Home სხვადასხვა დაიჯესტი დასავლეთი პრესტიჟსა და მომხიბვლელობას კარგავს

დასავლეთი პრესტიჟსა და მომხიბვლელობას კარგავს

828
ჩინეთის დედაქალაქის ტიანანმენის მოედანი კორონავირუსის აფეთქების პერიოდში

აზიამ პოლიტიკური ეფექტიანობის გაკვეთილი ჩაუტარა ევროპასა და ამერიკას

ბრიტანელი ისტორიკოსი და ჟურნალისტი ნილ ფერგიუსონი 2012 წელს გამოცემულ თავის წიგნში Civilization: The West and the Restში ამტკიცებს, რომ დასავლური კულტურა მთავარ როლს თამაშობს მსოფლიოში და სამაგალითოადანარჩენებისთვის”. ასეთი მტკიცებულებების მიმართ დასავლეთში ყოველთვის არსებობდა ეჭვები, მაგრამ აიმოვიდა ვირუსიდა ეჭვებიც გაძლიერდა.

“დასავლეთი ამიერიდან თავს ვეღარ ჩათვლის სამაგალითოდ სრულიად მსოფლიოსთვის”, _ ასეთი სათაურით დაბეჭდა ფრანგულმა Liberation-მა ინტერვიუ სინგაპურელ მწერალ და დიპლომატ კიშორ მაჰბუბანისთან. კითხვაზე _ რატომ ებრძვიან ინფექციას აზიური ქვეყნები უფრო უკეთ, ვიდრე ევროპა, მაჰბუბანიმ უპასუხა: ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, როგორ ანგრევდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობასა და დაფინანსებას აშშსა და ევროპაში. აზიაში ყველაფერი პირიქით იყო. აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობა დარწმუნებულია ძლიერი სახელმწიფოს აუცილებლობაში. ბევრ ადამიანს მტკიცედ სწამს, რომ ბაზრის უხილავ ხელს უნდა მართავდეს სახელმწიფო მმართველობის ხილული ხელიამჟამინდელმა კრიზისმა, უწინარესად, წარმოაჩინა კარგად დაფინანსებული სახელმწიფო ინსტიტუტების საჭიროება ეფექტიანად სამართავად, იმისთვის, რათა სწრაფად მოხდეს ვითარებაზე რეაგირება”.

„ყვითელი ჟილეტების“  საპროტესტო აქცია საფრანგეთში
„ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქცია საფრანგეთში

აღმოსავლეთ აზიის მთავრობები “კრიზისამდე სარგებლობდნენ მოსახლეობის უფრო მეტი ნდობით, ვიდრე ევროპის ქვეყნების ხელისუფლებები”, _ ამბობს მაჰბუბანი და ეს, მისი აზრით, დაკავშირებულია მერიტოკრატიაზე (მართვის პრინციპი, რომლის თანახმადაც, სახელმძღვანელო პოსტები უნდა ეკავოთ ყველაზე ნიჭიერ და უნარიან ადამიანებს, მიუხედავად მათი სოციალური წარმოშობისა და ფინანსური შესაძლებლობებისა) დაფუძნებულ მართვის სისტემასთან.

ჩინეთში კომპარტიის უმაღლეს ინსტანციებში მხოლოდ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების საუკეთესო კურსდამთავრებულებს აწინაურებენ. ეს საშუალებას იძლევა, ხელისუფლებაში მოვიდნენ ნათელი გონების ადამიანები, ხალხი საკუთარ თავს ხედავს მთავრობის წევრებად. მთავრობისადმი ხალხის ნდობა უმნიშვნელოვანესი ელემენტიარადგან ასეთ შემთხვევაში საზოგადოება ერთობლივად მუშაობს”.

კორონავირუსი სერიოზულ გამოცდად იქცა დასავლეთის ქვეყნების ჯანდაცის სისტემებისთვის
კორონავირუსი სერიოზულ გამოცდად იქცა დასავლეთის ქვეყნების ჯანდაცის სისტემებისთვის

“როცა საავადმყოფოებს არ აძლევენ სახსრებს, როცა გაერთიანებული საშუალო კლასი ქუჩებში გამოხატავს აღშფოთებას, ისევე, როგორც “ყვითელი ჟილეტები” საფრანგეთში, როცა აშშ-ში ოჯახების ორ მესამედს 500 დოლარზე მეტი არ აქვს გადადებული შავი დღისთვის, დასავლეთი თავს ვეღარ ჩათვლის სამაგალითოდ დანარჩენი მსოფლიოსთვის, _ ამბობს სინგაპურელი მწერალი და დიპლომატი. _ თუ გსურთ თქვენი მოდელის ექსპორტი, მაშინ აქციეთ ის წარმატებისა და ჰარმონიის ბრწყინვალე მაგალითად და თავზე ნუ დააყრით სანქციებსა და ბომბებს ქვეყნებს, რომლებიც ნორმალურად მუშაობენ, ოღონდ განსხვავებულად აზროვნებენ”.

საპროტესტო აქცია ამერიკაში
საპროტესტო აქცია ამერიკაში

კორონავირუსი დასავლეთის სტატუსს ამდაბლებს და ხსნის აზიის საუკუნეს, _ წერს მეორე ფრანგული გამოცემა Le Figaro, _ ვირუსი დაუნდობელი იყო დასავლური დემოკრატიების მიმართ, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური მოდელის სავარაუდო უპირატესობის მანტიამოსხმული ხშირად ასწავლიდნენ დანარჩენ მსოფლიოს, როგორ ეცხოვრათ, მაგრამ ახლა დაკარგეს მანევრის ველი ეკონომიკაში. მსოფლიო თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს და აზია, რომელიც ვითარდება და ლიდერია ეკონომიკური ზრდის მიხედვით, პოლიტიკური ეფექტიანობის საოცარ გაკვეთილს უტარებს დასავლეთს”.

იმის შესახებ, რომ XXI საუკუნე აზიური იქნება, დიდი ხანია, ლაპარაკობენ, მაგრამ კორონავირუსული ინფექციის გავრცელება ისეთი მომენტია, როცა მსოფლიოში დაწყებულ ცვლილებებს ყველა ხედავს. “დიახ, აზია მართლაც სწრაფად მიიწევდა წინ ეკონომიკური ზრდისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მიღწევების გამო, მაგრამ დასავლეთის სახელმწიფოებს, როგორც ისინი მიიჩნევდნენ, მაინც ჰქონდათ უპირატესობა სოციალური სახელმწიფოს, შემოქმედებითი ძალებისა და დემოკრატიული მოდელის წყალობით, _ განაგრძობს Le Figaro. _ შემდეგ კი ჩვენთან მოვიდა ვირუსი. ჩვენს პოლიტიკოსებსა და საავადმყოფოებს უზარმაზარმა ტალღამ გადაუარა და ისინი ფსკერზე დაეშვნენ. პანდემიის ჰუმანიტარული შედეგები (ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველი) მსოფლიო სანიტარული სისტემის უპირობო მაჩვენებელია და ამ მაჩვენებლებმა ჩაძირეს “განვითარებული” ქვეყნები. “კოვიდ-19”-მა საფრანგეთში 28 ათასზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, 50-მილიონიან სამხრეთ კორეაში _ 269, ხოლო 23-მილიონიან ტაივანზე _ 6. “აზიურმა დრაკონებმა” ელვისებურად გაატარეს სანიტარული ზომები მოსახლეობის დასაცავად, ამასთანავე, გამოავლინეს აზიური ეფექტიანობა…”

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში “აზიურ ეფექტიანობას” მედიდური ბრიტანელებიც აღიარებენ. საკარანტინო რეჟიმიდან გამოდის კიდევ ერთი არადასავლური ქვეყანა _ რუსეთი, რომელშიც გაიხსენეს საბჭოთა ჯანდაცვის სისტემის გამოცდილება, როცა 1959 წელს ინდოეთიდან შეტანილი შავი ყვავილის ეპიდემიის აფეთქება 19 დღეში ჩააცხრეს.

თუ მსოფლიოს წარმოვიდგენთ “დიდ საჭადრაკო დაფად”, როგორც მას ხედავდა ზბიგნევ ბჟეზინსკი, მაშინ, ვირუსულ-ეკონომიკური კრიზისის წინასწარი შედეგების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ამ დაფაზე ფიგურების განლაგება იცვლება. მათ, ვისაც “ჩამორჩენილებად” მიიჩნევდნენ, დასავლეთს გაკვეთილი ჩაუტარეს და ეს არ არის ერთი კულტურის უპირატესობა მეორეზე _ ეს იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემების ეფექტიანობის შედეგია, რომლებშიც ექსტრემალური სიტუაციებისას “საზოგადოება ერთობლივად მუშაობს”.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here