Home ახალი ამბები დანიელმა გამომგონებელმა აღიარა, რომ შვედი ჟურნალისტის სხეული დაანაწევრა

დანიელმა გამომგონებელმა აღიარა, რომ შვედი ჟურნალისტის სხეული დაანაწევრა

 

დანიელმა გამომგონებელმა და წყალქვეშა ნავის Nautilus-ის მფლობელმა პეტერ მედსენმა, რომელსაც შვედი ჟურნალსიტის კიმ უოლის მკვლელობში სდებენ ბრალს, აღიარა, რომ უოლის სხეული დაანაწევრა, თუმცა პირადად არ მოუკლავს.

მისი თქმით, ქალი მომწამლავი გაზის გაჟონვის გამო დაიხუთა.

ინფორმაციას ავრცელებს Independet-ი.

10 აგვისტოს საღამოს, დანიის დედაქალაქში, უოლი მედსენის მიერ შექმნილ წყალქვეშა ნავზე ავიდა რომლის ჩაძირვის შემდეგაც, მხოლოდ გამომგონებლის გადარჩენა მოხერხდა.

რამდენიმე დღეში გაჩნდა ვერსია, რომ ნავი თავად მედსენმა ჩაძირა, რათა მკვლელობის კვალი გაექრო. მოგვიანებით, თავმოჭრილი უოლის სხეული ნაპირზე იპოვეს.

1 COMMENT

  1. აუ ტიპს რამდენი უჩალიჩია და უწვალია კვალის დაფარვის მიზნით.წყალქვეშა ნავი გამოუგონია,აუწყვია,მერე ჩაუძირია და მაინც დაიჭირეს… 🙂
    მაგარი უიღბლო ყოფილა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here