Home სხვადასხვა დაიჯესტი დანიურმა ბანკებმა იპოთეკური სესხის პროცენტი ნულამდე დაიყვანეს

დანიურმა ბანკებმა იპოთეკური სესხის პროცენტი ნულამდე დაიყვანეს

11601
დანიურმა ბანკებმა იპოთეკური სესხის პროცენტი ნულამდე დაიყვანეს

დანიაში დაიწყო იპოთეკური სესხების წლიური ნულპროცენტიანი განაკვეთების გაცემა, _ იუწყება სააგენტობლუმბერგი”.

ნულპროცენტიანი იპოთეკური სესხის გაცემის ინიციატივა იმ პირობით, რომ სესხს აიღებენ 20 წლით, ეკუთვნის ადგილობრივ Nordea Bank Abp-ს.

ადრე სხვა დანიურმა დიდმა ბანკმა Realkredit-მა მომხმარებლებს შესთავაზა 0,5-პროცენტიანი კრედიტი 30 წლით. კიდევ ერთი ბანკი, Juske Bank-ი, გეგმავს, გასცეს სესხი 10 წლით და უარყოფითი განაკვეთით _ მინუს 0,5%-ით. ამ შემთხვევაში სესხის ამღები თვითონ მიიღებს პროცენტს ბანკისგან.

10 COMMENTS

  1. საქართველოშიც ასეა .ვიდრე სისხლს არ ამოგწოვენ და არ გაგანადგურებენ ისე ვერ ხარობენ ბანკირები.არ უნდა აიღო სესხი მაგრამ რა უნდა გააკეთო მეტი გამოსავალი რომ არ გაქვს…

  2. ზუსტად ეგეთი დანაპირებით მოვიდა 2012 წლის არჩევნებით ხელისუფლებაში ივანიშვილის გუნდი.ერთ-ერთი დანაპირები ეგ იყო.

    • საქართველოს ბანკირებს წაუკიდეთ ცეცხლი და დაწვით როგორ წაგგლიჯონ სახლკარი ფულები ოქროები როგორ ამოგწოვონ სისხლი მარტო მაგაზე ფიქრობენ.ისე ბიძინა მაგას გვპირდებოდა ზუსტად მაგრამ ჩაილურის წყალი დალია როგორც სხვა დაპირებებმა ამდენი ტყუილი ღმერთო რა არის ეს ჰააა

  3. როცა ასეთი იმფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება, ლინკი უნდა იყოს მითითებული, სხვა შემთხვევაში, სარწმუნო წყაროდ არ ჩაითვლება! ჩხიკვის მამიდის, ზეპირად გადმოცემული ინფორმაცია, ჭორაობაა!

  4. ჩვენი ბანდიტი ბანკირები. ხალხის უბედურების ხარჯზე რომ მდიდრდებიან. ერთ დადებით კომემტარს თუ დაწერს ვინმე. არამგონია ზიზღის მეტი ვინმემ დაწეროს რამე.

  5. გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ. სიმართლეს ნუ გაურბივართ. გამგებმა უნდა გამიგოს.

    მერაბის: თქვენ გარკვეულწილად მართალი ბრძანდებით, მაგრამ, ნუთუ არ გჯერათ, რომ საქართველოში ბანკირები ხალხს პირდაპირ გაგებით, ღლეტენ. ვერ დავიჯერებ, რომ თქვენ არ იცოდეთ, სად რა პირობებით გასცემენ ბანკები სესხებს.

  6. მანუჩარ ბანკმა ფუნქცია დაკარგა უკვე დანიაში, დანიელებს ბედნიერი ერის სტატუსი მიანიჭეს, აღარავის აღარ ჭირდება სესხი ისეა უკვე იქ საქმე. თანაც მსოფლიო დონის პრესტიჟია როდესაც ასეთ განცხადება აკეთებს ქვეყნის საბანკო სისტემა. და კიდევ, ეს ის პოლიტიკაა როდესაც თუ კი ვინმე დარჩენილია დანიის ქვეყანაში ვისაც პრობლემა აქვს, აძლევენ საშუალებას რომ მოაგვაროს ეს პრობლემა, ეს სახელმწიფოს მხრიდან სპორტული ინტერესიცაა რომ სათქმელი ქონდეს, რომ არც ერთი მოქალაქე არ ყავს ცუდ მდგომარეობაში. რავი, ყველაფერი ერთად, მაგრები არიან

  7. ,მოვესწრებით ნეტა ასეთ სახელმწიფოს და ბანკს?!…კეთილი შურით მშურს დანიელებო თქვენი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here