Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთი საქართველოს გაერთიანებას ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ მხარს არ დაუჭერს

დასავლეთი საქართველოს გაერთიანებას ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ მხარს არ დაუჭერს

2012 წელს ევრაზიის ინსტიტუტმა დიდი გამოკითხვა ჩაატარა _ ერთადერთმა ქართულმა ორგანიზაციამ დასავლეთის დაკვეთისა და ფინანსების გარეშე გამოარკვია, რომნაციონალური მოძრაობაარჩევნებს აგებდა. გარდა ამისა, გამოკითხვით დადასტურდა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილიქართული ოცნებისაგანრუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას ელოდა და მოითხოვდა.

კითხვარში ასეთი კითხვაც გვქონდა:

“თქვენთვის რა არის პრიორიტეტული: ) საქართველოს გაერთიანება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაცია თუ ) საქართველოს ნატოში ინტეგრირება, ნატოს წევრობა?” პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო _ რესპონდენტთა 90 პროცენტზე მეტმა პრიორიტეტი ვარიანტს მიანიჭა, რაც გასაკვირი სულაც არ არის. თუკი დადგება დილემა, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს, მაგრამ უნდა დაკარგოს აფხაზეთი და შიდა ქართლი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამის წინააღმდეგი იქნება.

მაგრამ საკითხავია, წინააღმდეგი იქნებიან თუ არა საქართველოს ხელისუფლება, .. ოპოზიციური სპექტრი, მასმედია, არასამთავრობო სექტორი _ .. ყველა, ვინც ამერიკაევროპის, სოროსისა და სხვადონორებისდაფინანსებასა და კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების ეს “ზედაფენა” პირიქით იმოქმედებს _ ერთიანი საქართველოს იდეას გაწირავს ნატოს წევრობის სანაცვლოდ. ამ ეროვნულ ღალატს კი, არ გამოვრიცხავ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველი კანცლერის (მთავრობის მეთაურის), კონრად ადენაუერის, პოლიტიკით მოუძებნონ გამართლება. კონრად ადენაუერი გახლავთ გერმანიის ის ლიდერი, რომელმაც განზრახ თქვა უარი გერმანიის გაერთიანებაზე და თავისი ქვეყანა ნატოში ჩაითრია, რამაც გერმანიის 40-წლიანი გაყოფა, უამრავი ოჯახის დაშლა, ბერლინის კედელი და ათასნაირი სხვა პრობლემა გამოიწვია.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული საბჭოთა კავშირი და პირადად მარშალი სტალინი სულაც არ იყვნენ მოწადინებულნი, გერმანია დაშლილიყო რამდენიმე ნაწილად ან ორად გაყოფილიყო. პირიქით, ჯერ კიდევ 1945 წელს სტალინი უფრო ერთიანი გერმანიის ვარიანტისკენ იხრებოდა, თუკი იგი იმგვარად იქნებოდა ორიენტირებული, რომ საბჭოთა კავშირისთვის საფრთხეს აღარასოდეს შექმნიდა, მაგრამ დასავლეთის ანტისაბჭოთა პოლიტიკამ და ცივი ომის გაჩაღებამ გამოიწვია გერმანიის ორად გაყოფა. თავდაპირველად, 1949 წლის 23 მაისს, სწორედ დასავლეთგერმანული ფედერაციის დაარსება გამოცხადდა, მხოლოდ ამის შემდეგ რამდენიმე თვეში (7 ოქტომბერს) გაფორმდა აღმოსავლეთ გერმანიის _ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა, სადაც კომუნისტური, ერთპარტიული მმართველობა დამყარდა. სწორედ სტალინმა წამოაყენა ისტორიული ინიციატივა გერმანიის გაერთიანების შესახებ 1952 წლის მარტში. ეს მოვლენა მსოფლიო ისტორიაში შევიდა სახელწოდებით “სტალინის ნოტა”. სტალინის ინიციატივამ ისეთი შოკი გამოიწვია დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში, რომ მას ბლეფიც კი უწოდეს, თითქოს სტალინს სინამდვილეში დასავლეთის შეცდომაში შეყვანა სურდა და სულაც არ აპირებდა გერმანიის გაერთიანებას, მაგრამ მალე ყველა დარწმუნდა, რომ მოსკოვიდან წამოსული ინიციატივა სრული სერიოზულობით იყო მომზადებული. სტალინის ინიციატივის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ გერმანია უნდა გაერთიანებულიყო, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო, თავისუფალი არჩევნებითა და კონსტიტუციით, მას უნდა დაბრუნებოდა სრული სუვერენიტეტი საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ჰყოლოდა ძლიერი შეიარაღებული ძალები ეს ყველაფრი მხოლოდ ერთადერთი წინაპირობით _ ერთიანი და დემოკრატიული გერმანია, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ნეიტრალური სახელმწიფო უნდა ყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ 1949 წელს უკვე შექმნილი იყო დასავლეთის სამხედრო ბლოკი _ ნატო, ხოლო ვარშავის პაქტი და სოციალისტური ქვეყნების სამხედრო ბანაკი, როგორც ასეთი, ჯერ არ არსებობდა (ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია 1955 წელს შეიქმნა, დასავლეთ გერმანიის რემილიტარიზაციისა და ნატოში მიღების ფონზე). სტალინი მოქმედებდა როგორც საბჭოთა კავშირის, ისე ევროპელი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე _ ევროპის გულის, გერმანიის, მშვიდობიან და ნეიტრალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება დაამშვიდებდა ცივი ომით გამოწვეულ ვნებებს; გამალებული შეიარაღების ნაცვლად, სამშვიდობო ყაიდაზე გადაიყვანდა ევროპელი ერების ცხოვრებას.

მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს, თავისი აგრესიული მიზნებიდან გამომდინარე, ხელს არ აძლევდა მშვიდი ევროპა, რომელიც მოსკოვს აღარ აღიქვამდა მტრად და საფრთხედ, ამიტომ ამერიკელებმა ყველაფერი იღონეს საიმისოდ, რომ სტალინის ინიციატივა არ განხორციელებულიყო. მათი მთავარი საყრდენი დასავლეთ გერმანიაში ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი კონრად ადენაუერი გახლდათ. ადენაუერი ამერიკულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დიდი ხნის წინათ იყო შემჩნეული, თუმცა მისი პირადი თვალსაზრისი იყო ის, რომ ნეიტრალური გერმანია, რომელსაც თავისი განვითარების გზა ექნება, საშიშია საკუთარი თავისთვის და მეზობლებისთვისაც, ამიტომ გერმანიას შეზღუდული უნდა ჰქონოდა სუვერენიტეტი და უნდა მომხდარიყო მისი რადიკალური ინტეგრაცია ამერიკის მიერ შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურებში. კათოლიკე წვრილბურჟუა ადენაუერს ახასიათებდა უკიდურესი ანტიკომუნიზმი, მაგრამ საქმე მხოლოდ კომუნიზმის მიმართ სიძულვილში არ მდგომარეობდა. ადენაუერი ვერ იტანდა აზიას, ყოველივე იმას, რაც ევროპასთან არ ასოცირდებოდა მისსავე წარმოდგენებში. მაგალითად, გერმანიის სოციალდემოკრატი კანცლერი 1970-იან წლებში _ ვილი ბრანდტი (მან მუხლი მოიდრიკა ვარშავაში ნაციზმის მსხვერპლთა პატივსაცემად), რომელიც ახლოს იცნობდა ადენაუერს, თავის მოგონებებში წერდა, რომადენაუერი მდინარე ელბას აღმოსავლეთით მდებარე ევროპას აზიად მიიჩნევდა, როდესაც მაგდებურგს გავცდებოდით ბერლინის მიმართულებით, აღმოსავლეთისკენ, ადენაუერი მატარებლის კუპეში ფარდებს ჩამოაფარებდა _ არ სურდააზიური სტეპისდანახვა”, _ წერს ბრანდტი მემუარებში. რეალურად, ადენაუერი ვერ იტანდა 1870 წელს გაერთიანებული გერმანიის იმპერიის ფუძეს _ ლუთერანულ პრუსიას, მის სამხედრო სულისკვეთებას.

ამიტომაც ადენაუერი იდეალური მოკავშირე აღმოჩნდა ამერიკელებისთვის, რომლებმაც მისი საშუალებით დაბლოკეს სტალინის ინიციატივა გერმანიის გაერთიანების შესახებ. ადენაუერმა აუკრძალა საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტ რიხარდ მაიერ ფონ ახენბახს, გამოექვეყნებინა ანალიზი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საბჭოთა საფრთხე ევროპისათვის გაზვიადებულია, სინამდვილეში საბჭოთა კავშირის სამხედრო დოქტრინა თავდაცვაზე იყო ორიენტირებული და არ ესწრაფვოდა ევროპის დაპყრობას (ახენბახის ანალიტიკა 1980-იან წლებამდე იყო გასაიდუმლოებული). 1952 წლის 16 მარტს, ანუ სტალინის ინიციატივის გასაჯაროებიდან მე-6 დღეს, ადენაუერმა ქალაქ ზიგენის ევანგელისტურ მუშათა წრესთან გამართული შეხვედრისას განაცხადა: ნეიტრალიტეტი ჩვენთვის ნიშნავს, გადავიქცეთ არარაობა ქვეყნად; ჩვენ გავხდებით ობიექტი და ვეღარ ვიქცევით სუბიექტად /…/ ჩვენი მიზანია, დასავლეთი იმდენად გაძლიერდეს, რომ მან შეძლოს საბჭოთა კავშირთან გონივრული და რაციონალური საუბარი”. ეს საბჭოთა კავშირის ინიციატივაზე უარს ნიშნავდა. ამან სახტად დატოვა “შიდაგერმანული საქმეების” მინისტრი, ანტიფაშისტი იაკობ კაიზერი, რომელიც საბჭოთა ინიციატივას საინტერესოდ და სასარგებლოდ მიიჩნევდა. მართალია, ადენაუერის პოლიტიკას დიდი კრიტიკა დაატყდა თავს, განსაკუთრებით ოპოზიციური სოციალდემოკრატიული პარტიის მხრიდან, მაგრამ გერმანიის გაერთიანების შესაძლებლობის უგულებელყოფა ადენაუერის ქრისტიანდემოკრატების დიდი ნაწილისთვისაც მიუღებელი იყო. ადენაუერის კრიტიკა წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და პარტიის თანადამფუძნებელმა გუსტავ ჰაინემანმა (რომელიც 1969 წელს გფრ-ის პრეზიდენტი გახდა), ასევე კაბინეტის კიდევ ერთმა წევრმა _ იუსტიციის მინისტრმა თომას დელერმა კანცლერს ბრალი დასდეს, რომ მან განზრახ არ შეისწავლა გერმანიის გაერთიანების შესაძლებლობა. ჰენრი კისინჯერი თავის ნაშრომში “დიპლომატია” ადენაუერის ასეთ ქმედებას შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის ბრძოლას უკავშირებს. ასეა თუ ისე, ადენაუერმა თვითონ განახორციელა გერმანიის გაერთიანების ტორპედირება. შეშფოთებულმა დასავლეთმაგერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას იმავე 1952 წლის მაისში ხელი მოაწერინაევროპის თავდაცვითი კავშირის შესახებხელშეკრულებაზე. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1953 წლის ივნისში, უკვე ლავრენტი ბერიამ, მისთვის დამახასიათებელი ენერგიულობით, თავიდან წარუდგინა გერმანელებს ქვეყნის გაერთიანებისა და სუვერენიტეტის დაბრუნების გეგმა, ნეიტრალური სტატუსის სანაცვლოდ, მაგრამ ამ ინიციატივას გაგრძელება აღარ მოჰყოლია, ვინაიდან თვითონ ბერია რამდენიმე დღეში მოკლეს ხრუშჩოვის ბანდის წევრებმა.

როგორც ისტორიამ აჩვენა, საბჭოთა კავშირი არასდროს არ ყოფილა გერმანიის გაყოფისა და, მით უმეტეს, დაშლის ინიციატორი; პირიქით, თავიდანვე ითვალისწინებდა გერმანელი ხალხის სწრაფვას ერთიანობისკენ. თვით 1980-იან წლებშიც გერმანელთა უმრავლესობა თანახმა იყო, ფედერაციული რესპუბლიკა ყოფილიყო ნეიტრალური და სანაცვლოდ გაერთიანება მიეღო _ ამას მოწმობს ალენსბახის ინსტიტუტის მიერ იმჟამად ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები. მაგრამ მოხდა მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი რამ: მიხეილ გორბაჩოვმა და მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ გერმანიის გაერთიანება რაიმე არსებითი წინაპირობის, მით უმეტეს, ნეიტრალური სტატუსის გარეშე, დაუშვეს. საბჭოეთის დათმობები ისეთი ცალმხრივი და საკუთარი ინტერესებისთვის საზიანო იყო, რომ გერმანიის გაერთიანების ნაცვლად შედგა დასავლეთ გერმანიის მიერ აღმოსავლეთ გერმანიის შეერთება, “ანშლუსი”. ამის თქმა არაპოლიტკორექტულად მიიჩნევა თანამედროვე გერმანიაში, მაგრამ სიმართლე სწორედ ესაა.

საქართველოსთვის აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს გამოცდილება გერმანიის უახლესი ისტორიიდან. გერმანია დასავლეთმა, ასე ვთქვათ, ნეიტრალიტეტის ფინურ მოდელსგადაარჩინა”. დასავლეთი არც საქართველოს გაერთიანებას დაუჭერს მხარს ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ; არადა, ადრეც აღმინიშნავს, რომ რუსეთს მსგავსი ინიციატივა საქართველოს მიმართ უკვე ჰქონდა გამოცხადებული. კერძოდ, 2007 წელს რუსეთის ელჩმა კოვალენკომ საქართველოში ჟურნალისტების წინაშე თქვა, რომ საქართველო შეიძლება გაერთიანდეს, თუკი ნეიტრალურ სტატუსს აირჩევს. ამ წინადადებას ისტერიკულად გამოეხმაურა სოროსულ-ქართული მასმედია, ხოლო უშიშროების საბჭოს მდივანმა კოტე კემულარიამ ასეთი შესაძლებლობა იმთავითვე გამორიცხა _ მისი სიტყვებით გამოვიდა, რომ ნატო მეტს ნიშნავს ქართველი ხალხისთვის, ვიდრე ერთიანი საქართველო.

რეალურია “ახალი გორბაჩოვის” მოლოდინი, რომელიც ყველაფერს უპირობოდ, რუსეთის საზიანოდ დათმობს? თუკი ამის გვჯერა, მაშინ უსასრულოდ უნდა ველოდოთ, ვინაიდან რუსეთში გორბაჩოვის მსგავსი ყველაფრის დამთმობი და რუსეთის ინტერესების უარმყოფელი ელემენტები ვეღარასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლების სათავეში. საქართველოს რეინტეგრაცია მხოლოდ რუსეთთან დიალოგის (ამის პარალელურად აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის), რუსეთის კეთილი ნების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

ახლა კი დრო საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს…

გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here