულობისთვის და ამის თქვენთვის გაზიარებისთვის.…ყველაფერი კი იმით იწყება, რომ მე სამსახური დავტოვე (გუშინ), ვტოვებ უძვირფასესს _ შვილს, მეგობრებსაც, ჩემს კომუნასაც და კომფორტის ზონასაც. ჰო, კიდევ ყვავილებს ვტოვებ, 23 ცალ შვილსჩანთას ვალაგებ და მივდივარ. სომხეთი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი, მიანმარი (ალბათ, მიანმა _ .), ტაილანდი, მალაიზია, სინგაპური, ინდონეზია _ მანტრასავით ვიმეორებთ, ბოლო დღეებია.

და ვართ დიდ სამზადისში რეალითი შოუს 4 მონაწილე,

და აქ შემოჰკრას ფანდრაიზინგის ზარმა!

ყველანაირი დახმარება და ხელის წაშველება გვინდა: სპონსორიან _ თითო ადამიანისგან 2-3-5-10 ლარიანად. იმიტომ, რომ ხელში გვიჭირავს მხოლოდ სამოგზაურო მოტივაცია, ზუსტი გეგმა და მცირე თანხა, რაც მხოლოდ წასასვლელად მომზადებაში შეიძლება დაიხარჯოს. მოტივაცია ჩვენი დახმარების არის სხვადასხვა: სპონსორებისთვის _ რეკლამა, ორგანული მარკეტინგი 😉

მომავალი მოგზაურებისთვის _ უზუსტესი travel guide, რომ, თუკი ოდესმე მთელი ამ გზის, ნაწილის თუ მონაკვეთის გავლა ენდომება, სახელმძღვანელო ექნება; არდავერ მოგზაურებისთვის _ ვისაც უბრალოდ სურვილი არ აქვს, თვითონ გადახდეს თავს ან ფიქრობს, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებს, მაგრამ აინტერესებს რეალური თავგადასავლების შორიდან დაკვირვება ან მეგობარი ხარ, არამეგობარი ხარ, კეთილისმყოფელი ხარ, სხვისი გახარება გინდა.…

გვჭირდება ყველაფერი, ანუ რამე, რაც შეგიძლია _ anything can help 5 ლარი, ფანარი, ფანდრაიზინგ წვეულების მოწყობა, კარავი, ინტერნეტი

მართლა 5-10 ლარიც გვშველის _ აი, რომ ავიღოთ ჩემი ბოლო ფოტოს დამლაიქებლების რაოდენობაზე გამრავლებული

ემოციურ ნაწილზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და ფიქრებზე არ დაგასპოილერებთ და ცალკე, შესაბამის პოსტში მოგახსენებთ”, _ დაწერა საჯაიამ (მარიამ საჯაიას ციტირებისას სტილი ყველგან დაცულია).

ეს ის მარიამ საჯაიაა, რომელიც თითქმის 1 წლის განმავლობაში არ გამოცხადებულა პარლამენტში, დეპუტატის ხელფასს კი დანამატიანად _ 4000 ლარზე მეტს _ ყოველთვიურად იღებდა. ეს ის მარიამ საჯაიაა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებმა სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვუხადოთ სოლიდური პენსია _ 560 ლარი (სხვათა შორის, ქვეყნის ბიუჯეტს ყოფილი დეპუტატების შენახვა წელიწადში 4,5 მლნ ლარზე მეტი უჯდება).

ეს ის მარიამ საჯაიაა, რომლის ოჯახის კომპანიაც სატენდერო კონკურსებში გამარჯვების შემდეგ სამეგრელოში გზებს აგებდა და შესრულებული სამუშაოებისთვის, მილიონობით თუ არა, ასიათასობით ლარს იჯიბავდა; ეს ის მარიამ საჯაიაა, რომლის ძმამ, ნიკოლზ საჯაიამ, “ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წლის აგვისტოში 30 ათასი ლარი შესწირა, ხოლო დედა _ ნაზი არონია პრემიერმინისტრის ყოფილი მოადგილე, ზუგდიდის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ყოფილი უფროსი, საქართველოს მე-2 (1990-1992) და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო…

მარიამ საჯაიამ გია ვოლსკის ასე უპასუხა:

საქართველოს დამსახურებული უზრდელი ვარ მე, ვოლსკიმ ეგრე თქვა და აბა არა?! მე უფრო კორექტულად ვეტყვი, რომ მისი მხრიდან ჩემ მიმართ წარმოთქმული სიტყვები არის ეიჯიზმი და სექსიზმი (წერტილი). ისე კიიბიარდივითდაემართა ბატონ ვოლსკისიბიარდ, ავატარები არიან სექსისტები და ეიჯისტები. მოიმარჯვონ უცხო სიტყვათა ლექსიკონი და გაიგებენ, რასც ვამობ, სანამ მართლა უზრდელობაზე და ცილისწამებაზე გადმოვლენ, როცა არც ესმით, რას ვამბობ. სიმართლე ისაა, რომ თუმცა შინაარსი კი შეიძლება გაიგონ, მაგრამ აზრობრივად ვერასდროს ჩაწვდებიან, რომ მათზე ასაკით უმცროსი ქალი იგივე უფლებების (და მოვალეობების) მატარებელია, რომ მას აქვს უფლება, გამოთქვას მათგან განსხვავებული აზრი, იყოს თავისუფალი ქმედებებში, მოსაზრებებსა და გამოხატვაში.

და საერთოდაციყოს თავისუფალი, თავის თავის უფალი”.

ეს მართლაც ყველაფრისგან “თავისუფალი” და თავისი კერპი მიხეილ სააკაშვილივით აშშ-ში “უსაშველოდ განსწავლული” ყოფილი პარლამენტარი ქალბატონი მოგზაურობის დაფინანსებას სთხოვს არა დედას ან ძმას, არამედ ტერიტორიაშემოძარცვული ქვეყნის მოსახლეობას, რომელთა შორის ათიათასობით ლტოლვილი და დაახლოებით 800 ათასი ღარიბ-ღატაკია, ხოლო მილიონზე მეტი ლუკმაპურის ფულის საშოვნელად და სამშობლოში დარჩენილი ოჯახის დასახმარებლად უცხოეთშია გადახვეწილი, საქართველოში დარჩენილთა უმეტესობა კი ბანკების ვალებში იხრჩობა. ამას აკეთებს იმისთვის, რომ იმოგზაუროს აზიის ქვეყნებში და განიცადოს “ხალის-დაძაბულობა”…

ორიოდე დღის წინათ კი “ხალის-დაძაბულობის” მოსურნე მარიამ საჯაიამ სოციალურ ქსელში ეს განცხადება გამოაქვეყნა:

ზუსტად ვიცი, რომ სწორ რამეს ვაკეთებ, უზუსტესი გადაწყვეტილებაა: ემოციურად და რაციონალურად. ზუსტად ვიცი, რომ სირცხვილი არ არის, ადამიანებს სთხოვო კარგი საქმის კეთებაში დახმარება. პერო უკაცრავად ვარ და არ მაქვსამგვარი სამოგზაურო პროექტებისთვის ასეთი ფანდრაიზინგი ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში”.

არც “პერო” აქვს და არც სინდისი ამ მართლა “დაფანდრაიზინგებულ” ყოფილ დეპუტატს _ “ნაციონალური მოძრაობის” ნამდვილ სახეს…

ნიკა კორინთელი

* ფანდრაიზინგი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს ფულის ან სხვა სახის ნებაყოფლობით შემოწირულობას, რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას.

**სპოილერი _ წინასწარ გამჟღავნება ინფორმაციისა რაღაცის დეტალებზე, რომლებისგანაც შეიძლება შეიტყოთ, რა მოხდება; მაგალითად, როგორ დასრულდება ფილმი.

2 COMMENTS

  1. 1.”ანის”, ისწავლე ქართულად წერა-კითხვა.
    2. “მიშას” ფანტაზიის გრძელკისერა ოცნებას, ნორჩ “საჯაიას”, – კარგი რჩევა, მიმართე “ნაციონალბანდიტებს” ან “სააკიან მიშიკოს” – დაგაფინანსოს! თუ კაპიკი არ გაიმეტეს, მაინც გაიგებ რომ, ორივეს მობეზრდი.
    3. პროვინციელი მოზარდი, რომელმაც რუსთავი 2- საგან კარგად შეისწავლა, როგორ გახდე მომხმარებელი და როგორი არ უნდა იყოს ქართველი ქალი,

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here